„ქართული რძის“  ნიშანს  ყველის მწარმოებელი 14 საწარმო ფლობს

„ქართული რძის“ ნიშანს ყველის მწარმოებელი 14 საწარმო ფლობს

access_time2019-12-19 17:08:31

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის მიერ „ქართული რძის“ ნიშნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



სიტყვით გამოსვლისას, ლევან დავითაშვილმა რძის წარმოების და გადამუშავების სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს მიმართულება მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. „ქართული რძის“ ნიშანი დამატებით სტიმულს მისცემს და დაეხმარება მეწარმეებს მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელებაში.



„სახელმწიფო აქტიურად მუშაობს რძის წარმოების სექტორში არსებული გამოწვევების დაძლევისა და ზოგადად, სექტორის განვითარების მიმართულებით. სამინისტრო თანამშრომლობს როგორც რძის მწარმოებლებთან, ისე გადამმუშავებელი სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ყველისა და რძის პროდუქტების ღირებულებათა სრული ჯაჭვის თანმიმდევრული განვითარება მოხდეს. ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში, ჩვენ შევიმუშავეთ არაერთი რეგულაცია როგორც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და საწარმოებში სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვის, ასევე პროდუქციის სანდოობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის კუთხით. სექტორის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის გარდა, მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორის ჩართულობა და პასუხისმგებლობის ზრდა. „ქართული რძის“ ნიშანი ხელს შეუწყობს ადგილობრივი რძის პროდუქტების სანდოობის ზრდას და ქართული ყველის პოპულარიზაციას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.



„ქართული რძის“ ნიშანი გაიცემა იმ საწარმოებზე, რომლებიც ყველს აწარმოებენ ქართული ტრადიციების შესაბამისად, ადგილობრივი ნედლი რძისგან და არ იყენებენ რძის ფხვნილსა და მცენარეულ ცხიმს. აღნიშნული ნიშნის მისაღებად, საწარმომ უნდა გაიაროს პირველადი, დოკუმენტური შემოწმება, რომლის დროსაც მოწმდება არის თუ არა კომპანია ბიზნესოპერატორად რეგისტრირებული, აქვს თუ არა აღიარება სურსათის ეროვნული სააგენტოსგან და ნერგავს თუ არა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემას (HACCP). მეორე ეტაპზე, საწარმოს შემოწმება მოხდება ადგილზე და დოკუმენტებთან შესაბამისობის შემთხვევაში, გაიცემა „ქართული რძის“ ნიშანი.




პირველი ნიშანი „ქართული რძე“ გაიცა 2019 წლის მარტში. დღეისათვის, საქართველოს მასშტაბით, 14 საწარმოს უკვე აქვს მიღებული აღნიშნული ნიშანი.



„საქართველოს რძის“ ნიშნის მმართველი ორგანოა საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი. აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, MERCY CORPS-ის მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.



ღვინის მაღაზიაში „8000 მოსავალი“ გამართული ღონისძიების ფარგლებში, „ქართული რძის“ ნიშნის მფლობელი კომპანიების პროდუქციისა და ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რძის გადამმუშავებელი და ყველის მწარმოებელი საწარმოების, სავაჭრო ობიექტების, დარგობრივი ასოციაციების, კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლები.








გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...

სილქნეტის ქსელში ჩართულ ახალ აბონენტს ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები უპრეცედენტო ფასად გაუაქტიურდება

სილქნეტის ქსელში ჩართულ ახალ აბონენტს ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები უპრეცედენტო ფასად გაუაქტიურდება
access_time2020-02-17 13:30:48
დღეიდან სილქნეტის ოტიკურ ქსელში ჩართულ აბონენტს, სპეციალურ ფასად ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები გაუაქტიურდება: ტელევიზია:  239 არხი - პაკეტი  პრემიუმ + ინტერნეტი:  100 მბ/წმ სიჩქარე  - პაკეტი  Formula 1 აქციის ფარგლებში, თბილისში პაკეტის ღირებულება შეადგენს თვეში 55 ლარს 6 თვით, ხოლო რეგიონში -თვეში 34 ლარს 1 წლის ვადით.  ...

BAG-ში „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს

BAG-ში „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს
access_time2020-02-17 12:55:19
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) საკანონმდებო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, BAG-ის წევრებთან ერთად, განხილული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი თანმდევი ცვლილებების პაკეტით, რომელიც შემუშავდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. შეხვედრას გაუძღვნენ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე და საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე, ლაშა ნოდია. შეხვედრის ფარგლებში...

უბისა-შორაპანის მშენებელ ჩინურ კომპანიას გაფრთხილება მიეცა

უბისა-შორაპანის მშენებელ ჩინურ კომპანიას გაფრთხილება მიეცა
access_time2020-02-17 13:29:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებელი და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. შეხვედრაზე, სოფელ უბისაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მშენებელი და ზედამხედველი კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია...

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მართვას კომპანია Cepsa განახორციელებს-პროექტის შედეგად,საქართველოში საწვავი შესაძლოა 15-20%-ით გაიაფდეს

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მართვას კომპანია Cepsa განახორციელებს-პროექტის შედეგად,საქართველოში საწვავი შესაძლოა 15-20%-ით გაიაფდეს
access_time2020-02-17 16:00:53
შპს „ფაზის ოილი“ და საკონსულტაციო კომპანია Deloitte & Touche ყულევის მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის განხორციელებას გეგმავენ. საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროცესში მონაწილეობას ამ სფეროს მსოფლიოს არაერთი ლიდერი კომპანია მიიღებს. „ფაზის ოილის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გია...


მსგავსი სიახლეები

up