ქართული რესტორანი მანჰეტენზე – "ნიუ-იორკი ქართული სამზარეულოს ასათვისებლად მზად არის"

ქართული რესტორანი მანჰეტენზე – "ნიუ-იორკი ქართული სამზარეულოს ასათვისებლად მზად არის"

access_time2017-05-26 14:00:24

„წითელი კომპასი" - ასე ჰქვია ქართულ რესტორანს, რომელიც ერთი წლის წინ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე გაიხსნა. რადიო „კომერსანტის" გადაცემა Myrest-ი აღნიშნული რესტორნის მფლობელ ბექა ფერაძეს ესაუბრა.

 

როგორც მან აღნიშნა, ქართული რესტორანი ამერიკელებში პოპულარობით სარგებლობს და ყველაზე დიდი მოთხოვნა აჭარულ ხაჭაპურზეა.

 

„დაახლოებით 14 წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ. ქართული რესტორანი ადრე მქონდა გახსნილი, მაგრამ პარტნიორთან ერთად. ერთი წლის წინ კი ახალი რესტორანი „წითელი კომპასი" გავხსენი. სახელი ჩვენი დროშის ფერების მიხედვით შევურჩიე, რადგან საქართველოს დროშაზე წითელი ფერი ჭარბობს. 2015 წლის 31 დეკემბერს გავიხსენით და ამ ეტაპზე, ყველაფერი კარგად მიდის. რესტორანი პოპულარობით სარგებლობს. ყველაზე მეტად აჭარული ხაჭაპური იყიდება, რადგან ამერიკელებისთვის ეს უცხო კერძია. ზოგადად ისინი, ხაჭაპურზე, ანუ  „ჩიზ ბრედზე" გიჟდებიან, აჭარული კი გამორჩეულად მოსწონთ. ასევე, პოპულარულია ხინკალი და ჩაქაფული", - აღნიშნა ფერაძემ.

 

მისი თქმით, რესტორანს ძირითადად ამერიკელები სტუმრობენ, ასევე, ქართველი ემიგრანტები, რუსები და რუსი ებრაელები.

 


„ძირითადად ამერიკელები გვსტუმრობენ. ასევე, ჩვენთან ხშირად მოდიან რუსები, ებრაელები. ნიუ-იორკში ქართული დიასპორა არ გვაქვს, თუმცა ქართველების საკმაოდ დიდი რაოდენობა ცხოვრობს. მანჰეტენზე სამი ქართული რესტორანია, შესაბამისად, ზოგი აქ დადის, ზოგი სხვაგან. ბრუკლინში გაცილებით ბევრი ქართველი ცხოვრობს და ქართული რესტორნებიც მრავლად არის", - განაცხადა „წითელი კომპასის" მფლობელმა.

 

მისი თქმით, მართალია, ამერიკაში რესტორანი მანამდეც ჰქონდა, მაგრამ ახლის გახსნა დროში გაეწელა და დიდი თანხებიც დაეხარჯა.

 

„თავიდან კითხვები გაჩნდა, თუნდაც ის, თუ ქართულ სამზარეულოს ამერიკელები რამდენად აითვისებდნენ. ცოტა შიშიც იყო, მაგრამ პირიქით, გაამართლა. ხალხს ჩვენი რესტორანი უყვარს. რადგან აქამდე რესტორანი მქონდა, მეგონა, გამოცდილება საკმარისი მქონდა, მაგრამ ბევრ ისეთ დეტალს წავაწყდი, რომელსაც არ ველოდი. ამერიკაში ზოგადად „საბუთომანიაა" პრობლემა. მაგალითად, სექტემბერში უნდა გავხსნილიყავით, მაგრამ იანვარში გავიხსენით. ფართი რომ ვიქირავე, ყურადღება არ მიმიქცევია, რომ გაზი დალუქული იყო. არადა ამის გარეშე რესტორანს ვერ გავხსნიდი. მოკლედ, ოთხი თვის განმავლობაში დასტურს ველოდი, რომ გაზის კომპანიას ლუქი აეხსნა. ამის გამო ოთხი თვე ფართის ქირა ტყუილად ვიხადე და ზედმეტი ხარჯები გავწიე",- აღნიშა ბექა ფერაძემ.

 

 

კითხვაზე, დაახლოებით, რა თანხებთან არის დაკავშირებული მანჰეტენზე რესტორნის გახსნა, ფერაძე პასუხობს, რომ მისი გამოცდილებიდან, ამ საქმეს 400-500 ათასი დოლარი სჭირდება.

 

„ლოკაციას გააჩნია. ჩვენ მანჰეტენზე ისტორიულ ქუჩაზე ვართ. ძალიან კარგი ადგილია. ამ ადგილას 400-500 ათასი დოლარი მაინც გინდა, რომ სრულყოფილი რესტორანი გახსნა. სამომავლოდ, დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, გაფართოებას ვაპირებთ, რადგან ამერიკა და კერძოდ, ნიუ-იორკი ქართული სამზარეულოს ასათვისებლად მზად არის", - აღნიშნა რესტორნის მფლობელმა.

 




რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-02 21:30:11
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში შედის და ეს ყველაზე...

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...


მსგავსი სიახლეები

up