ქართულმა ოცნებამ თავისი დაპირებები არ შეასრულა - კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება, კორუფციამ და სიღარიბემ შეცვალა

ქართულმა ოცნებამ თავისი დაპირებები არ შეასრულა - კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება, კორუფციამ და სიღარიბემ შეცვალა

access_time2020-09-24 10:00:30

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ოთხი წლის წინ, 2016 წელს წინასაპარლამენტო არჩევნების დროს, ფრაქციამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას სოციალური კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას დაპირდა. თუმცა, მმართველობიდან ოთხი წლის შემდეგ მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა,  ფასების საერთო დონე კი რეკორდულად იზრდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების - „კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების“ შესასრულებლად, რის გამოც ოთხი წლის წინ ამომრჩევლებს ხმას სთხოვდნენ. როგორ აფასებენ საკუთარ სიტყვას და საქმეს დეპუტატების სავარძლებიდან და რას ეუბნებიან ამომრჩევლებს.


„კომერსანტი“ აგრძელებს სტატიების ციკლს, სახელწოდებით — რა წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაში თითოეულმა დეპუტატმა ამ ოთხი წლის განმავლობაში. ამჯერად „კომერსანტი“ „ქართული ოცნების“ პარტიიდან გასულ დეპუტატებს დაუკავშირდა.

 

დეპუტატი გედევან ფოფხაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დანაპირები არ შეასრულა და სლოგანი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“ კორუფციამ, ფულის კეთების სურვილმა ჩაანაცვლა.



„რა თქმა უნდა ეს დანაპირები „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეასრულა. დანაპირები „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“ კორუფციამ ჩაანაცვლა. მე ბევრ საკითხში არ ვეთანხმებოდი მათ და  სწორედ ეს  აღმოჩნდა ჩემი პარტიიდან წამოსვლის მიზეზი, ჩემი შეხედულებების დასაცავად უშიშროებასთან და სხვა პოლიტიკოსებთან დაპირისპირებაც კი მიწევდა. თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ჩამოყალიბდა პოლიტიკური კლანი, რომელსაც ფულის კეთება სურდათ და ხალხი საერთოდ არ აინტერესებდათ, მათ შორის კახი კალაძე, უჩა მამაცაშვილი და სოსო გოგაძე იყო. მათ არ აინტერესებდათ არჩევნებამდე მიცემული დანაპირები. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მანდატი, რომელიც ხალხმა მათ უბოძა, კორუმპირებულმა ადამიანებმა მოიპარეს და ხალხის დასაჩაგრათ გამოიყენეს. ამ ყველაფერს რომ არ დავეთანხმე ამიტომ რამდენიმემ დავტოვეთ მათი რიგები, თუმცა სახლში წასვლის ნაცვლად გადავწყვიტეთ მათთვის პასუხი მოგვეთხოვა. ხალხმა „ქართულ ოცნებას“ შეუკვეთა ერთი და მიიღო მეორე, კოალიცია სულ სხვა პირობით მოვიდა და სხვა მოცემულობა მივიღეთ. „ქართულ ოცნებაში“ კრიმინალურმა დაჯგუფებებმა იმძლავრეს და ჩვენც გვითხრეს თუ ასეთი რეფორმები არ მოგვწონდა შეგვეძლო წავსულიყავით“, - განმარტავს გედევან ფოფხაძე.

 

დეპუტატი მარიამ ჯაში თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დანაპირების მხოლოდ ნაწილი შეასრულა, მიუხედავად კარგი დასაწყისისა პარტიამ საბოლოოდ ვერ მოახერხა, რომ ხელშესახები ცვლილებების მოტანა თითოეული ოჯახისთვის, სწორედ ასეთი მიდგომა გახდა მისთვის პარტიის დატოვების მიზეზი.


„ქართული ოცნების“ გუნდს რომ ვუერთდებოდი, ეს იყო პერიოდი როცა მთავარი აქცენტი ნამდვილად იყო ოჯახების კეთილდღეობა და მათი პირობების გაუმჯობესება, ამიტომ მე ვარ ამაყი იმით, რაც მაშინ გავატარეთ. 2012 წლიდან პირველი პერიოდი ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარების პროცესი იყო, მათ შორის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პროგრამის კუთხითაც. თუმცა, აშკარაა რომ ეკონომიკის ზრდის პროცესები სათანადოდ ვერ იქნა მიღწეული, იმისათვის რომ ჩვენ შეგვძლებოდა ხელშესახები ცვლილებების მოტანა თითოეული ოჯახისთვის. არც ერთი ქმედითი ინიციატივა ბოლო პერიოდში არ იქნა გადადგმული, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ჩვენ დაგვეტოვებინა ეს გუნდი. საქართველოს აქვს ბევრად მეტი რესურსი, რომ ეკონომიკა გაძლიერდეს და სამართლიანი გახდეს მისი საგადასახადო სისტემა, უფრო ეფექტური გახდეს საშემოსავლო ადმინისტრირება და რაც მთვარია უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს სოციალური გაუმჯობესებისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ქართულმა ოცნებამ დანაპირების მხოლოდ ნაწილი შეასრულა“, - აცხადებს მარიამ ჯაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up