„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე - „მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში“

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე - „მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში“

access_time2020-11-09 22:19:47

„გვსურს გამოვეხმაუროთ ,,ეუთოს“ სადამკვირვებლო მისიის დღევანდელ განცხადებას, რომელშიც ეუთო მოუწოდებს ერთის მხრივ დემონსტრანტებს თავი შეიკავონ ძალადობისგან და მეორეს მხრივ ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს მოქალაქეების მიერ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვა“ – განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„„ეუთო“ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლება არჩევნებისას იყო დაცული. მისია შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. იგი მიესალმება მოქალაქეების მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებას, თუმცა აღნიშნავს რომ ძალადობრივი ქმედებები მიუღებელია და მოთმენას არ ექვემდებარება. ეუთო მოუწოდებს დემონსტრანტებს, რომ აქციები ჩატარდეს მშვიდობიანად ხოლო პოლიციას სიფრთხილის გამოჩენისკენ.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი დაჟინებით მოუწოდებს ყველა მონაწილე მხარეს, დაიწყონ კონსტრუქციული დიალოგი, არსებული პოლარიზაციის დასაძლევად და ითანამშრომლონ სტაბილური პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად, ასევე გაითვალისწინონ საერთაშორისო საზოგადოების გზავნილები.

მისია მხარს უჭერს ცესკოს მიერ მართულ ინკლუზიურ პროცესს, რომელიც მიმართულია სავარაუდო საარჩევნო დარღვევების აღმოსაფხვრელად.


განცხადებაში ასევე გამოთქმულია იმედი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია გამოიჩენს მაქსიმალურ თავშეკავებას და პასუხისმგებლობას ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტეების შენებისა და მათ მიმართ საზოგადოებრივი ნდობის განმტკიცების მიზნით.

ჩვენ, სრულად ვიზიარებთ ამ განცხადების სულისკვეთებას და მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ მიდგომებს და საფრთხის ქვეშ არ დააყენონ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა.

ეს არის კიდევ ერთი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისგან მთელს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, რომ დაუბრუნდნენ კონსტიტუციურ, კანონიერ ჩარჩოებს“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up