„ქართული ოცნების“ ხმაურიანი დაპირებები - „შტადლერის“ ქარხნიდან  ელექტრომობილების მწარმოებელ ქარხნამდე

„ქართული ოცნების“ ხმაურიანი დაპირებები - „შტადლერის“ ქარხნიდან ელექტრომობილების მწარმოებელ ქარხნამდე

access_time2019-04-19 19:00:31


მორიგი ხმაურიანი ანონსი საქათველოს მთავრობის მხრიდან - ჩინელები ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელ ქარხანას ააშენებენ...



ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ - ომახიანად, ბრწყინვალე პრეზენტაციის დროს, კაშკაშა ილუმინაციის ფონზე. ისე დარწმუნებით და ისეთი აღტაცებით, თითქის ქარხანა უკვე აშენდა და რამდენიმე წუთში გადაიჭრება საპატიო ლენტი.



სინამდვილეში, ელექტრომობილების ამწყობი საწარმო დღევანდელ ეტაპზე ქაღალდზეც კი არ არსებობს  - ჯერ არაა ხელმოწერილი არათუ კონკრეტული შეთანხება მშენებლობის დაწყების თაობაზე, არამედ ჩვეულებრივი მემორანდუმიც კი, რომელიც არავის არაფერს არ ავალებს და წარმოადგენს მხოლოდ კეთილი სურვილების კრებულს.



თუმცა, ეს არაა პირველი ამგვარი შემთხვევა - „ქართული ოცნება“ გამოირჩევა გულუხვი დაპირებებით, რომლებიც შემდეგ  ჰაერში რჩება. ამ შემთხვევაში არაა საუბარი ტიპურ საარჩევნო რიტორიკაზე - 250 ლარის პენსიაზე და უფასო ფულზე გლეხებისთვის - ხელისუფლებამ არაერთხელ დააანონსა გრანდიოზული პროექტები, რომლებიც იმდენად არარეალურია, რომ წლების შემდეგ, წინასაარჩევნო ბატალიების დროსაც კი არავის გახსენებია.



საკმარისია გავიხსენოთ სულ რამდენიმე ასეთი მაგალითი.



2 წლის წინ, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, როგორც ყოველთვის აღტაცებული სახით, ახარა უმუშევრობით და უიმედობით დატანჯულ მოსახლეობას  - საქართველოში გაიხსნება შვეიცარიულ კონცერნ „შტადლერის“ -ქარხანა, სადაც ვაგონები აეწყობოდა.



აღტაცების მიზეზი გასაგებია. რა თქმა უნდა, ერთი ცალკე აღებული საწარმო, თუნდაც „შტადლერის“, ვერ შეცვლის ზოგად სიტუაციას ქვეყენაში, თუმცა, ამ ტიპის ობიექტების არსებობას  უდიდესი მნიშვნელობა აქვს.



ქვეყანა, რომელსაც გააჩნია უმაღლესი კლასის შვეიცარიული მატარებლები, თუნდაც აწყობის უნარი - გადადის სულ სხვა რანგში - ღვინოს და ლიმონათის მწარმოებლიდან, ის გადაინაცვლებს ინდუსტრიული ქვეყნების კატეგორიაში.



გარდა იმისა, რომ ეს თავისთავად დიდი პატივია, ეს ასევე არის სიგნალი სხვა სერიოზული ინვესტორებისთვის - ეს ნიშნავს, რომე ქვეყანას გააჩნია საორგანიზაციო და ტექნიკური პოტენციალი გაცილებით უფრო რთული და შრომატევადი სამუშაოს შესასრულებლად, ვიდრე არის საკარმიდამო მონაკვეთზე სამი ყუთი ვაშლის კრეფა.




„ოცნების“ მომხრეთა რიგებში ატყდა სიხარული ჟრიამული - „უამაყესი ვარ!!! „შტადლერი“ აშენებს ქარხანას საქართველოში!“ - დაწერა ფეისბუკში სახელისუფლებო გუნდის საშუალო რგოლის ერთ-ერთმა კაშკაშა ვარსკვლავმა.



თუმცა, სიამაყე და აპლოდისმენტები ნაადრევი აღმოჩნდა - როგორც ჩანს, „შტდალერს“ არც უფიქრია საქართველოში რამის აშენება... ეს პროექტი ნელა-ნელა ჩაბარდა წარსულს.



მანამდე და მას შემდეგ იყო არაერთი ასეთი ზღვარს გადასული ოპტიმიზმით სავსე ანონსები, რომლებიც სრულიად მოწყვეტილი იყო ყოველგვარ რეალობას.



