„ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ ქართველ მეწარმეებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვაჭრობის საშუალებას აძლევს

„ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ ქართველ მეწარმეებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვაჭრობის საშუალებას აძლევს

access_time2018-05-16 19:50:03


„საქართველოს ფოსტის“ ახალი სერვისი „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ ქართველ მცირე
მეწარმეებს და არა მხოლოდ მათ, აძლევს შესაძლებლობას ელექტრონულ მაღაზიაზე განთავსებული
თავიანთი პროდუქტი, გაყიდვის შემთხვევაში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიაწოდონ,“ -
განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა
დიმიტრი ქუმსიშვილმა შპს „საქართველოს ფოსტა“ ახალი მომსახურების ღია ელექტრონული
პლატფორმის „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ პრეზენტაციაზე.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტის“
ახალი პროდუქტი წარმოადგენს ელექტრონულ პლატფორმას, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ
დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება აწარმოოს ელ. კომერცია როგორც ქვეყნის შიგნით,
ასევე გაიტანონ საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე და მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს
„საქართველოს ფოსტა“.


ელექტრონული პლატფორმის ინტეგრირებით ონლაინ მაღაზიის გვერდზე გაიხსნება
ტრანსპორტირების ღია მოდული, რომელიც მომხმარებელს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას
გზავნილის ტრანსპორტირების ღირებულების, მიღების ვადების და გზავნილის ადგილმდებარეობის
შესახებ, ასევე შეძლებს მომხმარებელი ისარგებლოს გზავნილის დაზღვევის სერვისით.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს არის სერვისი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს
მცირე მეწარმეებს, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და შესაბამისად მიაწოდონ თავისი
პროდუქცია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.



„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას. ჩვენი
სერვისი ხელს შეუწყობს ქართული წარმოების განვითარებას და გაფართოებას, მნიშვნელოვნად
გაზრდის ქვეყანაში ელექტრონული კომერციის პროდუქტიულ, სწრაფ და სწორ განვითარებას.
ასევე დადებით გავლენას იქონიებს ტექნოლოგიური მიმართულებით საქართველოს რეგიონების
განვითარებაზე,”- განაცხადა პროდუქტის პრეზენტაციაზე „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა
დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.


„საქართველოს ფოსტის“ ახალი მომსახურებით უკვე დაინტერესებულია რამდენიმე ქართული
კომპანია. ეს მომსახურება ინტეგრირებული იქნება პლატფორმა B2ჩ-ზეც, რომელიც ონლაინ
მაღაზიის სწრაფად შექმნის და ინტერნეტ-სივრცეში პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობას
იძლევა.



პირველად ისტორიაში, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს

პირველად ისტორიაში, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს
person access_time2018-05-23 14:50:45
  226-წლიანი ისტორიაში პირველად, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.     კაპიტალიზაციის მოცულობით მსოფლიოში უმსხვილეს ბირჟას სტეისი კანინგემი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ მომენტისთვის ოპერაციული დირექტორის პოსტს იკავებს.     კანინგემი ახალ პოზიციას 25 მაისს დაიკავებს.  

ბათუმში კაზინო ეკლიპსი იხსნება - კომერსანტის ექსკლუზივი

ბათუმში  კაზინო  ეკლიპსი იხსნება - კომერსანტის ექსკლუზივი
person access_time2018-05-23 11:52:13
  კომერსანტისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით გახდა ცნობილი, რომ ბათუმში  ცნობილი ლაქშერი ტიპის სამორინე  — Eclipse შემოდის. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ბათუმისა და თბილისის ქუჩებში საინტერესო ბანერები გაჩნდა წარწერით: ეკლიპსი გვიახლოვდება. როგორც — ეკლიფსი-ის წარმომადგენლობამ განგვიცხადა, ახალი...

Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბოიკოტი გამოუცხადონ

Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბოიკოტი გამოუცხადონ
person access_time2018-05-23 10:47:35
  Human Rights Watch-ის აღმასრულებელი დირექტორის კენეტ როტის განცხადებით, რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით  სურს პატივისცემის მოპოვება და თავის მხარეს სურს მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის გადაბირება.    ამიტომ უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch მსოფლიო...

საქართველო საქმიანი თუ საერთაშორისო შეხვედრების ეპიცენტრი ხდება

საქართველო  საქმიანი თუ საერთაშორისო შეხვედრების ეპიცენტრი ხდება
person access_time2018-05-23 11:00:00
   საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია – ICCA-ს რეიტინგში, საქმიანი ტურიზმის სფეროში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ხელმძღვანელმა  თორნიკე ზირაქიშვილმა რადიო „კომერსანტს “უთხრა, გამარტივებული სავიზო რეჟიმი, კარგი ინფრასტრუქტურა...

აზბესტი საშიშია - რეკომენდაცია - ავტობუსის დამუხრუჭებისას არ ჩაისუნთქოთ ჰაერი

აზბესტი საშიშია - რეკომენდაცია - ავტობუსის დამუხრუჭებისას არ ჩაისუნთქოთ ჰაერი
person access_time2018-05-23 09:00:00
   აზბესტი – ნივთიერება, რომელიც მსოფლიოს 53-მა ქვეყანამ და მათ შორის საქართველომაც აკრძალა, ქვეყანაში მაინც შემოდის. როგორ და საიდან ხვდება ეს მინერალი ჩვენს ქვეყანაში და რა გავლენა აქვს აზბესტს ადამიანების ჯანმრთელობაზე - ამ თემებზე ისაუბრეს რადიო კომერსანტის  და ინოვაციების და განვითარების ფონდის ერთობლივ გადაცემაში „მწვანე გადაცემა“, წამყვანმა თამთა შამათავამ, „ახალი საქართველოს“ წევრმა გიორგი კუპატაძემ, ნავთობპროდუქტების...


მსგავსი სიახლეები

up