„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ფასები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, ხოლო ემიგრაციაში 760 ათასი ადამიანი წავიდა“

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ფასები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, ხოლო ემიგრაციაში 760 ათასი ადამიანი წავიდა“

access_time2020-10-13 16:30:09

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მმართველობას პერიოდში ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ წერს.


მის პოსტს „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:


„ეკონომიკა ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, მშრალი რიცხვები:


• ეკონომიკა (რეალური მშპ) 2012-დან (30,439 მლნ ლარი) 2020 წლამდე (37,945 მლნ ლარი) დაახლოებით 25%-ით გაიზარდა. წლიური საშუალო ზრდის ტემპი მხოლოდ 3%;

• ტურიზმის შემოსავლები 2012 წლიდან (1,682 მლნ ლარი) 2019 წლამდე (3,526 მლნ ლარი) 110%-ით გაიზარდა;

• თითქმის ყველა საერთაშორისო რეიტინგი გაუმჯობესებულია; (https://tradingeconomics.com/georgia/rating)


• 2013-2019 წლებში FDI (პირდაპირი უცხოური ინვესტიციები) წლიურად საშუალოდ 7.4%-ით იზრდებოდა;

• სოფლის მეურნეობა მხოლოდ 4.1%-ით გაიზარდა (მუდმივ ფასებში);

• 2012 წლიდან 2020-ის მიმდინარე პერიოდამდე ლარი აშშ დოლართან 93.4%-ით გაუფასურდა 1.65-დან 3.22-მდე;

• დასაქმებულთა რიცხვი მხოლოდ 2%-ით გაიზარდა;

• 2012-2020 წლებში სამუშაო ძალა 4.7%-ით შემცირდა;

• სამუშაო ძალის გარეთ ადამიანთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა;

• 2012-2019 წლებში ქვეყნიდან ემიგრაციაში ჯამურად 760 000 ადამიანი წავიდა;

• საქართველოს სახელმწიფო ვალი 2012 წლიდან 2020 წლამდე 230%-ით გაიზარდა.


ახლა კი შეფასება:

ეკონომიკის რეალური ზრდის ტემპი იყო დაბალი. ინვესტიციების ზრდა იყო ძალიან დაბალი, მითუმეტეს ახალი ინვესტიციების. ლარი თითქმის ორჯერ გაუფასურდა აშშ დოლართან, რამაც ზეგავლენა მოახდინა ინფლაციაზე და ბოლო 8 წელიწადში ფასები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დასაქმება. ყველაზე საგანგაშო ამ რიცხვებში მგონი ესაა - ქვეყნიდან ბოლო რვა წელში ემიგრაციაში 760 ათასი ადამიანი წავიდა,“ წერს  გიორგი კეპულაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up