ქართული პოსტერების ბიზნეს იდეა, რომლისაც არავის სჯეროდა – „ჯეოპოსტერი“

ქართული პოსტერების ბიზნეს იდეა, რომლისაც არავის სჯეროდა – „ჯეოპოსტერი“

access_time2020-02-15 12:00:53

“პოსტერებს ბავშვობიდან ვაგროვებდი უფრო იმ ბენდებისას რომლებსაც მაშინ ვუსმენდი საქართველოში პოსტერი იშვიათობა იყო და ჩემს მეგობარს ჩამოქონდა ხოლმე ყოველთვის. პოსტერებს ვცვლიდი კალმებში, ბლოკნოტებში… შემდეგ უკვე მოგზაურობისას, ტურისტული პოსტერები განსაკუთრებული ინტერესი გახდა ჩემთვის”, – ასე დაიწყო ლიკა ჭალაგანიძის ურთიერთობა ფერად, ნახატებიან ბარათებთან. უკვე მოგვიანებით, მეუღლესთან, ისტორიკოს ბუბა კუდავასთან ერთად, მოგზაურობისას და სუვენირების შერჩევისას გაუჩნდა სურვილი, შეექმნა რაღაც ისეთი, რაც საქართველოში ჩამოსულ ტურისტს გაუხალისებდა განყობას, დააახლოვებდა საქართველოსთან და თან გაიყოლებდა. თანაც, სურდათ, ახალი ჩანაფიქრი უკვე არსებულ სამუშაოსთან, საგამომცემლო საქმესთან ყოფილიყო დაკავშირებული.

“თუმცა მთავარი შთაგონების წყარო პრაღაში აღმოჩენილი კაფკას პოსტერი გახდა. ვფიქრობდი, რომ საქართველოსაც შეიძლებოდა ჰქონოდა გამორჩეული დიზაინის ტურისტული პოსტერები. მითუმეტეს როდესაც ეს ქვეყანა ამ მხრივ უამრავ საინტერესოს გვთავაზობს. ამიტომ ავარჩიეთ მიმართულება რომელიც სრულიად ახალი იქნებოდა ქართული ბაზრისთვის და ახალი გამოწვევებით იქნებოდა სავსე,” – ასე დაიბადა “ჯეოპოსტერი” – სტარტაპი, რომელიც ქმნის პოსტერებსა და ამავე დიზაინის სხვა სუვენირებს: ღია ბარათებს, ბლოკნოტებს, სტიკერებს, ჩანთებს… ფერადი ილუსტრაციები ქართველი ხელოვანების მიერაა შექმნილი. ყოველი მათგანი საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე გვიამბობს, აქაურ კუთხეებზე, ისტორიულ ძეგლებზე, ტურისტულ ადგილებზე, ან, სულაც, ლიკასა და ბუბას ტყუპ შვილებზე – 3 წლის თუთასა და მარიამზე, იმ მოგონებებსა თუ მეხსიერებაში დალექილ კადრებზე, რაც ილუსტრაციის ავტორმა ძვირფასად მიიჩნია.

  •  რა საჭიროება დაინახეთ ბაზარზე, რის გამოც ამ სტარტაპის დაარსება გადაწყვიტეთ?

ჩვენი დაკვრივებით, საქართველში სუვენირების მიმართულება, ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ განვითარდა, თუმცა ტურისტული პოსტერების ნიშა მაინც თავისუფალი რჩებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ , რომ შეგვექმნა ბრენდი, რომელიც შექმნიდა ქართული წარმოების გემოვნებიან და ხარისხიან პოსტერებს და ამასთანავე ხელს შეუწყობდა საქართველოს კულტურის და ქვეყნის პოპულარიზაციას როგორც ერთ-ერთ საინტერესო ტურისტულ ლოკაციას.

  •  როგორ დაიწყეთ – რა რესურსი იყო თავდაპირველად საჭირო და როგორ მოიძიეთ?

პირველი პოსტერი საცდელად გავაკეთეთ, თბილისის პოსტერზე დიზაინერთან ნათია ზედელაშვილთან ერთად ვიმუშავეთ.
ეს დიზაინი, დღემდე ჩვენი ერთ-ერთი ბესტსელერი პოსტერია.

  •  როგორ იზიდავთ მოხმარებლებს, რა საკომუნიკაციო არხებს იყენებთ საამისოდ?

