„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი  გიორგი ხელაშვილი – „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს“

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი გიორგი ხელაშვილი – „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს“

access_time2020-11-11 14:50:36

„დღეს შევეხებით საქართველოს საგარეო ურთიერთობების თემებს , კერძოდ, ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას. ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერის ორი ძალიან სერიოზული გზავნილი - ერთი, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან, ხოლო მეორე საკანონმდებლო ორგანოსგან, სენატიდან. უკვე გაიგებდით, რომ 17-18 ნოემბერს საქართველოში შედგება ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტი. ეს ვიზიტი წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის უპრეცედენტოდ მაღალი დონის და სტრატეგიული მნიშვნელობის ურთიერთობების დადასტურებას და კიდევ ერთხელ აღიარებას“ – განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა გიორგი ხელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„ბატონი პომპეოს ვიზიტის მიზანია, მოკავშირეებთან ურთიერთობების გამყარება. თუ ვნახავთ მისი ტურნეს მიმდევრობას, ის ჩადის ყველაზე მეტად საიმედო მოკავშირე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში და ასევე მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული გარკვეული მოვლენების პარალელურად. დემოკრატიული სამყაროს ლიდერი, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს და ამ პროცესების გამოვლინება იყო ბოლო არჩევნები, რომელიც ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში.



მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს უწყვეტი და მზარდი მხარდაჭერისათვის, რომელიც გამოიხატება როგორც დიპლომატიურ მხარდაჭერაში, ასევე პოლიტიკურ, უსაფრთხოების საკითხებში მხარდაჭერაში და ამ მხარდაჭერის მიზანი იყო, არის და იქნება საქართველოში სტაბილურობის და დემოკრატიის განვითარება.




კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან - ბატონი პომპეოს ვიზიტის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, კერძოდ სენატის ასიგნებათა კომიტეტმა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსებს განკარგავს, დაამტკიცა საქართველოსთვის უპრეცედენოდ მაღალი დახმარება, ისტორიული მაქსიმუმი - 132 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება საქართველოსათვის. ჩვენ ამ დახმარებას, ამ უპრეცედენტო დახმარებას ძალიან ვაფასებთ ორი მიზეზის გამო - უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეკონომიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანხა, განსაკუთრებით კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში და მეორე, ეს გაზრდილი დახმარება არის პირდაპირი პოლიტიკური გზავნილი იმის შესახებ, რომ საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეს ურთიერთობა გადავა თვისებრივად ახალ დონეზე.



აუცილებლად უნდა ითქვას ერთი რამ - გახსოვთ ალბათ სპეკულაციები საქართველოსთვის ლამის სანქციების დაწესების თაობაზე. როგორც იცით, ოპონენტების ძალისხმევით, ზაფხულში, ამერიკული დახმარების პროექტში დროებით გაჩნდა ჩანაწერი ამ დახმარების 15%-ის შესაძლო შეყოვნების თაობაზე. საბოლოო დოკუმენტში ეს დათქმა მთლიანადაა ამოღებული, რაც არის იმის ნიშანი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს სწორ განვითარებას, სწორი გზით განვითარებას და მხარს უჭერს იმ დემოკრატიულ პროცესებს, რომლებიც საქართველოში უწყვეტად მიმდინარეობს. ეს ნიშნავს კიდევ ერთ რამეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო, სენატი ამ შემთხვევაში , არც კი განიხილავს დათქმებსა და შეკითხვებს საქართველოსთვის დახმარების გაწევაზე და უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობას.



ჩვენი პარტიის და ქართველი ხალხის სახელით მინდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ამ გულუხვი დახმარებისათვის და სწორი პოლიტიკური გზავნილებისთვის“ – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up