„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი ინფრასტრუქტურა

„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი ინფრასტრუქტურა

access_time2020-01-28 10:45:30

ბორჯომი-ხაშურის მაგისტრალზე მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც ბანძელაძეების ოჯახის 4 წევრის გარდაცვალება მოჰყვა, კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სისტემის კოორდინირებული და გამართული მუშაობა მაშინ, როდესაც საქმე გადაუდებელ დახმარებას და ადამიანების სიცოცხლეს ეხება.  


26 იანვარს ბაქარ ბანძელაძემ, რომელიც მეუღლესთან და 3 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მგზავრობდა, ავტომობილის მართვისას საჭე ვერ დაიმორჩილა, გზაზე მოცურდა და მტკვარში გადავარდა...


სამაშველო ბრიგადის დახმარების მოლოდინში გამვლელები წუთებს არ კარგავდნენ და საკუთარი ძალებით მდინარის დინებასთან გამკლავებას და მგზავრების ავტომობილიდან გადმოყვანას ცდილობდნენ... ოჯახი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა, ამ დროს პულსი მხოლოდ ორ მცირეწლოვანს და დედას ესინჯებოდა...ხალხი კი მათ ხელოვნურ სუნთქვენს უტარებდა...სამაშველო ბრიგადა, რომელმაც ავტომობილი მდინარიდან უნდა ამოიყვანოს და პირველადი დახმარება აღმოუჩინოს მგზავრებს,  არ ჩანს!!!


პირველი ეკიპაჟი, უახლოესი ლოკაციიდან, ხაშურიდან, ადგილზე იყო 15:15 სთ-ზე, მეორე ეკიპაჟი - 15:18 სთ-ზე. სამაშველო ბრიგადა, რომელმაც ავტომობილი მდინარიდან უნდა ამოიყვანოს ისევ  არ ჩანს!!!



ამ დროს, ადგილზეა პატრულის ერთადერთი ეკიპაჟი...


სამაშველო ბრიგადა ადგილზე მივიდა, თუმცა, ავტომობილის წყლიდან ამოყვანას ვერ ახერხებს, რადგან შესაბამისად აღჭურვილი არ არის.. საბოლოოდ ავტომობილი შემთხვევიდან 2 საათში ამოიყვანეს წყლიდან..


ამ დროს, ერთ სასწრაფოში სამი ბავშვია, მეორეში ბავშვების მამა, ხოლო დედა მოქალაქემ საკუთარი ავტომობილით მიიყვანა ხაშურის სამედიცინო ცენტრში, საიდანაც მცხეთის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.


არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში ტრაგიკული შედეგების რაოდენობა მინიმუმამდე შეიძლება გამართულმა და კოორდინირებულმა სისტემამ დაიყვანოს - კარგად აღჭურვილი სასწრაფო დახმარება, დატრენინგებული მედიკოსები, გამართული სისტემა, რომელიც ორიენტირებულია მთავარზე - ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე!



თუმცა, სახეზეა უზუსტობები, რომელზეც საზოგადოება 112-თან მიმართებაში ხშირად საუბრობს:

 

#1 :  ქვიშხეთის მონაკვეთი ბორჯომის რაიონს ეკუთვნის... ბორჯომის სასწრაფო დახმარების პუნქტსა და შემთხვევის ადგილს შორის თითქმის 3-ჯერ მეტი მანძილია ვიდრე შემთხვევის ადგილსა და ხაშურის სასწრაფო დახმარების პუნქტს შორის... ისმის კითხვა, იგზავნება თუ არა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები ადმინისტრაციული დაყოფის შესაბამისად და რა მოხდა ქვიშხეთში?  

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურში აცხადებენ, ეკიპაჟის განსაზღვრა ხდება GPS სისტემით. რაც შეეხება ქვიშხეთის ავტოსაგზაო შემთხვევას, მათივე თქმით, ეკიპაჟები ერთდროულად გაიგზავნა, როგორც ხაშურიდან, ისე ბორჯომიდან. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები გამოძახებაზე იგზავნება არა ადმინისტრაციული დაყოფის შესაბამისად, არამედ შემთხვევის ადგილიდან უახლოესი ეკიპაჟის პრინციპით, რისი განსაზღვრაც ხორციელდება GPS სისტემით.

