რას (ვერ) მოუტანს სახელმწიფო უნივერსიტეტებს ქონების გადასახადისგან გათავისუფლება

რას (ვერ) მოუტანს სახელმწიფო უნივერსიტეტებს ქონების გადასახადისგან გათავისუფლება

access_time2021-06-11 12:05:44

„საგადასახადო შეღავათი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფინანსურ მდგომარეობას და განათლების ხარისხს ვერ გააუმჯობესებს, კანონპროექტის მიზანი სახელმწიფოს მხრიდან თვალებში ნაცრის შეყრაა“, - ასე აფასებს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კოკა თოფურია, „ქართული ოცნების“ დეპუტატების შალვა პაპუაშვილისა და გიორგი ამილახვარის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან. კოკა თოფურია მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო პაკეტი სახელმწიფო უნივერსიტეტები სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს. 


მისივე თქმით, Covid-19-ით გამოწვეული პანდემიით მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტები არ დაზარალებულან. საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, სახელმწიფო ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების ხარისხზე თანაბრად უნდა ზრუნავდეს. მისთვის წარმოუდგენელია, რომ დადგენილ საგადასახადო შეღავათები სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფინანსური მდგომარეობას ან განათლების ხარისხს გააუმჯობესებს. თოფურიას განცხადებით, საგადასახადო შეღავათი ფინანსურ მდგომარეობას მხოლოდ იმ უნივერსიტეტებში გააუმჯობესებდა, რომლთაც ქონების გადასახადი დიდი აქვს, მაგრამ შემოსავალი გაცილებით ნაკლები, ვიდრე სახელმწფო უნივერსიტეტებს.

 

„სამართლიანობის თვალსაზრისით, საერთოდ არ მესმის ქონების გადასახადის მიზანშეწონილობა, მაგრამ თუ საუბარია იმის შესახებ, რომ ამ გადასახადისგან სახელმწიფოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გათავისუფლდა, ეს კიდევ უფრო უსამართლოდ მიმაჩნია. ნუთუ ხელისუფლებისთვის მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებული განათლების ხარისხია მნიშვნელოვანი? კერძო უნივერსიტეტების სტუდენტების განათლების ხარისხი არ არის მნიშვნელოვანი? თუ პანდემიის შედეგად მარტო სახელმწიფო უნივერსიტეტები დაზარალდნენ? სკოლებმა და ბაღებმა არ იზარალეს? სკოლამდელი და სკოლის განათლება არ არის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი? მორალურად რამდენად გამართლებულია, რომ ისინი ქონების გადასახადს იხდიდნენ? ჩვენ წელიწადში ქონების გადასახადს 200 000-დან 300 000-მდე ლარს ვიხდით, დაახლოებით ამდენივეს იხდის თსუ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. წარმოიდგინეთ, თსუ-ის ბიუჯეტი დაახლოებით 100 მლნ ლარამდეა, მათთვის 640 797 ლარის შეღავათი ზღვაში წვეთია. ამ დროს კერძო უნივერსიტეტებისთვის, რომელთაც მცირე შემოსავალი აქვთ, ეს თანხა ნამდვილად დიდი შეღავათი იქნებოდა. საქართველოს უნივერსიტეტს რომ ჰქონოდა მსგავსი შეღავათი, ეს თანხა ნამდვილად მოხმარდებოდა განათლების ხარისხს განვითარებას და ეს საგრძნობი იქნებოდა. 100 მილიონიან კომპანიაზე, რამდენიმე ასეული ათასის შეღავათი არ მგონია, განათლების ხარისხზე მნიშვნელოვნად აისახოს“, - განმარტავს კოკა თოფურია.

 

კოკა თოფურიას აზრს იზიარებს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი ვატო ლეჟავა. მისი თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის დადგენილ საგადასახადო შეღავათს სწავლის ხარისხთან კავშირი არ აქვს. ამბობს, რომ ქართული ოცნების დეპუტატების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი წმინდა წყლის სპეკულაციაა.

 

„ყველა სექტორის ყველა მონაწილე თანაბარ პირობებში უნდა იყოს. თუ გათავისუფლებაა, საკუთრების ფორმის მიუხედავად, ყველა გათავისუფლებული უნდა იყოს. რაღაც გადასახადი არსებობს, მაგრამ ვიღაცისთვის არ არსებობს. სახელმწიფო უნივერსიტეტები დეფიციტურია, საგანმანათლებლო დაწესებულებები ისედაც ბიუჯეტით ფინანსდებოდა, ამიტომ ვერ ვხვდები საერთოდ რა მანიპულაციაა. შეღავათი არაფერს გააუმჯობესებს, ამ ფულს უბრალოდ აღარ მისცემენ. ქონების გადასახადი ხელს უწყობს, ქონების რაციონალურ გამოყენებას ეს კი ნიშნავს, რომ რაციონალური გამოყენება არა მოხდება“, - განაცხადა ვატო ლეჟავამ.

 

რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს კახა შენგელიას. იგი მიიჩნევს, რომ  საქართველოში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის გადადგმული ნებისმიერ ნაბიჯი მისასალმებელია. შენგელიას აზრით, საკანონმდებლო ინიციატივა სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი საკმაოდ კარგი პრეცედენტი იქნება. მისივე თქმით, დადგენილი საგადასახადო შეღავათი განათლების ხარისხს გააუმჯობესებს და სექტორი წინ წავა.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კანონპროექტს უახლოეს დღეებში განიხილავს. ჯერჯერობით უცნობია, შევა თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ ინიციატორების აზრით, საგადასახადო შეღავათი არამხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, არამედ საშუალებას მისცემს მათ აღნიშნული თანხა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და იმ გამოწვევებზე ადეკვატური საპასუხო ღონისძიებების გატარებაში გამოიყენოს, რომელიც დღესდღეობით კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში წარმოიშვა.

 

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის ამოქმედებით შემდგომი სამი წლის განმავლობაში ჯამურად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი დაახლოებით 11.9 მლნ ლარით შემცირდება. ხოლო წლიური გავლენა 2.97 მლნ ლარი იქნება. ინიციატორთა ინფორმაციით, დაშვება გაკეთებულია სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე სახელმწიფოს მიერ სარგებლობის უფლებით გადაცემულ უძრავი ქონებაზე 2020 წელს დარიცხული გადასახადის ოდენობის შესაბამისად, რაც თავის მხრივ ცალკეული უნივერსიტეტების ნაწილში შეადგენს:

 

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 640 797 ლარი;


 

სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 655 365 ლარი;

 

სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - 252 615 ლარი;

 

სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 55 650 ლარი;

 

სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - 28 365 ლარი;

 

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 332 761 ლარი;

 

სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 203 856 ლარი;

 

სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 18 702 ლარი;

 

სსიპ – სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 13 676 ლარი;

 

სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - 10 659 ლარი;

 

სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 353 673 ლარი;

 

სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 354 976 ლარი;

 

სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია - 14 341 ლარი;

 

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია - 32 700 ლარი;

 

სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - 952 ლარი;


ბაჩო ადმია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up