“ქართული სატრანსპორტო პერსპექტივები სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებით ვერანაირად დაიჩრდილება“

“ქართული სატრანსპორტო პერსპექტივები სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებით ვერანაირად დაიჩრდილება“

access_time2021-01-13 17:00:58

ქართული სატრანსპორტო პერსპექტივები სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებით არანაირად არ იჩრდილება იმიტომ, რომ ეს არის რუსეთის მიერ კონტროლირებადი შეთანხმება, როცა უნდა დაბლოკავს, როცა უნდა გააგრძელებს.  ლოჯისტიკაში ერთერთი მთავარი კომპონენტი არის სამარშუტო გზების საიმედოობა და იმას რასაც აკონტორლებს რუსეთი,  ის არ არის საიმედო და აქედან გამომდინარე ნებისმიერ წუთში შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი ვერ იქნება,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა ბათუ ქუთელიამ ისაუბრა.


კრემლში ვლადიმერ პუტინის, ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის მოლაპარაკების შედეგად დაიგეგეგმა აღდგეს სატრანსპორტო დერეფანი აზერბაიჯანის ზანგილანის რაიონიდან დასავლეთით, სომხეთის ტერიტორიის გავლით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკამდე, რომელსაც სახმელეთო საზღვრის მცირე მონაკვეთი თურქეთთან გააჩნია. ანუ აზერბაიჯანი საქართველოს გვერდის ავლით პირდაპირ სახმელეთო კომუნიკაციას გახსნის  თურქეთთან. ხოლო აზერბაიჯანის გავლით სომხეთი საქართველოს გვერდის ავლით სარკინიგზო თუ საავტომობილო გზებით დაუკავშირდება რუსეთს.  რას ნიშნავს ეს საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალისთვის? ამასთან დაკავშირებით ბათუ ქუთელია განმარტავს, რომ აქტი, რომელიც რუსეთის  ინიციატივით ხორციელდება განწირულია კრახისთვის და საიმედოობის ფაქტორი არ აქვს, საქართველოს კი ამ მხრივ უალტერნატივო გზად რჩება ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაში ინტეგრაციის კუთხით ევროპასთან ინტეგრაცია.


„აქ მთავარი  საკითხი არის ის,  თუ რა ფორმით ხდება ეს ლოისტიკური თუ ინფრასტრუქტურული ინტეგრაცია.  ეს არის რუსეთის მიერ "სამშვიდობო ინიციატივის" ფარგლებში განხორციელებული ზომები. შესაბამისად, ეს აქტი, რომელიც რუსეთის  ინიციატივით ხორციელდება თავის შინაარსობრივად  განწირულია კრახისთვის იმიტომ, რომ ამას რუსეთი როგორც გეოპოლიტიკურ ბერკეტს ისე იყენებს და არაფერი საერთო ეკონომიკასთან , ინფრასტრუქტურასთან და ტრანსპორტირებასთან არ აქვს. 

რაც შეეხება საქართველოს, ამ ფაქტით კიდევ ერთხელ  დადასტურდა ის, რომ საქართველოსთვის ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაში ინტეგრაციის კუთხით ევროპასთან ინტეგრაცია არის უალტერნატივო. თუ  საქართველო იქნება ევროპული ინფრასტრუქტურის ნაწილი, საპორტო-სარკინიგზო,  საგზაო და საჰაერო კუთხით, საქართველო უფრო მიმზიდველი და ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო გზა  იქნება არა მარტო აზერბაიჯანისთვის ან სომხეთისთვის, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოსთვის, რომელსაც უნდა ევროპულ ან დასავლურ ბაზარზე  წვდომა, ან  პირიქით, მათ შორის ცენტრალურ აზიასაც ვგულისხმობს. 



აქედან გამომდინარე ეს არის საქართველოს სტრატეგიული ამოცანა, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა სწორედ ამით, რომ არც ერთ შემთხვევაში საქართველო რუსული გეოპოლიტიკური თამაშების ნაწილი არ უნდა გახდეს.

 

მეორე საკითხი, რომელიც აქ წარმოიშვება არის რუსეთის ინტერესი, რომ საქართველო რამენაირად მისებური სამხრეთ კავკასიური  ხედვის ნაწილი გახადოს და საუბარი შეიძლება  იყოს მომავალში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზის გახსნაზე ,  იმისათვის, რომ სომხეთთან სატრანზიტო მოძრაობა აღდგეს. 

ამ მოცემულობაში , რაც დღეს გვაქვს, ეს საქართველოსთვის, არანაირი სტრატეგიული ინტერესების მატარებელი არ არის ,იმ პირობებში როდესაც რუსეთის სქემის ნაწილი უნდა იყოს. 

 

ამიტომ საქართველოს გზა  არის  შექმნას საიმედოობა და მერე უკვე ბაზარი დაარეგულირებს თუ  რომელს აირჩევს მიმწოდებელი,“ - განმარტავს ბათუ ქუთელია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up