რაც შეეხება ქვიშხეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ 15:00 სთ-ზე გამოძახება 2 ინიციატორისგან მიიღო. მათ შორის, ერთი - შემთხვევის ადგილად ასახელებდა ბორჯომთან ტერიტორიულად ახლოს მდებარე ლოკაციას, ხოლო მეორე - ხაშურთან ახლოს მდებარე ლოკაციას. შესაბამისად, ეკიპაჟები ერთდროულად გაიგზავნა, როგორც ხაშურიდან, ისე ბორჯომიდან.

პირველი ეკიპაჟი, უახლოესი ლოკაციიდან, ხაშურიდან, ადგილზე იყო 15:15 სთ-ზე, მეორე ეკიპაჟი - 15:18 სთ-ზე. შემდგომში, ადგილზე კიდევ დამატებით 2 ეკიპაჟი მივიდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადას ყველა პირი გარდაცვლილი დახვდა და ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეიყვანეს კლინიკებში, მანამდე ადგილზე გულ-ფილტვის რეანიმაციები ჩაუტარდათ. ტექნიკურად რეანომობილები აბსოლუტურად აღჭურვილია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ყველა მანქანა და ყველა რეანომობილი არის აბსოლუტურად გამართული და ჩვენ ამის მონიტორინგს ვახორციელებთ ყოველდღიურ რეჟიმში.  ამბობს  კომერსანტთან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურის წარმომადგენელი თაკო სარიშვილი.


#2:  ავტოსაგზაო შემთხვევისას, სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა როგორც წესი ერთდროულად მოდიან. მტკვარში გადავარდნილი მანქანის წყლიდან ამოსაყვანად სასწრაფოზე ბევრად გვიან მივიდა ადგილზე სამაშველო სამსახურის მანქანა, რომელიც თვითმხილველების ინფორმაციით გაუმართავი იყო და ვერ მოახერხა მანქანის წყლიდან ამოყვანა. ასევე ისმის კითხვა, გამვლელებს რომ არ ამოეყვანათ დაშავებულები და გარდაცვლილები წყლიდან, როგორ აპირებდა 15 წუთში მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადა წყალში მყოფი  ოჯახისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, ალბათ სამაშველოს მოლოდინში, რომელიც საბოლოოდ ვერ გაუმკლავდა ტექნიკურად პრობლემას?


#3: რატომ არ ჰყავს მსგავსი შემთხვევებისთვის 112-ს მინიმუმ 2 ვერტმფრენი მაინც, რომელიც მოვალეობას იმაზე სწრაფად შეასრულებდა, ვიდრე ნებისმიერი ხმელეთზე მოძრავი სამაშველო თუ სასწრაფო დახმარების ბრიგადა?


#4: რატომ ვერ დაიხარჯა 7-წლის განმავლობაში არა მხოლოდ ტექნიკაზე, არამედ 112-ის სისტემურ და სწორ მოწყობაზე, კადრების გადამზადებაზე იმდენივე თანხა მაინც, რამდენიც პრემიებზე?


„კომერსანტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას სასწრაფოს მისვლისას, ორ მცირეწლოვანს პულსი ესინჯებოდა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ფორსმაჟორულ სიტუაციაში სასწრაფოს ექიმმა, რომ სამი დაშავებული ერთი რეანომობილით გადაეყვანათ, რადგან მეორე ჯერ ადგილზე მისული არ იყო.  ხოლო ბავშვების დედა მოქალაქეებმა კლინიკაში საკუთარი ავტომობილით გადაიყვანეს, რომელსაც რეანიმაციული ღონისძების შედეგად აღუდგა გულისცემა და ხაშურიდან მცხეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა ბოლო ინფორმაციით ოჯახის მეხუთე წევრი, 30 წლის ქალბატონი უმძიმეს მდგომარეობაშია. 


