ქართული სათამაშოების მწარმოებელი: დაფინანსებაზე ყველა ბანკმა უარი გვითხრა

ქართული სათამაშოების მწარმოებელი: დაფინანსებაზე ყველა ბანკმა უარი გვითხრა

access_time2018-07-06 21:19:32

საქართველოში წარმოებული ხის სათამაშოებით, ესპანური და გერმანული კომპანიები ინტერესდებიან, - ამის შესახებ "ჯეოთოიზ ჯგუფის" დამფუძნებელმა, დავით კაციტაძემ "საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. თუმცა მისივე განმარტებით, კომპანია ევროპელი პარტნიორებისთვის პროდუქციის მიწოდებას ვერ ახერხებს, რადგან მას საწარმოს გაფართოებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსზე ხელი არ მიუწვდება. 



"საქართველოში არსებულ ყველა ბანკში ვიყავით, რაც კი არსებობს, დაწყებული მცირედან, დასრულებული დიდით. აბსოლიტურად ყველა მათგანმა გვითხრა, რომ ძალიან მაგარ საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ სამწუხაროდ დაფინანსების გამოყოფა ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა. გვეუბნებიან, რომ სტარტაპი ვართ და მინიმუმ 6 თვე მაინც უნდა ვიმუშაოთ, რომ დაგვაფინანსონ, ანუ ძალიან ბევრი ბარიერებია. 



ჩვენ ვუთხარით ბანკს, რომ გვჭირდება მანქანა დანადგარების შეძენა, რომ შევასრულოთ ფრანგული კომპანიის დაკვეთა უფრო წარმატებით და უფრო ნაკლები ხარჯით, რისთვისაც გვჭირდება 150 ათასი დოლარის ოდენობით კრედიტი. ბანკი გვპასუხობს სასაცილო რაღაცას, რომ თუ ჩვენ კომპანიას ექნება მილიონიანი ბრუნვა, მაშინ უპრობლემოდ მოგვცემენ 150 ათას დოლარს, თუ მე მილიონიანი ბრუნვა მაქვს და შიგ მოგება არ მაქვს ჩადებული, მაშინ არასწორად ვმართავ ბიზნესს... ანუ კვერცხის და ქათმის პრინციპია: "თუ მიაწვდი პროდუქციას, დაგაფინანსებ, თუ არ მიაწვდი არ დაგაფინანსებ", და როგორ მივაწოდო თუ არ დაგვაფინანსებენ, როგორ უნდა ვაწარმოო, თუ დანადგარი არ ვიყიდე? აი ასეთ ჩაკეტილ წრეში ვართ" - განაცხადა დავით კაციტაძემ.

 

კომპანია "ჯეოთოიზ ჯგუფი" 2015 წლიდან არსებობს და ხის სათამაშოებს აწარმოებს, რომელსაც ამჟამად ექსპორტზე საფრანგეთში გზავნის. კომპანია მხოლოდ ერთი სახეობის ხის სათამაშოს ამზადებს და სურს ასორტიმენტის გაზრდა და წარმოების გაფართოება. 




"2018 წლის იანვარში ნიუბერგში გამართულ სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე ჩვენმა ნაწარმმა დიდი ინტერესი დაიმსახურა, ის ბუნებრივი მასალისგან, კერძოდ ქართული წიფელისგან მზადდება, რაც თავისი თვისებებით უნიკალურია. რამდენიმე უცხოურმა კომპანიამ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მათთან მოლაპარაკებები ამჟამად გრძელდება, ერთ-ერთი ფრანგული კომპანიაა, რომელსაც ,,კუბი“ ჰქვია. მან ორწლიანი კონტრაქტი გაგვიფორმა და ამჟამად ვაწვდით სათამაშოებს", - განაცხადა დავით კაციტაძემ. 

როგორც ბიზნესმენი აცხადებს, აღნიშნულ პრობლემებზე საუბარი ამჟამად საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან აქვთ, რათა შეიქმნას გარკვეული ფორმულა, რომლითაც მცირე და საშუალო მეწარმეებს დაფინანსების მოპოვების საშუალება მიეცემათ.


bm.ge





„m2 უძრავი ქონება“ და კომპანია „ცენტრ-პოინტი“ ჯერ ვერ შეთანხმდნენ

„m2 უძრავი ქონება“  და კომპანია „ცენტრ-პოინტი“ ჯერ ვერ შეთანხმდნენ
person access_time2018-07-23 15:23:00
m2 უძრავ ქონებასა“...

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის განვითარების ფონდი დამატებით 11 მილიონ ლარს ითხოვს

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის განვითარების ფონდი დამატებით 11 მილიონ ლარს  ითხოვს
person access_time2018-07-23 12:05:00
,,თბილისის განვითარების ფონდი“ ორბელიანის მოედნის, მშრალი ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დამატებით, 11 მილიონ ლარს ითხოვს გამარტივებული შესყიდვის უფლებით. როგორც ფონდში აცხადებენ გასულ წელს გამოყოფილი თანხის ოდენობა (52 მლნ. ლარი) საკმარისი არ აღმოჩნდა.   ფონდში ასევე აცხადებენ, თავის დროზე გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის, რადგან შენობების მდგომარეობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წინასწარი შეფასებით...

აქციზის გაძვირებამ საწვავის ფასი 25 თეთრით გაზარდა

აქციზის გაძვირებამ  საწვავის ფასი 25 თეთრით გაზარდა
person access_time2018-07-23 13:33:00
„კომერსანტს“ კომპანია „ლუკოილ ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ განუცხადა, რომ ბოლო ერთ თვეში მათ საცალო ქსელში საწვავი 3 თეთრით გაძვირდა. ნავთობიმპორტიორი საწვავზე ფასის ზრდის სამ მიზეზს...

სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს - აქციას ხვალიდან რეგიონები შეურთდებიან

სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს - აქციას ხვალიდან  რეგიონები შეურთდებიან
person access_time2018-07-23 13:32:05
ტყიბულელი მეშახტეების აქცია დღეს დასრულდა, თუმცა მათი თქმით ხვალიდან პროტესტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და აქციას შეურთდებიან გაერთიანებული პროფკავშირები, ჭიათურელი მაღაროელები,ზესტაფონის ფეროს, ქსნის და რუსთავის ქარხნების თანამშრომლები.   ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლა შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე და მთავარი ინჟინერი გიზო...

„მწვანე ზრდის ფონდისა“ (GGF) და „კრისტალის“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ენერგოეფექტურობის დაფინანსება იზრდება

„მწვანე ზრდის ფონდისა“ (GGF) და „კრისტალის“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ენერგოეფექტურობის დაფინანსება იზრდება
person access_time2018-07-23 12:03:44
• „მწვანე ზრდის ფონდის“ (GGF) მიერ პირველი ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის გაცემული კრედიტი 1.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც სოფლის მოსახლეობასა და ფერმერებს ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი სიახლეების დანერგვაში უნდა დაეხმაროს. • პროგნოზის მიხედვით, GGF-ის კრედიტით დაფინანსებული ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი ღონისძიებები წელიწადში 2,620 მვტ.სთ-ზე მეტ ენერგიას დაზოგავს და ნახშირორჟანგის ემისიას...


მსგავსი სიახლეები

up