„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ასეთი ცუდი არჩევნები ჩვენ არ გვქონია“ - ეკა გიგაური

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ასეთი ცუდი არჩევნები ჩვენ არ გვქონია“ - ეკა გიგაური

access_time2020-11-07 11:00:19

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მასში გამოვლენილ დარღვევებისა და სისტემურ გაუმართავობაზე და ქართული დემოკრატიის მდგომარეობაზე საერთორისო გამჭვირვალეობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერანტის დილაში“ ისაუბრა.


მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 2020 წლის არჩევნები იყო ყველაზე ცუდი, რაც ქვეყნის რეპუტაციაზე უარყოფითად ისახება.


„დემოკრატიის ხარისხის თვალსაზრისით, რომ შევხედოთ ამ არჩევნებს, ვერ ვიტყვი რომ წინ მივიწევთ, რადგან ჩვენი შეფასებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ასეთი ცუდი არჩვენები ჩვენ არ გვქონია. როცა ხარისხობრივად არ არის კარგი მდგომარეობა, როცა ინსტიტუტები ვერ მუშაობს, სასამართლო ვერ მუშაობს და ქვეყანა ვერ ვითარდება, ეს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის არის ძალიან ცუდი. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არ გვაქვს და  არ ველოდებით, რომ ის ჩვენ ყველა სარჩელს გაითვალისწინებს და დააკმაყოფილებს, მაინც ვციდლობთ, რომ ეს სამართლებრივი გზები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.“ -  აღნიშნა ეკა გიგაურმა.


ეკა გიგაურმა გადაცემაში საზოგადოების პროტეტსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანების პროტესტი კანონიერია, რადგან ის ოქმებში გაურკვევლობას მოყვა და  საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ არჩევნები გაყალბდა.


„მე არ ვიცი ზუსტად რას ფიქრობენ პოლიტიკოსები, მაგრამ ის რომ მათაც ჰქონდათ საჩივრები ეს ნიშნავს იმას, რომ მათ გამოიყენეს ეს გზა. ორივე გზა არის კანონიერი,  ეხლა როდესაც ქუჩაში მშვიდობიანად აპროტესტებ ესეც კანონიერია, როდესაც გაჩნდა ეჭვი გაყალბებაზე და ფაქტი არსებობს იმისა, რომ  ოქმებში რაღაც პრობლემა იყო, ვიღაცეებს დააკლეს ხმები და ამას მოყვა პროტესტი ესეც კანონიერია.


როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ოქმებში არის პრობლემა და ვიღაცას ხმა დააკლდა კარგი იქნება, რომ ამის დასაბუთება გვქონდეს. როდესაც ვამბობთ, რომ ცესკო არის მიკერძოებული და არ აპირებს გადათვლას, კარგია, რომ ის დატესტო შეიტანო საჩივარი და როდესაც ისინი ამას არ განიხილავენან არ დააკმაყოფილებენ,  ეს უკვე იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ეს ნამდვილად ასეა და რაღაცის შეცვლის პოლიტიკური ნება არ არსებობს. ცესკოს ჰქონდა ორი დღე, რომ სიტუაცია შეეცვალა და განეხილა ყველა ის საჩივარი რომელიც შევიტანეთ. მას შეეძლო გადაეთვალა ეს უბნები და თუ პრობლემა არ იქნებოდა ჩვენც ვიტყოდით, რომ პრობლემა არ იყო, თუმცა მათ ეს  არ გააკეთეს, ეს შანსი არ გამოიყენეს,  თუმცა ალბათ რომ გადაგვეთვალა ეს კიდევ ბევრ პრობლემას გამოაჩენდა. 



ამ სისტემისთვის ბევრი ვიბრძოლეთ, აქციები და დემოსნტრაციები გქვონდა, რასაც გარკვეული ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირა. იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ცოტა ტესტს ატარებენ და დღეში სშუალოდ 2000 ინფიცირებული გვყავს, მე არ მოველოდი რომ არჩევნებზე ამდენი ადამიანი მივიდოდა, რადგან მეგონა რომ შეიძლება ადამიანებს შეშინებოდათ,  ისინი კი ადგნენ და არჩენებში მიიღეს მონაწილეობა, ფაქტობრივად კი მოხდა ის, რომ მათი ხმები და  მათი სურვილები დაიკარგა. ადამიანებს რაც  უნდოდათ  ისე  არ  გამოვიდა, რადგან არჩევნებში  გარკვეული მანიპულაციები იყო.“ -  ამბობს გიგაური.


ეკა გიგაური განმარტავს, რომ ქვეყანა რომელსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვს და ნატოში შესვლა სურს არ იმსახურებს ისეთ არჩევნებს, როგორიც 2020 წელს  ჰქონდა.