რა და რა არ იყო - იყო ელექტრო ავტობუსების ქარხანა, იყო კიდევ ელექტრომობილების წარმოების რამდენიმე პროექტი, იყო მზის პანელების წარმოების პროექტი, მიკროჩიპები, მიწისზედა მეტრო გლდანიდან აეროპორტამდე, რკინიგზა ქუთაისის აეროპორტამდე და კიდევ რამდენიმე შედარებით წვრილი, მაგრამ ასევე არარეალური დაპირება.



თანაც მნიშვნელოვანი და დამახასიათებელი ისაა, რომ აღტაცებები და „უამაყესი ვარ“ უსწრებდნენ რეალურ საქმეს - ჯერ არაფერი არ არის არათუ დაწყებული, არამედ შეთანხმებულიც კი, მაგრამ ქვეყანა უკვე ზეიმობს...



ყველა მოლოდინს და ყოველგვარ გონიერ ზღვარს გადააჭარბა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის დაწყების პრეზენტაციის დროს განაცხადა, რომ ამ სასწავლებელში აშენდება ადრონული კოლაიდერი...



შეგახსენებთ, კოლაიდერი არის ურთულესი მოწყობილობა, რომელიც შედგება რამდენიმე კილომეტრიანი ვაკუუმური მილისგან და გიგანტური დეტერქტოებისგან, რომლებიც სწავლობენ ელემენტარული ნაწილაკების ხელოვნური შეჯახებების შედეგებს. გარდა იმისა, რომ კოლაიდერის აშენება ღირს მილიარდები, მას სჭირდება უმაღლესი დონის სპეციალისტების მომსახურეობა.



საკმარისია იმის თქმაც, რომ დღეს მსოფლიოში სულ 5 კოლაიდერია - შტატებში, რუსეთში, ჩინეთში, იტალიაში და შვეიცარიაში.



წარმოდგენაც კი აბსურდია, რომ საქართველოში შეიძლება მოიძებნოს იმ დონის ფიზიკოსები, რომლებიც საერთოდ გაიგებენ როგორ უნდა აშენდეს ნაწილაკების დამაჩქარებელი (იგივე კოლაიდერი), და რა უნდა გაკეთდეს ამის შემდეგ.



მეტიც, თავად ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეაც სრულიად უტოპიურია - არც საქართველოში და მით უმეტეს, არც ქუთაისში, არ არსებობს იმ დონის კადრები, რომლებსაც შეუძლიათ იმაზე მაღალი განათლების მიცემა, ვიდრე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტს.



ამ უტოპიის უმაღლესი, აბსურდის მწვერვალი იყო კვირიკაშვილის დაპირება კოლაიდერის თაობაზე. ეპატიება ერთადერთ შემთხვევაში - თუ მან უბრალოდ არ იცოდა რა არის კოლაიდერი... არც ესაა გამორიცხული.



ქართული რეალობა უსაზღვროდ შორსაა ამ ზეოპტიმისტური იდეებისგან და დღეს ქვეყანას აქვს ნუოლიდან დასაწყები ინდუსტრიალიზაცია და მოსახლეობაში ტექნიკური უნარების დანერგვა.  „შტადლერი“ და  ელექტრომობილები სადღეისოდ საერთოდ სხვა სამყაროა - საქართველოს ჯერ გადასალახი აქვს სულ სხვა დონის პრობლემები - ჯერ უნდა დაიწყოს ელემენტარული პროდუქციის წარმოება, მაგალითად მარტივი პლასტმასის „ტაშტების“.



დღეს საქართველო ვერ აწარმოებს უმარტივეს რამეს და თუ აწარმოებს - ისიც სანახევროდ იმპორტია  - როგორც რძის ნაწარმი, რომელშიც მთელი ნედლეული და შეფუთვა უცხოურია, შოკოლადი, რომელიც იწარმოება ბელგიური მასალიდან და ა.შ.



საქართველოს დასაწყები აქვს  უმარტივესი სამომხმარებლო საგნების წარმოება, რაც ნელა-ნელა, წლების მანძილზე ჩამოაყალიბებს ქვეყენაში ტექნიკურ - ინდუსტრიულ აზროვნებას და შესაბამის შრომის კულტურას. აი უკვე ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება საუბარი ქვეყანაში სერიოზული წარმოების გახსნაზე.



ყველაფერს აქვს თავისი დრო და ეტაპები  - მათ შორის, ინდუსტრიალიზაციასაც.



თენგიზ აბლოთია 





„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up