„ქართული ოცნების“ მხრიდან მეტ პოპულიზმს ვნახავთ“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი კოვიდჯარიმების ამნისტიაზე

„ქართული ოცნების“ მხრიდან მეტ პოპულიზმს ვნახავთ“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი კოვიდჯარიმების ამნისტიაზე

access_time2021-06-24 15:00:39

„ქართული ოცნების“ მხრიდან მეტ პოპულიზმს ვნახავთ, ამაში გასაკვირი არაფერია, ხელისუფლება ახლა საზოგადოების მოთაფვლას ცდილობს“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას კოვიდრეგულაციების დარღვევებზე დაკისრებული ჯარიმების გაუქმების შესახებ. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, 245 000 ფიზიკურ და 344 იურიდიულ პირს 76 მლნ ლარის ჯარიმა ჩამოაწეროს, უსამართლობის განცდას ორი ტიპის ადამიანში გააჩენს - ვინც ჯარიმა უკვე გადაიხადა და იმათში, ვინც ჯარიმის შიშით სახლში მორჩილად იჯდა. როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, სამართლიანობა მთავრობის ინტერესსა და პოპულიზმს ეწირება.

 

„რასაც ჩენ ვხედავთ არის ის, რომ ქართულ ოცნებას ძალიან უჭირს და მაღალი ალბათობით, მათ შორის პოპულისტური ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაშიც, არჩევნებზე 43%-ის აღება გაუჭირდება. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ იგივე 2 000 ლარი ჯარიმა ღარიბ საზოგადოებაში იყო არასწორი და არა რაციონალური. მეორეს მხრივ, თუ საზოგადოებას გავუჩენთ იმის შეგრძნებას, რომ ხელისუფლებას როდესაც დასჭირდება, ჯარიმებს მოხსნიან, მაშინ ჯარიმას აზრს ვუკარგავთ. ხვალ მთავრობას კიდევ რომ დასჭირდეს პირბადისთვის ან სხვა დარღვევისთვის ჯარიმის გამოწერა, ადამიანები რეგულაციებს ნაკლებად დაიცავენ. რეალურად კი პანდემია არ დასრულებულა და „დელტა“ შტამი (ე.წ. ინდური შტამის) ორიგინალ ვირუსზე სწრაფად ვრცელდება. ცხადად ჩანს, რომ ჩვენ პრობლემები წინ გველოდება და მთავრობამ ძირითადი ძალისხმევა უნდა ჩადოს ვაქცინაციაში, რათა საზოგადობრივი იმუნიტეტი სწრაფად გვქონდეს. ეს პოპულიზმი ვერც ვირუსისგან დაგვიცავს და ვერც მთავრობას დაიცავს ხალხის უკმაყოფილებისგან, რომელიც უფრო მზარდია“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილი.

 

ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ პანდემიის დაწყების დღიდან საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებდა არა ქვეყნის შიგნით არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, არამედ სხვა ქვეყნების მაგალითით, რამაც ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გააუარესა.

 


„ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის 60 პროცენტი აიცრა, გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, მათთვის მიებაძა, მაგრამ ჩვენთან ვირუსის გავრცელება გაცილებით მაღალია, სიკვდილიანობა მაღალია, ვაქცინაცია კი ჩავარდნილია. ასეთ პირობებში პოპულისტობა ძალიან დამაზიანებელი იქნება შემოდგომასა და ზამთარში. ვფიქრობ, რომ შეზღუდვებს, თუნდაც ისე ცუდად გაკეთებულს და ისე ცუდად ადმინისტრირებულს როგორც საქართველოში იყო, თუ საზოგადოების ნაწილი მაინც იცავს, ამას თავის ეფექტი აქვს.  დეკემბერში 85%-მდე ავიდა პირბადის ტარების მაჩვენებელი, მარტში ეს რიცხვი 40-მდე დაეცა და ვნახეთ კიდეც როგორ გაიზარდა ვირუსის გავრცელება. უაზრობაა რეგულაციების ნაჯახივით გამოყენება, როცა მას შენი ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას არ უსადაგებ“, -  ზურაბ ჭიაბერაშვილი.


245 000 ფიზიკური და 344 იურიდიული პირისთვის კოვიდჯარიმების, ჯამში 76 მლნ ლარის ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილება, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს, 24 ივნისს გააჟღერა. კანონპროექტი პარლემენტმა უნდა დაამტკიცოს.

კოვიდჯარიმები დაახლოებით ნახევარი 36.9 მლნ ლარი 2020 წელსაა გამოწერილი, დანარჩენი 2021 წელს. კომენდანტის საათის დარღვევა აპრილ-მაისში 3000 ლარიან ჯარიმას იწვევდა, ნოემბრიდან 2000 ლარიანს განმეორებით შემთხვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. პირბადის არქონის გამო კი ჯაროიმა 20 ლარს, განმეორებით შემთხვევაში 40 ლარს შეადგენდა. იურიდიული პირები კი 10 000 და 15 000 ლარით ჯარიმდებოდნენ.


ბაჩო ადამია 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up