„მე მგონია, უნდა  დავამტკიცოთ, რომ სისტემა არ მუშაობს, ამიტომაც არის ეს საჩივრები, ასევე უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ  საქალაქო სასამართლოში მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს მეთოფიშვილი. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ის კოლეგიაში დანიშნავს მოსამართლეებს, რომლებიც  განიხილავს  საარჩევნო დავებს ამის დამტკიცებაც საჭიროა.

ჩვენ რასაც ეხლა დამტკიცების თვალსაზრისით ვაკეთებთ არის  ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამაში ჩვენი დასავლელი პარტნიორები უნდა გამოგვყნენ, მათთვის ეს მაგალითები მნიშნელოვანია, რადგან რომ  როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყვებით ეს აუცილებლად  უნდა დავუსაბუთოთ და ვუთხრათ რა სიტუაციაა“ -  აცხადებს ეკა  გიგაური.


ეკა გიგაური გადაცემაში ცესკოს თავჯდომარესაც გამოეხმაურა და  აღნიშნა, რომ  თამარ ჟვანია სამართლიან არჩევნებში მუშაობდა და ის  თავდაპირველად ცენტრალური საარჩევნო კომისიის  თავჯდომარედ სწორედ არასამთავრობოებმა წარადგინეს.


„ძალიან გული მწყდება ცესკოზე და  მის თავჯდომარეზე, დიდი ხანია მას ვიცნობ,  ეს ადამიანი სამართლიან არჩევნებში მუშაობდა და სხვათა შორის როცა პირველად დაინიშნა ის არასამთავრობოებმა წარადგინეს,  მეორე ჯერ რომ დაინიშნა ეს არასამთავრობოებს აღარ გაგვიკეთებია და ის სხვებმა და ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა წარადგინეს. ჩვენ გქვონდა მასთან რამდენიმე შეხვედრა და მათ შორის ერთი იყო საჯარო და ვცდილობთ, რომ ის სწორ გზაზე დადგეს, თუმცა უკვე ამის ნაკლები მოლოდინი მაქვს. მეორე ტურთან მიმართებაში ჩამოყალიბებული აზრი არ მაქვს, რადგან ეს არის სისტემის დატესტვის კარგი საშუალება. იმის გათვალისწინებით, რომ ახლა უკვე დაინახეს ადამიანებმა თუ რა შეიძლება მოხდეს არჩევნების დროს, შეიძლება  ახლა  უფრო მობილიზდნენ და უკეთ განეწყონ იმისთვის, რომ რაღაცეები შეცვალონ.“ -  აღნიშნავს ეკა გიგაური.


ეკა გიგაური იდეალურ გამოსავალს ხმების გადათვლაში ხედავს და აღნიშნავს, რომ ყველა ის უბანი სადაც დისბალანსი იყო უნდა გადამოწმდეს და თუ კიდევ ვერ დადგინდა ვინ მოიგო არჩევნები თავიდან უნდა ჩატარდეს.


„იდელური გამოსავალი მგონია ის, რომ ახლავე უნდა გადავთვალოთ ყველა უბანი სადაც არის დისბალანსები, სადაც არის მეტობა ან ნაკლებობა. ზოგიერთ უბანზე  ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა და ამას  უბრალოდ ვერ გათვლი, რადგან  რაღაცეები არის  დაკარგული, ეს  შედეგები  უბრალოდ უნდა გავაუქმოთ და ამის შმედეგ ვნახოთ პროცენტულად რამდენს  ვაუქმებთ და რამდენი დავთვალეთ. თუ  აქედან  ვერანაირ  შედეგს  ვერ  მივიღებთ და ვერ დადგინდება ვინ მოიგო ან  ვინ წააგო, მაშინ იმას წინ არაფერი  უდგას, რომ არჩევნები ჩავატაროთ ახლიდან, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს რა თქმა უნდა გამჭვირვალე პროცესი და უნდა იყოს ყველას მონიტორინგის ქვეშ.


შესაბამისად თუ გარკვეულწილად  გამოვლინდა რა ხდება და უმეტესობა  დავთვალეთ და იქ  სადაც ვერ დავთვალეთ შედეგზე დიდი გავლენა ვერ მოახდინა,  შესაბამისად მეორე  ტური ჩავატაროთ და  გავაგრძელოთ  პროცესი,  ეს  არის  გამოსავალი რომელიც  ვფიქრობ, რომ ამ  ეტაპისთვის  შეუძლებელია,  რადგან პოლიტიკური  ნება  არ  არსებობს“ -  აღნიშნავს ეკა  გიგაური.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up