ქართული ქაშერული ბროკოლი აშშ-ში გაიყიდება

ქართული ქაშერული ბროკოლი აშშ-ში გაიყიდება

access_time2020-06-19 19:30:00

კომპანია "მაგალის" მიერ მოყვანილი ბროკოლი ამერიკის შეერთებული შტატების ქაშერი სუპერმარკეტების ქსელში გაიყიდება. კომპანიის დამფუძნებელი ისრაელის მოქალაქე რაფაელ მაღალაშვილია."მაგალის" მიერ აგარის სათბურში მოყვანილი დაახლოებით 160 ტონა ბროკოლის აშშ-ში ექსპორტი მალე დაიწყება. ესაა ეკოლოგიურად სუფთა, ჯანმრთელი პროდუქტი, რომელზეც მსოფლიოში მოთხოვნილება დღითიდღე იზრდება. აღნიშნული ბოსტნეული აშშ-ში ბაზარზე გაიყიდება, როგორც ქაშერული პროდუქტი, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოდან ქაშერული საქონლის ექსპორტის მოცულობას.


რაფაელ მაღალაშვილი საქართველოში კიდევ ერთი წარმატებული, ხილის გაყინვის კომპანიის "გლენბერის" დამაარსებელია. "გლენბერის" ხილის გაყინვის საწარმო კასპის რაიონის სოფელ ქვენა ტკოცაშია. ის აწარმოებს მაღალი ხარისხის გაყინულ ხილს და კენკროვნებს (ატამი, ქლიავი, ბალი, ალუბალი, მარწყვი, მოცვი, მაყვალი), რომელიც აშშ-ში, ისრაელსა და შვეიცარიაში გადის.


საკუთრივ, "მაგალმა" შიდა ქართლში 11 ჰექტარზე გააშენა მარწყვი, 8 ჰექტარზე კი მოეწყო ბოსტნეულის სათბური. გარდაბნის მუნიციპალიტეტში კი სათბური 30 ჰექტარზე მოეწყობა, სადაც მარწყვსა და ჟოლოს მოიყვანენ.


"მაგალს" 3.5 ჰექტარზე მოყავს აგრეთვე, პომიდორი, რომელიც მხოლოდ იტალიაში იყიდება.



საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თაოსნობით, ბოლო წლებში საქართველოში დაიწყო საერთაშორისოდ აღიარებული ნიშნის მქონე ქართული ქაშერული პროდუქციის წარმოება. ბიზნესპალატის ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, წელს დეკემბრისთვის დაგეგმილ ისრაელის კვირეულში, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ბიზნესფორუმზე გაიმართება რეალური სქემის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოში ქაშერული პროდუქციის წარმოების მოცულობის, ექსპორტისა და ცნობადობის გაზრდას შეეხება. ამჟამად „მაგალი“ ამ მხრივ ერთ-ერთი ლიდერია. ფორუმზე კომპანია წარადგენს საქმიანობისა და გეგმების შესახებ ვრცელ ინფორმაციას.


მანამდე, მიმდინარე წლის სექტემბერში ბიზნესპალატა, ისრაელის კომპანიების მხარდაჭერის ფარგლებში, ორგანიზება გაუკეთებს კომპანია „მაგალის“ შეხვედრას ისრაელის წამყვან ბიზნესჯგუფთან.


დეკემბრისთვის დაგეგმილ ბიზნესფორუმზე მიწვეული იქნებიან სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც.


ghn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up