„ქართული ოცნების“ მიერ განიავებული და გაცდენილი 8 წელი - ბადრი ჯაფარიძე

„ქართული ოცნების“ მიერ განიავებული და გაცდენილი 8 წელი - ბადრი ჯაფარიძე

access_time2020-10-02 17:32:39

„ლელოს“ გენერალურმა მდივანმა და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ მმართველი პარტიის საპარლამენტო სია შეაფასა. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველმა ძალამ ამოწურა მორალური და საკადრო რესურსი იმისათვის, რომ ჰქონდეს პრეტენზია ქვეყნის მმართველობის გაგრძელებაზე. ვნახეთ წარსულში დარჩენილი პოლიტიკური ძალა და წარსულში დარჩენილი ლიდერი. რაც მთავარია, ადრე „ქართული ოცნება" და მისი ლიდერი იძლეოდნენ დაპირებებს და არ ასრულებდნენ, ახლა საერთოდ დაპირებებსაც აღარ იძლევიან," - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

„ლელოს“ გენერალური მდივნის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პროგრამული ნაბიჯი და არ ზრუნავს იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა იმ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან, სადაც აღმოვჩნდით.

„ამიტომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ხელისუფლება 31 ოქტომბერს იმისათვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს იმ უმძიმესი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრა, რომელიც ახლა ჩვენ წინაშე დგას. ჩვენს მოსახლეობას სჭირდება პოლიტიკური ძალა, რომლესაც აქვს უნარი, გამოცდილება, ხედვა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის. თუ როგორ შევაჩეროთ ეკონომიკური ვარდნა, როგორ შევაჩეროთ ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში, როგორ დავიწყოთ დასაქმების პრობლემის გადაჭრა, როგორ დავუბრუნოთ ადამიანებს სამუშაო ადგილები, აი ეს არის ახლა მთავარი ამოცანა. „ლელო“ არის კონცენტრირებული იმაზე, რომ არჩევნების მეორე დღიდანვე დავიწყოთ ყველა იმ მწვავე საკითხის გადაჭრა მოსახლეობისთვის, რომელსაც თანამოქალაქეები ეჯახებიან. „ქართულ ოცნებას" არაფერი აქვს სათქმელი მოსახლეობისათვის განვლილ რვა წელთან დაკავშირებით. ეს კი მიანიშნებს იმას, რომ არ აქვს ხედვა და გეგმა. ისინი დარჩნენ წარსულში და საუბრობენ წარსულ პერიოდზე, რომელიც ჩვენ უკვე გადავფურცლეთ და ეს არის სწორედ მთავარი მესიჯი, რომელიც ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ მივიღეთ, უპასუხისმგებლო ლიდერების განცხადების სახით,“ - აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიები სწორედ იმიტომ ვარსებობთ, რომ თუ რაიმე პრობლემა გვერგო მემკვიდრეობით, ის გადავჭრათ და „ქართულმა ოცნებამ“ ვერაფერი შეძლო რვა წლის განმავლობაში, რომ დაძლეულიყო სიღატაკის პრობლემა, შემცირებულიყო მოშიმშილე ბავშვების რაოდენობა. ვერაფერი ვერ გააკეთეს ამ მიმართულებით და უფრო მეტიც, სიღატაკის ზღვარს მიღმა მოქალაქეების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, მით უმეტეს, პანდემიის ფონზე,“ - განმარტა „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა.



NS






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up