„ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის TOP 10 ნეგატიური შედეგი

„ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის TOP 10 ნეგატიური შედეგი

access_time2020-02-17 10:45:36

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით, საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა და მთავრობა კოალიცია „ქართული ოცნების“ გუნდით დაკომპლექტდა. ახალი ხელისუფლების წინასაარჩევნო პლატფორმა და დაპირებები მართვის სისტემის დეპოლიტიზაციას, კერძო სექტორის სახელისუფლებო წნეხისგან გათავისუფლებას, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის გამოსწორებას და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებდა.


7 წლიანი მმართველობის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ განვლილი წლები შეაფასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გამოყო: კონსტიტუციური რეფორმა, სასამართლო რეფორმა, ძალოვანი სტრუქტურების რეფორმა, მედიის, ბიზნესის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფლება, დემოკრატიის, საჯაროობის, მართვის გამჭვირვალობა, სოციალური პასუხისმგებლობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მათივე განცხადებით, დღეს მიღწეულია დემოკრატიის მაღალი სტანდარტი და ამის კიდევ ერთი დასტურია მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ისახავს მიზნად.


თუმცა, ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა, 2020 წლის არჩევნები პროპორციული არ იქნება. ამ განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვეში, „ქართული ოცნების“  35-მა დეპუტატმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს, რომლის ინიციატორიც თვითონ იყვნენ, ხმა არ მისცა.


„კომერსანტმა“ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ სხვა ფაქტებიც, რომლებიც „ქართული ოცნების“ დაპირების მიუხედავად, მათი მმართველობის დროს არ შესრულდა ან გაუარსედა:


1. სიღარიბის ზრდა


UNICEF-ის 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 69%  ღარიბია, 24%  სიღარიბის ზღვართან ახლოს, საშუალო კლასს მხოლოდ 7%  წარმოადგენს. ხოლო, „შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019-ის“ თანახმად, საქართველოს მონაცემი გაუარესებულია და ჩვენ 117 ქვეყანას შორის, 39-ე ადგილზე ვართ.


აღსანიშნავია, რომ სწორედ UNICEF-ის დასკვნაზე დაყრდნობით „ქართული ოცნების“  ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

 

2. ეროვნული ვალუტის  მკვეთრი გაუფასურება


საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 1.27 ლარით გაუფასურდა. „ქართული ოცნების“  ხელისუფლებაში მოსვლის  შემდეგ, ლარის კურსი  2012 წელს  1.65 ლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც  2019 წელს ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი 2.92 ლარი გახდა.


 

 

3. საგარეო ვალის ზრდა


საქართველოს ფინანთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 7 წელიწადში, 2012  წლიდან  2019  წლის სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს საგარეო ვალი 4,8 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.





აღსანიშნავია, რომ საგარეო ვალი 2020 წლის ბოლოსთვის კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რადგან საარჩევნოდ მთავრობა დამატებით 2.8 მლრდ ლარამდე ვალის აღებას გეგმავს, რის შემდეგაც მხოლოდ სახელმწიფო ვალი 22.7 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 46.8% იქნება.

 

4. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა (FDI) 908.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2012 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 1048.2 მლნ აშშ დოლარი იყო.


https://commersant.ge/views/commersant/img/uploads/1576662645_ecb9b42b6b.png  

 

5. ინფლაციის ზრდა

 

„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, 2012 წელს თუ ინფლაციის დონე -1.40% იყო, 2013 წელს ამ მაჩვენებელმა 2.40% შეადგინა. ყველაზე მაქსიმუმი, წლიური ინფლაციის დონე 2017 წელს - 6.7% დაფიქსირდა, 2020 წლის მონაცემებით კი, წლიური ინფლაციის დონე ბოლო პერიოდის მაქსიმუმს გაუტოლდა და 7% შეადგენდა.

 

 

6. ჯანდაცვის სფეროს კოლაფსი


520-ე დადგენილებამ ჯანდაცვის სფეროს კოლაფსი გამოიწვია. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებული პირველივე რეფორმა, რომელიც კლინიკებს შორის ფასების გათანაბრებას გულისხმობდა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კრიტიკის საგანი გახდა.


სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ძალაში 2019 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა. რეფორმის უარყოფით შედეგებზე ჰოსპიტალური სექტორი თავიდანვე საუბრობდა და დადგენილების დროებით შეჩერებას ითხოვდნენ. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრომ  სამედიცინო საზოგადოების აზრი არ გაითვალისწინა. კლინიკების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ დადგენილებით განსაზღვრული ერთიანი ტარიფი სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე დაბალია და შედეგად პაციენტებისთვის ხარისხიანს მომსახურების გაწევას ვეღარ შეძლებდნენ.

 

7. გამკაცრებული საბანკო რეგულაციები

 

2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) დებულება, რომლითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას ევალება, შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში სამშენებლო სექტორის შემოსავლები 4,6 %-ით შემცირდა. ბანკების ინფორმაციით, სამშენებლო სექტორში 40%-ით შემცირდა იპოთეკური სესხების გაცემა.

 

ფინანსური ზარალი მიადგათ ტექნიკის იმპორტიორ კომპანიებს. თუ რეგულაციის ამოქმედებამდე ტექნიკაზე განვადება 10-დან 9 ადამიანს უმტკიცდებოდა, რეგულაციის გამკაცრების შემდეგ 2019 წლის პირველ კვარტალში განვადების მოთხოვნაზე დადებით პასუხს 10-დან 1 ადამიანი იღებდა. ამან კი საერთო გაყიდვების 40%-დან 50%-მდე ვარდნა გამოიწვია.

 

8. ფასების ზრდა საწვავზე

 

„ნავთობპროდუქტების იმპორტთა კავშირის“ ინფორმაციით, 2012 წელთან შედარებით ფასები გაზრდილია ყველა ტიპის საწვავზე.  ცვლილება ასე გამოყურება: მაგალითად, თუ 2012 წელს ბენზინის მაქსიმალური ფასი 2.40 ლარს შეადგენდა, 2013 წელს  საშუალო ფასი 2.26 ლარით განისაზღვრა, 2014 წელს  - 2.35 ლარი შეადგინა, 2015 წელს - 2.35 ლარი, 2016 წელს - 2.06 ლარი, 2017 წელს - 2.49 ლარი, 2018 წელს - 2.72 ლარი, 2019 წელს  2.77 ლარი.


ბოლო 5 წელიწადში ნავთობის მსოფლიო ფასი 48%-ით შემცირდა, თუმცა საწვავი საქართველოში არ გაიაფდა იმის გამო, რომ ლარი დოლარის მიმართ 53%-ით გაუფასურდა და საწვავზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველი იანვრიდან ერთ ტონა ბენზინზე აქციზის გადასახადი 250 ლარიდან 500 ლარამდე, ხოლო ერთ ტონა დიზელზე 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა.


9. საყოველთაო განათლების  გაუარესებული დონე

 

საქართველოში მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება უჭირთ. PISA-მ 2018  წლის სავალალო შედეგები გამოაქვეყნა, საქართველომ მონაწილე 79  ქვეყანას შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შედეგები აჩვენა. საქართველოს შედეგები 2018 წლის კვლევის მიხედვით შემდეგია: კითხვა - 380, მათემატიკა - 398,  მეცნიერება - 383.

 

ამ შედეგებით, საქართველო კვლევაში მონაწილე ქვეყნებიდან მხოლოდ პანამას, ინდონეზიას, მოროკოს, ლიბანს, კოსოვოს, ფილიპინებს და დომენიკის რესპუბლიკას უსწრებს.

 

10. მიგრაციის ზრდა

 

განახლებული დემოგრაფიული მონაცემებით, 2018 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა 98 935 ადამიანს შეადგენდა, რაც 2017 წელთან შედარებით  13,484 ადამიანით მეტია. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 85,451 იყო.მათი 86.6% შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში შედიოდა (15-64).

 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up