ქართული საბრძოლო ტექნიკა მსოფლიოს იპყრობს

ქართული საბრძოლო ტექნიკა მსოფლიოს იპყრობს

access_time2016-02-02 12:50:38

რას წარმოადგენს კომპანია ,,დელტა”,  რომელ ქვეყნებში ოპერირებს და რა სახის კონტრაქტები აქვს გაფორმებული ამ ეტაპზე?

საბრძოლო  სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დელტა“ უკვე  მსოფლიოს 28 ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში, პერუში, პოლონეთში, ინდოეთში და ყაზახეთში.

დაჯავშნული მანქანა, ყუმბარმტყორცნი და ნაღმტყორცნი, ეს იმ საბრძოლო ტექნიკის ნაწილია რომლებიც საქართველოს სახელმწიფო საბრძოლო სამცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა ,,დელტამ“ შექმნა და 2015 წლიდან საზღვარგარეთის ქვეყნების შეიარაღებული ძალების აღჭურვილობაში შედის. დაჯავშნული მანქანა ეგვიპტეს ერგო წილად, დანარჩენი ტექნიკის შესახებ შეთანხმების დეტალებს ამ ეტაპზე არ ამჟღავნებენ.  ასევე,  კომპანია ,,დელტასა“ და მოლდოვის წარმოამდგენლებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიყიდვაზე.

ცნობილი გახდა, რომ დელტამ სამედიცინო-საევაკუაციო მანქანის წარმოების შესახებ გამართულ ტენდერში გაიმარჯვა. საუდის არაბეთის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ქართულმა პროდუქტმა ამერიკულსაც კი აჯობა.

100 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტის მიხედვით საქართელო ვალდებულია 2016 წლეს საუდის არაბეთს მიაწოდოს 100 მანქანა, რომელთაგან 12 ამ თვეში გაიგზავნება მყიდველთან.

შეთანხმებამდე ქართულმა სამედიცინო-საევაკუაციო მანქანამ საუდის არაბეთში  სერიოზული გამოცდები გაიარა. სხვადასხვა რელიეფში ის გამოსცადეს მანევრირებაში, მთებზე და უდაბნოში სიჩქარით გავლაში. მანქანამ მაქსიმალურ სიჩარეზე 40 კილომეტრის გავლა შეძლო.

სამედიცინო-საევაკუაციო მანქანა ,,დელტამ“  შექმნა და დააპროექტა. მას შეუძილა120 კილომეტრი საათში სიჩქარით 4 დაჭრილი ადამიანის  გადაყვანა.


მანქანა 356 ცხენის ძალის ტურბო–დიზელის ძრავით არის აღჭურვილი, აქვს ორი ფენა ჯავშანი რომელიც 7.36 მმ კალიბრის ტყვიებს და საარტილერიო ჭურვების ფრაგმენტებს უძლებს.

,,დელტას“ პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც საკმაოდ მოთხოვნადია. კომპანიამ ,,ლიბერთი ბანკს“  100-ზე მეტი ჯავშანჟილეტი მიჰყიდა. შეთანხმებასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს ამ ეტაპზე არ ახმაურებენ.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომლის შესახებაც კომპანია მოლდოვასთან აწარმოებს მოლაპარაკებას,   2015 წლიდან მუშაობს კახეთის ტერიტორიაზე.

კომპანია ,,დელტა“  2010 წელს შეიქმნა. ცენტრის მეთაურობა საკუთრ თავზე  საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აიღო. ერთ-ერთი პირველი პროდუქტი, რომელიც დელტამ გამოუშვა იყო ქვეითთა საბრძოლო მანქანა “ლაზიკა” და მრავალფუნქციური  ჯავშანტრანსპორტიორი  “დიდგორი”. მათი წარმოება ქართულმა ხალხმა სიხარულით მიიღო, მაგრამ მწარმოებელმა ამ ტექნიკის ექსპორტირება ვერ შეძლო. მას შემდეგ რაც დელტას ქარხანას “თბილავიამშენი” ჩამოშორდა, საქართველოში დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატების გაკეთება.

ერთ-ერთი ბოლო გამოგონებაა მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი, რომელსაც შეუძლია როგორც საჰაერო სადაზვერო ოპერაციებში მონაწილეობა, ასევე სამიზნეების განადგურება. თვითმფრინავი აღჭურვილია ორი M134 Minigun ტიპის ტყვიამფრქვევით და 8 რაკეტით. მათი ფრენის სიმაღლე 3 კოლიმეტრია,ხოლო მაქსიმალური სიჩქარე  -180კმ/სთ. პირველად ვერტმფრენი 2015 წლის გამოფენაზე აჩვენეს.

დღეს ,,დელტა“ მსოფლიოს 28 ქვეყანაში მუშაობს მათ შორის ამერიკაში, უკრაინაში, დიდ ბრიტანეთში, პერუში, ინდოეთში და ყაზახეთში.

 

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"



ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up