„ქართული ოცნების“ პრემიერობის სავარაუდო კანდიდატმა, 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობა“ დააფინანსა

„ქართული ოცნების“ პრემიერობის სავარაუდო კანდიდატმა, 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობა“ დააფინანსა

access_time2018-06-14 14:00:16

ვინ იქნება „ქართული ოცნების ხელისუფლების მეოთხე პრემიერმინისტრი? - საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე დღეს იმსჯელებს. უმრავლესობის შეხვედრა „ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში, 17:00 საათისთვის არის დაგეგმილი. როგორც მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღეს მიიღებენ.

 

მართალია, ამ დრომდე, უმრავლესობაში პრემიერობის კანდიდატს ოფიციალურად არ ასახელებენ, მაგრამ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე ამ თანამდებობაზე მთავარი კანდიდატია და დიდი ალბათობით, „ქართული ოცნების“ უმრვალესობა სწორედ მას წარადგენს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.


 

ფინანსთა მინისტრობამდე ბახტაძე საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი იყო. 2010-2012 წლებში კი, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. საინტერესოა, რომ სწორედ ამ პოზიციაზე მუშაობისას, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, მამუკა ბახტაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მსხვილი შემწირველი იყო. როგორც, სახელმწიფო აუდიტის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ საარჩევნო შემოწირებულობების რეესტრშია აღნიშნული, მამუკა ბახტაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს 20 ათასი ლარი შესწირა.  





ტურისტებმა საქართველოში, ივლისში რეკორდული თანხა - 431 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს

 ტურისტებმა საქართველოში, ივლისში რეკორდული თანხა - 431 მილიონი  აშშ დოლარი დახარჯეს
person access_time2018-08-16 15:00:26
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ივლისში საქართველოში მყოფმა უცხოელმა ვიზიტორებმა რეკორდული რაოდენობის თანხა - 431 მილიონი დოლარი დახარჯეს. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში დანახარჯები  379 მილიონს შეადგენდა. აქამდე ტურიზმიდან თვეების განმავლობაში 400 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი საქართველოს  არ...

43 რეკომენდაციიდან მხოლოდ 4 არის შესრულებული- სასტუმრო „ველმონდი“ ხვალ დაილუქება

43 რეკომენდაციიდან მხოლოდ 4 არის შესრულებული- სასტუმრო „ველმონდი“  ხვალ დაილუქება
person access_time2018-08-16 13:58:30
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო “ველმონდის” (ყოფილი “ლეოგრანდის”) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. „კომერსანტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე ველმონდში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს [დეტალური,...

ოქროს მომპოვებლები: საქართველოს 8 რეგიონში ძვირფას მეტალს 15 კომპანია ეძებს

ოქროს მომპოვებლები: საქართველოს  8  რეგიონში ძვირფას მეტალს 15 კომპანია ეძებს
person access_time2018-08-16 10:30:27
საქართველოში ოქროს დაცული...

სებ-ის პესიმისტური სცენარით, ლარი 2018 წელს 10%-ით, 2019 წელს კი 15%-ით გაუფასურდება

სებ-ის პესიმისტური სცენარით, ლარი 2018 წელს 10%-ით, 2019 წელს კი 15%-ით გაუფასურდება
person access_time2018-08-16 11:00:19
...

რაულ ხაჯიმბა: აფხაზეთში რკინიგზა აუცილებლად ამოქმედდება, უნდა ეს საქართველოს თუ არა

 რაულ ხაჯიმბა: აფხაზეთში რკინიგზა აუცილებლად ამოქმედდება, უნდა ეს საქართველოს თუ არა
person access_time2018-08-15 20:00:00
აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმას რაულ ხაჯიმბამ რუსულ გამოცემა „იზვესტიას“ ინტერვიუ მისცა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up