„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

access_time2020-09-25 19:30:42

„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“.


„იმის ნაცვლად რომ ქვეყნის ეკონომიკაზე  მსჯელობდეს ეკონომიკის კომიტეტი და  კომიტეტის  თავჯდომარე  კონცენტრაციას ამ საკითხებზე  აკეთებდეს, რომელიც  საბოლოო ჯამში  ყოველდღიურობაზე  აისახება, თითოეული ადამიანის შეჭირვებულ მდგომარეობაზე, ამის  ნაცვლად  სარკაზმულ განცხადებებს  აკეთებს, ამას სჯობს დაჯდეს,  წაიკითხოს „მარშალის გეგმა“,  მართლა კარგი რაღაცეები  წერია, თუ  როგორ  უნდა გამოვიდეს ქვეყნის ეკონომიკა კრიზისიდან, ადგილობრივი რესურსი როგორ  უნდა იყოს  გამოყენებული საერთაშორისო  პროცესებში, ფინანსურში ეკონომიკაში, კაპიტალის ბაზარში როგორ უნდა  ჩაერთოს  საქართველო, ახლა ფაქტობრივად იზოლირებულია ქვეყანა. არ აინტერესებს ეკონომიკის კომიტეტის თავჯდომარეს, როგორ უნდა  ჰქონდეს  მინიმუმ  300 ლარი თითო ადამიანს შემოსავალი. არჩევნები იმისთვის არის, რომ პარტიები საჯაროდ ისხდნენ და  საუბრობდნენ  თავის  მოსაზრებებს. როგორც  ჩანს,  რომან კაკულია  ბილბორდების ეკონომიკის დამკვიდრებას  აპირებს ქვეყანაში, დღეს „ქართული ოცნების“ სახეები მხოლოდ ბილბორდებიდან გვიყურებენ. ჩვენს პროგრამაზე რომ საუბრობს, „ქართული ოცნების“  პროგრამა  ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს. დღეს, რაც ეკონომიკაში, ლარის კურსთან მიმართებით ხდება, მათ შორის რომან კაკულიას პასუხისმგებლობაც არის, როგორც ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ამიტომ სჯობს ამ საკითხებს მიხედოს“, - აცხადებს ლევან კობერიძე.


ლევან კობერიძემ „მარშალის გეგმაზე“, მსოფლიოში არსებულ მსგავს პრაქტიკაზე და მევახშეობის აკრძალვაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ის მზად არის რომან კაკულიასთან ეკონომიკური მიმართულებით დებატებისთვის.



„დავიწყოთ იქიდან, რომ რეალურად ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სრულყოფილი გეგმა, ქართული ოცნებისგან განსხვავებით რომელსაც ის საერთოდ არ გამოუქვეყნებია. პირველ რიგში, კარგი იქნება თუ მართლა გაეცნობიან მთლიანად „მარშალის გეგმას“ და ეკონომიკის ნაწილს, ამის  შემდეგ  მზად ვართ, რომ  ნებისმიერ ფორმატში საჯარო  ფორმატში ვესაუბროთ. გამოვიდნენ ჩრდილიდან, ნუ იმალებიან, გაყოფილი ჰყავთ მედია თავის კონტროლირებად და არაკონტროლირებად არხებად, თუმცა ნებისმიერ საჯარო ფორმატში, თუნდაც მათსავე კონტროლირებად არხებზე, მზად ვართ,  რომ დავსხდეთ და გავმართოთ დისკუსია საკითხზე, თუ როგორ უნდა გამოვიდეს კრიზისიდან ეკონომიკა.


ბატონი რომანი ასეთ კომენტარს როცა აკეთებს, უნდა აცნობიერებდეს, რომ როგორც  ეკონომიკის  კომიტეტის  თავჯდომარე, რომელიც არის  საზედამხედველო ფუნქციით აღჭურვილი, რეალურად უნდა აკონტროლებდეს, იბარებდეს, მსჯელობას მართავდეს იმასთან დაკავშირებით  თუ  როგორ  უნდა  გამოვიდეს  კრიზისიდან ეკონომიკა.  ბოლო ორი  წელია  პრაქტიკულად რეალურად  ეკონომიკის კომიტეტი არის ერთ-ერთი ყველაზე მიძინებული კომიტეტი პარლამენტში. ამიტომ ქილიკს, სჯობს  თვითონ  კარგად დაფიქრდეს, დაწეროს და წარმოადგინოს „ქართულმა ოცნებამ“ რაიმე  გეგმა თუ  აქვს. შემდეგ ჩვენ მზად  ვართ, რომ ამასთან დაკავშირებით გავმართოთ მსჯელობა და ასევე განვიხილოთ „მარშალის გეგმა“.


„მარშალის გეგმას“ რაც შეეხება, პირველ რიგში მივესალმებით იმ პრაქტიკას რაც ევროპულ ქვეყნებშია. მაგალითად გერმანიაში საერთოდ აკრძალულია, კერძო უკანონო მევახშეობა, ბევრგან ძალიან მკაცრად რეგულირებულია და ა.შ. ეს არის ის თემა  რომელზეც რეალურად საზოგადებამ უნდა იმსჯელოს. თუმცა, ყველაზე  მთავარი აქ მაინც მგონია ის, რომ რეალურად ქვეყანაში  ამ  წუთას ეკონომიკური პოლიტიკა არ არსებობს, ეს  არის  მთელი პრობლემა. რა  ეკონომიკური  პოლიტიკით  პასუხობს დღეს ხელისუფლება, მათ შორის ეკონომიკის კომიტეტი არსებულ ვითარებას? ეკონომიკის  კომიტეტში უნდა ხდებოდეს თავმოყრა იმ მოსაზრებების, რითაც მერე ქვეყანამ უნდა შეიმუშავოს  გარკვეული პოლიტიკა. მაგალითად, როგორ  პასუხობს ამ კორონავირუსის  ფონზე შექმნილ  კრიზისს  ქვეყანა და რა ეკონომიკური  პოლიტიკით აპირებს რომ გამოვიდეს ამ კრიზისიდან. მე  ადრეც ვთქვი, რომ რაც წარმოადგინა გახარიამ, ეს არ არის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა,  ეს არის ეკონომიკის  კრიზისთან  შეგუების გეგმა“, - აცხადებს ლევან კობერიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up