თვითმხილველი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მგზავრების გადარჩენის პროცესში, „კომერსანტთან“ ამბობს , რომ მათ მოითხოვეს ბრიგადის გამოგზავნა ხაშურიდან, რაც ბევრად უფრო სწრაფი იქნებოდა, პასუხად კი მიიღეს, რომ ამისთვის ცალკე გამოძახება უნდა განეხორციელებინათ.


112-ის მუშაობა რომ ზოგადად პრობლემატური თემაა ამაში ახალი არაფერია, რატომღაც მიაჩნიათ, რომ თუ მანქანებს იყიდიან, სასწრაფო მუშაობს.  სასწრაფო სამედიცინო დახმარება არის საკმაოდ რთული სისტემა, მას სჭირდება სწორი აღქმა, სწორი მართვა და მუდმივი ტრენინგი.“ - ასე აფასებს სამედიცინო ექსპერტი ვატო სურგულაძე სასწრაფო-გადაუდებელ დახმარებებთან დაკავშირებულ შემთხვევებს.


„112 ის არსებობა უნდა იყოს იმაზე გათვლილი, თუ რომელი მივა უფრო სწრაფად. სასწრაფო ფოთიდან გრიგოლეთში უფრო სწრაფად მივა მიუხედავად იმისა, რომ  გრიგოლეთი ოზურგეთის რაიონს ეკუთვნის. ამის კოორდინაციის საკითხია პრობლემური,  უნდა ხდებოდეს სწორი გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელი და რამდენი სასწრაფო დახმარების ბრიგადა უნდა გაიგზავნოს.  მუნიციპალიტეტის ცნება პირობითია, რა მნიშვნელობა აქვს რომელს ეკუთვნის ესა თუ ის პუნქტი და შემთხვევის ადგილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაიონების მანქანები არ არის რეანომობილები, ეს არის ჩვეულებრივი სახანძრო ბრიგადები, რომელიც არ არის აღჭურვილი შესაბამისად და რეანომობილს ვერ დავარქმევთ.“


ვატო სურგულაძემ მსგავსი შემთხვევებისთვის ვერტმფრენების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ ტექნიკის ხარჯებისა, ქვეყანაში ორი ვერტმფრენი მაინც აუცილებლობად უნდა იყოს.


„112-ს ვერტმფრენები არ ჰყავს, თუ სჭირდებათ იყენებენ სასაზღვრო პოლიციის  ვერტმფრენებს,რომელიც უნდა აღჭურვო. მე მქონდა საუბარი ამაზე, მაგრამ იმდენად ძვირი არ ღირს რამდენადაც ძვირია შემდეგ მათი შენახვა .“ - ამბობს ვატო სურგულაძე.  

 

ეს არ არის პირველი გახმაურებული შემთხვევა, როცა 112-ის გაუმართავმა მუშაობამ ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. არ შეიძლება არ გავიხსენოთ, 16 წლის მოზარდის ლუკა ფოფხაძის შემთხვევასაც, რომელიც ვირუსული ნეიროტოქსიკოზის ნიშნებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ამბროლაურის საავადმყოფოში 20 ივლისს მიიყვანა. მალევე გამოიძახეს რეანომობილი, რომელსაც ბიჭი ქუთაისში უნდა წაეყვანა. თუმცა, ვინაიდან რაჭაში რეანომობილები არ არის, მანქანა  ლენტეხიდან წამოვიდა, რასაც რამდენიმე საათი დასჭირდა. ამასთან, გზაში რეანომობილის აპარატურა მწყობრიდან გამოვიდა და პაციენტს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა, ამან კი  გულ-ფილტვის გაჩერება გამოიწვია. 


შეიძლება თუ არა ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული იყოს ის ხარჯები, რომელიც 112-ის გამართულ მუშაობას, ვერტმფრენების დამატებასა, ამ სამსახურის სისტემაში მოყვანასა და კადრების დატრენინგებას სჭირდება?  საეჭვოა, რომ საქართველოს გადაუდებელი დახმარების სამსახურის სრულად აღჭურვა იმაზე მეტ თანხებს ითხოვდეს, ვიდრე მმართველი გუნდის მიერ პრემიებზე დახარჯული ფულია!




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up