„ქართული ოცნების“ საპრეზიდნეტო კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება“

„ქართული ოცნების“ საპრეზიდნეტო კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება“

access_time2017-03-24 15:00:40

„ქართული ოცნების“ ასეთი დამოკიდებულება პრეზიდენტისა და მისი ინსტიტუტის მიმართ არახალია, თუმცა უზნეობით უნდა შეფასდეს უკვე ფრაზები, რომლებსაც პარლამენტის 10-12 კაციანი ზონდერჯგუფი ისვრის პრეზიდენტის მიმართულებით. ძნელად გამოსაცნობი არ არის, ვინ წვრთნის ამ გუნდს, რადგან ჩვენ უკვე მეოთხე წელიწადია, მოწმენი ვართ იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ექვემდებარება ვინმეს მიერ პრივატიზაციას", - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.

 

„რასაკვირველია ვხედავ იმის სურვილს, რომ პრეზიდენტის პრივატიზაცია მოხდეს. ერთი რიგითი მოქალაქის მთავარი ოცნება არ ასრულდა და მან იღლიაში ვერ ამოიდო პრეზიდენტის ინსტიტუტი. უახლოეს დღეებში, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის დროს იქნება ფრაქციების გამოსვლებიც. აბა, იქ ნახეთ, რა ამბავი დატრიალდება და რა ტერმინოლოგიის მომსწრენი გავხდებით. ამას ჰქვია სახელმწიფო სირცხვილი, რომელიც ჩრდილო მეზობლის დედაქალაქშია დაგეგმილი! დღეს ჩვენი პრეზიდენტი, ეს ინსტიტუტი, ისევე, როგირც სახალახო დამცველი, არის სრულიად დამოუკიდებელი და ამას ვერ ეგუება მავანი. ასეთი ბოღმის ტალღები აზვირთდა მას შემდეგ, რაც ბატონმა პრეზიდნეტმა გადაწყვიტა, რომ ხალხისთვის ეკითხა, როგორი კონსტიტუცია სურდათ. ამის გამო უმრავლესობა სრულიად გაავებულია. აქედან გამოსავალს ვხედავ მხოლოდ იმაში, რომ საქართველოში ჩატარდეს საყოველთაო რეფერენდუმი ერთი კითხვით - როგორი კონსტიტუცია გირჩევნიათ? პირველი: კონსტიტუცია ყველასთვის თუ მეორე: კონსტიტუცია - ბიძინასთვის?! ეს იქნება სწორედ ჩვენი საზოგადოებისთვის საშუალება, რომ იყვნენ აქტიური ამ პროცესში", - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

 

„ჩვენი პარლამენტის სპიკერი ვერც კი გაბედავს, რომ სხვა სივრცეში მზერა ისროლოს. მას ასეთი დავალება გააჩნია, სხვავაგვარად ვერ აიხსნება მუქარა პრეზიდნეტზე, რომ შენ თუ იმას იტყვი, რაც ჩემი "პირადი ღმერთის" სმენას არ დააკმაყოფილებს, მაშინ შევცვლით თარიღს და ახლავე ჩავატარებთ პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევნებს. ფაქტია, რომ შემცვლელი დღევანდელი პრეზიდენტისა ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესს უკვე დაანონსებული აქვს. ერთი რიგითი მოქალაქის მიერ შერჩეული, მისი ყველაზე სანდო პირი ბატონი ღარიბაშვილია. აი, მაშინ ყველაფერი დამშვიდდება და საქართველო გაბრწყიდნება", - აღნიშნავს ექსპერტი.


 

„პრეზიდენტი ცდილობს, პარლამენტარებს დაგვიწეროს კანონიო, აცხადებს ეკა ბესელია. რამდენად აქვს პრეზიდენტს მცდელობა, დაეხმაროს პარლამენტს კანონების წერაში?", - ამ კითხვას ცისკარიშვილი ასე პასუხობს - „არ მაქვს იმის საშუალება, რომ ამ თემაზე ვისაუბრო ქალბატონ ეკასთან, მაგრამ ის, რასაც ვხედავ და ვისმენ ეკრანიდან, ჩემთვის არადამაჯერებელია და არის მხოლოდ ნაწილი იმ სტრატეგიისა, რომლის გატარების გარეშე დიდი ალბათობით, დავალებავერშესრულებული პარლამენტარები დარჩებიან უმუშევრები. ამას კი ყველა გაურბის. მარგველაშვილის ასეთი აქტიურობა საარჩევნო კამპანიის დასაწყისი რომც იყოს, ამაში დასაძრახი რა არის?! უბრალოდ, ეს არის გულზე გამხეთი პროექტი მათთვის, ვისაც ევალება, რომ არსებული პრეზიდენტის ვადა არასოდეს იქნეს გაგრძელებული. წინააღდეგ შემთხვევაში, საკუთარ თავს დააბრალონ, რაც მათ დაემართებათ“.

 

„ახალი თაობა“

 



Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს

Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს
access_time2021-05-16 09:55:32
Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს: საათების მაქსიმალურად შემცირება და ბონუსების სტრუქტურის თითოეულ შეკვეთაში გადატანა - კურიერების უსაფრთხოება და ანაზღაურების უფრო სამართლიანი სტრუქტურა Glovo მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა მულტი კატეგორული მიტანის სერვისის ინდუსტრიაში. კომპანია 26-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და თანამშრომლობს 25 000-ზე მეტ პატნიორ კურიერთან. Glovo უკვე ორ...

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა“ - არდი

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა“ - არდი
access_time2021-05-16 10:00:44
„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ამ კუთხით მაინც მინდა აღვნიშნო, ის რომ ეს გამოწვეული იყო ცალკეული, რამოდენიმე, კომპანიების წარმატებით, რომელმაც ჯამურად კარგი სურათი მოგვცა, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა” - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში „დაზღვევის დრო გიორგი ჩაჩუასთან ერთად“ არდის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2020 წელი „არდისთვის“ გამოწვევებით სავსე და ფინანსურად რთული წელი იყო....


მსგავსი სიახლეები

up