ქართული სათამაშოების მწარმოებელი: დაფინანსებაზე ყველა ბანკმა უარი გვითხრა

ქართული სათამაშოების მწარმოებელი: დაფინანსებაზე ყველა ბანკმა უარი გვითხრა

access_time2018-07-06 21:19:32

საქართველოში წარმოებული ხის სათამაშოებით, ესპანური და გერმანული კომპანიები ინტერესდებიან, - ამის შესახებ "ჯეოთოიზ ჯგუფის" დამფუძნებელმა, დავით კაციტაძემ "საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. თუმცა მისივე განმარტებით, კომპანია ევროპელი პარტნიორებისთვის პროდუქციის მიწოდებას ვერ ახერხებს, რადგან მას საწარმოს გაფართოებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსზე ხელი არ მიუწვდება. 



"საქართველოში არსებულ ყველა ბანკში ვიყავით, რაც კი არსებობს, დაწყებული მცირედან, დასრულებული დიდით. აბსოლიტურად ყველა მათგანმა გვითხრა, რომ ძალიან მაგარ საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ სამწუხაროდ დაფინანსების გამოყოფა ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა. გვეუბნებიან, რომ სტარტაპი ვართ და მინიმუმ 6 თვე მაინც უნდა ვიმუშაოთ, რომ დაგვაფინანსონ, ანუ ძალიან ბევრი ბარიერებია. 



ჩვენ ვუთხარით ბანკს, რომ გვჭირდება მანქანა დანადგარების შეძენა, რომ შევასრულოთ ფრანგული კომპანიის დაკვეთა უფრო წარმატებით და უფრო ნაკლები ხარჯით, რისთვისაც გვჭირდება 150 ათასი დოლარის ოდენობით კრედიტი. ბანკი გვპასუხობს სასაცილო რაღაცას, რომ თუ ჩვენ კომპანიას ექნება მილიონიანი ბრუნვა, მაშინ უპრობლემოდ მოგვცემენ 150 ათას დოლარს, თუ მე მილიონიანი ბრუნვა მაქვს და შიგ მოგება არ მაქვს ჩადებული, მაშინ არასწორად ვმართავ ბიზნესს... ანუ კვერცხის და ქათმის პრინციპია: "თუ მიაწვდი პროდუქციას, დაგაფინანსებ, თუ არ მიაწვდი არ დაგაფინანსებ", და როგორ მივაწოდო თუ არ დაგვაფინანსებენ, როგორ უნდა ვაწარმოო, თუ დანადგარი არ ვიყიდე? აი ასეთ ჩაკეტილ წრეში ვართ" - განაცხადა დავით კაციტაძემ.

 

კომპანია "ჯეოთოიზ ჯგუფი" 2015 წლიდან არსებობს და ხის სათამაშოებს აწარმოებს, რომელსაც ამჟამად ექსპორტზე საფრანგეთში გზავნის. კომპანია მხოლოდ ერთი სახეობის ხის სათამაშოს ამზადებს და სურს ასორტიმენტის გაზრდა და წარმოების გაფართოება. 




"2018 წლის იანვარში ნიუბერგში გამართულ სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე ჩვენმა ნაწარმმა დიდი ინტერესი დაიმსახურა, ის ბუნებრივი მასალისგან, კერძოდ ქართული წიფელისგან მზადდება, რაც თავისი თვისებებით უნიკალურია. რამდენიმე უცხოურმა კომპანიამ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მათთან მოლაპარაკებები ამჟამად გრძელდება, ერთ-ერთი ფრანგული კომპანიაა, რომელსაც ,,კუბი“ ჰქვია. მან ორწლიანი კონტრაქტი გაგვიფორმა და ამჟამად ვაწვდით სათამაშოებს", - განაცხადა დავით კაციტაძემ. 

როგორც ბიზნესმენი აცხადებს, აღნიშნულ პრობლემებზე საუბარი ამჟამად საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან აქვთ, რათა შეიქმნას გარკვეული ფორმულა, რომლითაც მცირე და საშუალო მეწარმეებს დაფინანსების მოპოვების საშუალება მიეცემათ.


bm.ge





„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up