„მოსახლეობის კეთილდღეობიდან კორუფციასთან ბრძოლამდე“ - როგორ იცვლებოდა  “ქართული ოცნების“  შეუსრულებელი სამთავრობო პროგრამების პრიორიტეტები

„მოსახლეობის კეთილდღეობიდან კორუფციასთან ბრძოლამდე“ - როგორ იცვლებოდა “ქართული ოცნების“ შეუსრულებელი სამთავრობო პროგრამების პრიორიტეტები

access_time2019-09-09 10:00:19

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა ხუთი პრემიერი და ხუთი სამთავრობო პროგრამა დაამტკიცა. როგორ შეიცვალა სამთავრობო პრიორიტეტები — ”ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის” „სამთავრობო პროგრამა 2019 - 2020“-მდე, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კორუფციასთან ბრძოლა გახდა. რას წერდნენ პერიერობის კანდიდატები სამთავრობო პროგრამებში, რას აცხადებდნენ და რეალურად რა გაკეთდა  პოლიტ-ეკონომიკური მეხსიერება “კომერსანტზე“



2012.25. ოქტომბერი


მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრებმა 88 ხმით 54-ის წინააღმდეგ ნდობა გამოუცხადეს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. სამთავრობო პროგრამა   ”ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის.”


მთავრობის შემადგენლობა: პრემიერ-მინისტრი - ბიძინა ივანიშვილი; თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია; შინაგან საქმეთა მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი; იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში - ალექსი პეტრიაშვილი; რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულაძე; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - გიორგი მარგველაშვილი; გარემოს დაცვის მინისტრი - ხათუნა გოგალაძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი; ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი - კახა კალაძე; კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი - გურამ ოდიშარია; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - დავით დარახველიძე; საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე; სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით კირვალიძე; ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგენკო; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი - სოზარ სუბარი; რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით ნარმანია; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი; დასაქმების სახელმწიფო მინისტრი - კახა საკანდელიძე.


პარლამენტის ტრიბუნიდან ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად ოცი წუთი მოანდომა იმის ჩამოთვლას, თუ რის გაკეთებას აპირებს მთავრობის ახალ შემადგენლობასთან ერთად:


„ყველა დანაპირებს შევასრულებთ და დავუმტკიცებთ ჩვენს ხალხს, რომ ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება ვართ. ჩვენ ვიზრუნებთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ჩადგეს განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნების რიგში. ჩვენ დავამკვიდრებთ კანონის უზენაესობას და აღვადგენთ სამართლიანობას. არც ერთი დანაშაული, თუ ის მტკიცებულებებით იქნება გამყარებული, არ დარჩება დაუსჯელი“.


ივანიშვილმა ასევე ილაპარაკა საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და სტრუქტურული მოდერნიზების შესახებ. მისი თქმით, აუცილებელია ექსპორტის სტიმულირება და იმპორტის ჩანაცვლება, ისევე როგორც სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული საბაზრო გარემოს შექმნა. სოფლის მეურნეობის სუბსიდირება და სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდა. ივანიშვილის თქმით, უახლოეს მომავალში მოხდება დენისა და გაზის ტარიფების გადაანგარიშება და შემცირება. პენსია გაუტოლდება საარსებო მინიმუმს, თუმცა სამომავლოდ განხორციელდება ცვლილება და დამკვიდრდება პენსიის დაგროვებითი სისტემა.


რაც შეეხება საგარეო პოლიტიკასა და კონფლიქტების მოგვარების გზებს:

„ჩვენი მთავრობა უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს რეგიონალური პოზიციების გამყარებას. გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით. დაიწყება და შეუქცევადი გახდება ქვეყნის გამთლიანების პროცესი. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია. ამასთან ერთად, ჩვენ მოვძებნით გზებს აფხაზებსა და ოსებთან სალაპარაკოდ. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მივაღწევთ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით“.


ბიძინა ივანიშვილმა ასევე ილაპარაკა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპოლიტიზებისა და კონსტიტუციაში ისეთი ცვლილების შეტანის აუცილებლობაზე, რომელიც სამომავლოდ ერთპიროვნული მმართველობის შესაძლებლობას გამორიცხავს.



2013 20 ნოემბერი



საქართველოს პარლამენტმა 93 ხმით 19-ის წინააღმდეგ დაამტკიცა მთავრობის ახალი შემადგენლობა. პრემიერ-მინისტრის პოსტი ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა, შინაგან საქმეთა მინისტრი კი ალექსანდრე ჭიკაიძე გახდა. დანარჩენი მინისტრები პოსტებზე უცვლელად რჩებიან. ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამა წარმოადგინა 30-წუთიან სიტყვაში სახელწოდებით „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“.


პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ შარშან ბიძინა ივანიშვილმა შემოიკრიბა პატიოსნებით, პასუხისმგებლობის გრძნობით და პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანები. ”ამ ერთი წლის განმავლობაში მთავრობა იქცა ქმედით გუნდად, რომელმაც კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, მინისტრებმა კი თავდადებით იმუშავეს 24 საათიანი რეჟიმით და დღემდე მთავრობა მოვიდა მნიშვნელოვანი შეცდომების გარეშე”. მისივე თქმით, საქართველოს დღევანდელი მთავრობა ევროპული გუნდია, მინისტრებმა დაამტკიცეს, რომ მზად არიან ემსახურონ ხალხს და ქვეყანას და სწორედ ამიტომ მთავრობის შემადგენლობას უცვლელად წარადგენს.


”იმედი მაქვს, რომ მუშაობას კვლავ ერთ გუნდად გავაგრძელებთ და ქვეყნის საკეთილდღეოდ ძალისხმევას არ დავიშურებთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი მიღწევა არის ის, რომ ქვეყანაში თავისუფლება დაბრუნდა, ადამიანებმა თავი იგრძნეს თავისუფლად. თუნდაც ის, რომ ნებისმიერ მოქალაქეს აქვს საკუთარი აზრი და მისი თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა, უკვე დიდი მონაპოვარია.



2015 წლის 30 დეკემბერი



პარლამენტმა დაამტკიცა გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და გამოუცხადა ნდობა მის მიერ წარდგენილ კაბინეტს, რომლის ერთადერთი ახალი წევრი არის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.



საპარლამენტო მოსმენების დროს კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული ძალისხმევა და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების საბოლოო მიზანი მთავრობის ძირითადი პრიორიტეტები იქნება.

„ჩვენ დავამკვიდრებთ საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც ამავე დროს არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის.


მან ასევე განაცხადა, რომ ეკონომიკის განვითარება, სამეწარმეო სულისკვეთების წახალისება და ბიზნესების წინაშე მდგარი ბიუროკრატიული დაბრკოლებების აღმოფხვრა იქნება მთავრობის ძირითადი საშინაო პრიორიტეტები.  კვირიკაშვილმა დაადასტურა, რომ მთავრობა მზად არის სტრატეგიულ ინიციატივებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან „კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.


რაც შეეხება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს, მან განაცხადა: „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ნაბიჯები შერიგების პოლიტიკის მიმართულებით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს განწყობას, რომ ყველა ის სიკეთე, რომელიც ქვეყანაში იქნება შექმნილი და ყველა ის წარმატება, რომელიც იქნება მიღწეული, ხელმისაწვდომი იქნება უპირველეს ყოვლისა, ჩვენი აფხაზი და ოსი მოძმეებისათვის.



კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა მთავრობას, მოქალაქეთა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მტკიცე კომუნიკაციის კულტურის დანერგვის მნიშვნელობა.


„2012 წელს საქართველოს მოსახლეობამ დაიქირავა ჩვენი მთავრობა იმისათვის, რომ ვემსახუროთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს. მთავარი, რაც ჩვენ დავამკვიდრეთ, ისაა, რომ მთავრობა დღეს უსმენს თავის თანამოქალაქეებს., - განაცხადა კვირიკაშვილმა.


2018 წლის 20 ივნისი


საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდა მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერის თანამდებობაზე, მისი გუნდი და სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ . 



ბახტაძის  განცხადებით, სამთავრობო პროგრამა მმართველი პოლიტიკური ძალის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გაცხადებულ ღირებულებებს ეფუძნება და უმთავრესი ღირებულება იყო, არის და იქნება ადამიანი და მისი ღირსეული ცხოვრება.


„ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორინტირებულები რეფორმებზე, მაგრამ ამავე დროს რეფორმები უნდა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს - ადამიანს, მისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას. ყველას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მათ შეუძლიათ საკუთარ სამშობლოში მოახდინონ თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია, უნდა იყვენენ დაცულები და ჰქონდეთ თავისუფლების უმაღლესი ხარისხი“, - აღნიშნა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა.


მამუკა ბახტაძის განცხადებით, მმართველი გუნდის ხედვა ეფუძნება რამდენიმე პრინციპს:


• ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი - საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური სივრცეში ინტეგრაცია უნდა გახდეს შეუქცევადი, რაც გულისხმობს არა მარტო ფიზიკურ, არამედ ღირებულებით კავშირებს დასავლეთთან;


• ძირეული და ინოვაციური რეფორმების გატარების შედეგად, ეკონომიკის ისეთი მოდელის და თამაშის ისეთი წესების დამკვიდრება, რომლებიც იქნება სამართლიანი და აისახება თითოეულ ოჯახსა და მოქალაქეზე;


• მცირე მთავრობის კონცეფცია - მცირე, მაგრამ ეფექტიანი, ოპერატიული და მოქნილი ბიუროკრატია. ეს იქნება სამთავრობო ინსიტიტუტები, რომლებიც იმოქმედებენ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით და რომელზეც განხორციელდება საზოგადობრივი და ინსტიტუციური კონტროლი;


• განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაცია - მთავრობა განახორციელებს ფუნდამენტურ რეფორმებს განათლების სექტორში და ამ სექტორში მასშტაბური ინვესტიციები მიიმართება;


• ადამიანი და მასზე ზრუნვა - ყველა ძალისხმევა ორიენიტირებული იქნება თითოეულ მოქალაქეზე, მისი თავისუფლების და ღირსების დაცვაზე.



მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრისას, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ინკლუზიური ეკონომიკის ზრდა ამ პოლიტიკის პრიორიტეტია.
მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წამყვანი როლი უჭირავს კერძო სექტორს და მისი წილი კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს.


„ამ კუთხით პრიორიტეტული ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებაა, რისთვისაც განხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა“, - განაცხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა.



მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, დაწესდება დამატებით შეღავათები, რაც მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ფაქტორი იქნება ქართული პროდუქციის წარმოებისთვის.


„ჩვენი შემოთავაზება იქნება, რომ გავათავისუფლოთ წარმოება დღგ-ს გადასახადიდან და ამით შევუქმნათ მათ თანაბარი პირობები, რომ გასწიონ კონკურენცია და მოიზიდონ დამატებით ინვესტიციები, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და რაც მთავარია, კონკურენციაში შევიდნენ იმპორტირებულ საქონელთან“, - განაცხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა.




8 სექტემბერი 2019 წელი


პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით და „სამთავრობო პროგრამას 2019 - 2020“ მხარი 98 ხმით დაუჭირა.


ბახტაძის მთავრობიდან ცვლილებები განხორციელდა მხოლოდ ძალოვან ბლოკში.


პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია;

თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი;

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;


„ჩვენ ძირითადად ორიენტირებული ვიქნებით საქმეზე, შედეგებზე და ეფექტურობაზე. ეს იქნება ჩვენი ძირითადი პრინციპები და ხალხის ხმა იქნება ჩვენი ძირითადი მაკოორდინირებელი ძალა. მიზნის მისაღწევად, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, მთავრობამ, პარლამენტმა, ხელისუფლებამ მთლიანად და მათ შორის, ოპოზიციამ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


გახარიამ სამთავრობო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები დაასახელა:


ეფექტურობა გონივრულ ვადებში და კეთილსინდისიერება იქნება მთავრობის მუშაობის ძირითადი პრინციპი.


ერთ-ერთ მთავარ გამოწვევა იქნება კორუფციასთან ბრძოლა.



სიმართლის მნიშვნელობა. სიცრუით და მოდელირებული რეალობით მოქალაქეებზე ზემოქმედება არ უნდა ხდებოდეს.



„სამართლიანობა, რომელსაც ჩვენ სიმართლის სახით მივიტანთ თითოეულ მოქალაქემდე არის ის ძირითადი კომპონენტი, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას ვიყოთ უფრო მომთხოვნები, როგორც ჩვენი ოპონენტების, ისე ჩვენი თანაგუნდელების მიმართ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.



უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად, გიორგი გახარიას განცხადებით რჩება ქვეყნის ოკუპაცია. „როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, აქვე უნდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკონომიკის, ქვეყნის განვითარების, ქვეყნის ადამიანური კაპიტალის 20 პროცენტია ოკუპირებული და ამაშია სწორედ ჩვენი უსაფრთხოების ყველაზე დიდი გამოწვევა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



ევროპული და ევროატლანტიკური კურსი რჩება ქვეყნის ძირითად პრიორიტეტად და ამ მიმართულებით არსებობს მნიშვნელოვანი პროგრესი და ხელშესახები შედეგები.



საზოგადოების რადიკალიზაციის მაღალი დონე ქვეყნის შიდა უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
გახარიამ ეკონომიკური მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას დასაქმების პრობლემის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის მთავრობისეულ ხედვებზე ისაუბრა.



ასევე გაამახვილა ყურადღება თავისუფალი და ეფექტური ბიზნესის არსებობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას თანაბარი და მისაღები პირობები ბიზნესის განვითარებისთვის, რათა ბიზნესმა, რომელიც გაძლიერდება და შექმნის სამუშაო ადგილებს, აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა დასაქმებულების წინაშე.



„სახელმწიფოს როლია და ძირითადი ფუნქცია, რომ ყველას შეუქმნას თანაბარი პირობა, იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის წინსვლაში. ჩვენი ხელისუფლების როლია, რომ შევქმნათ ყველა პირობა თითოეული სოციალური ჯგუფისთვის, რომ ერთად შევძლოთ პასუხისმგებლობის ტარება ჩვენი ხვალინდელი დღის, ჩვენი ბავშვების წინაშე, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს იყოს უკეთესი, ვიდრე გუშინ და ხვალ უკეთესი ვიდრე არის დღეს“, - განაცხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ.


სალომე ლემონჯავა





მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით

მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
access_time2019-11-05 17:00:50
თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოსაწყობად დედაქალაქის მთავრობა მასშტაბური ღონისძიებების განხორციელებას ტრანსპორტის გენერალური გეგმის მიხედვით გაზაფხულიდან დაიწყებს. მერიას გენერალური გეგმისთვის კვლევა უკვე დაკვეთილი...

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...


მსგავსი სიახლეები

up