კომუნიკაციისთვის ვიყენებთ სოციალურ მედიას. განსაკუთრებით ხელი შეგვიწყო სთოლის მარკეტებმა (Stall). ასევე, ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ფესტივალებში და გამოფენებში.

  •  სად შეიძლება ჯეოპოსტერის შეძენა?

“ჯეოპოსტერის” პროდუქციის შეძენა შეიძლება ჩვენი ფეისბუქ გვერდიდან, სთოლის მარკეტებზე, წიგნის მაღაზიებში: შაქრო ბაბუა, ბიბლუსი, სტამბის წიგნები. სხვადასხვა სუვენირების მაღაზიებში, ასევე რეგიონებში: მესტიის მუზუმში, სიღნაღის მუზეუმსა და ბათუმში.

  •  როგორ შემოიკრიბეთ ეს არტისტები და როგორია ერთობლივი მუშაობის პროცესი?

ვმუშაობთ კონკრეტულ კონცეფციაზე, ვარჩევთ კონკრეტულ ადგილებს თუ თემატიკას რისი დამუშავებაც გვინდა. ვარჩევთ ფოტომასალას ან ვიღებთ ფოტოებს. კონკრეტულ თემატიკაზე მუშაობისას მეც ბევრჯერ თავიდან აღმომიჩენია საქართველო.

შემდეგ უკვე ვუკავშირდებით სხვდასახვა ილუსტრატორებს. იმისათვის, რომ ჩვენი პრდუქცია საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ილუსტრატორებთან. ვთანამშრომლობთ როგორც, საქართველოში ცნობილ არტისტებთან, ასევე დამწყებ დიზაინერებთანაც.




დიზაინები ძალიან სიფრთხილით და დიდი ყურადღებით იქმნება. სამუშაო პროცესი მუდმივად ცვალებადია. რაც თავიდან არის ჩადებული, ხშირად სულ სხვა სახით სრულდება. გვქონია შემთხვევა, როდესაც ერთ პოსტერზე თვეზე მეტი გვიმუშავია, თუმცა არის ისეთებიც, რომლებიც ერთ დღეში დაგვისრულებია.

ბუბა ისტორიკოსია და მუდმივად ჩართულია შექმნის პროცესში, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქართული მახასიათებლები სწორი სახით შევინარჩუნოთ. ვფიქრობ, “ჯეოპოსტერი” სხვა თვალით გვანახებს ჩვენს ქვეყანას, იმას სადაც ვცხოვრობთ, რასაც კარგად ვიცნობთ, რაც გვიყვარს, რასაც ვეღარ ვამჩნევთ, რაც მიგვავიწყდა და იმასაც რაც არ მოგვწონს.


-  როგორ არჩევთ პოსტერის თემატიკას?

არქიტექტურა, ისტორიული ძეგლები, ურბანული ადგილები, ტურისტული ადგილები – ის, რაც ქართულია, რაც პოპულარულია, ან ადგილი, რომელიც არ არის პოპულარული და გვინდა, რომ მომხმარებელს გავაცნოთ. “ჯეოპოსტერში” გვაქვს საბავშვო ანბანის პოსტერი, რომელიც სპეციალურად ჩვენი ტყუპებისთვის დავამზადეთ. ასევე, კახეთის პოსტერი სადაც, ჩვენი სოფლის სახლია დახატული. კიდევ, არქიტექტურული ძეგლები, რომლებთანაც კონკრეტულ არტისტს თავისი სენტიმეტები აქვს, მანქანა, რომელიც ჩვენი დიზაინერის ბაბუას ეკუთვნოდა. ყველაფერი ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის პოსტერებს და სხვა დატვირთვას აძლევს.

  •  რა მიგაჩნიათ, ამჟამად, “ჯეოპოსტერის” ყველაზე დიდ წარმატებად?

საქართველოში დღეს უკვე შეიძლება საქართველოს ტურისტული პოსტერების შეძენა, რაც რამოდენიმე წლის წინ არც არსებობდა. ვქმნით გემოვნებიან და თანამედროვე სუვენირს, რომელიც საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს ქვეყანას.

ქართველ მომხმარებელში გავაჩინეთ საკუთარი ქვეყნის მიმართ სიამაყის შეგრძნება, რადგან საქართველოში იქმნება ხარისხიანი, საინტერესო სუვენირები.

  •  სამომავლოდ…

ვაპირებთ, შევქმნათ ახალი ადგილიების პოსტერები და დავამატოთ სხვა სახის პროდუქცია.

 

MARKETER





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up