„ქართული ოცნების“ ლიდერები „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მხარდაჭერით შექმნილ კომპლექს „ვილა მოსავალში“ იმყოფებოდნენ

„ქართული ოცნების“ ლიდერები „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მხარდაჭერით შექმნილ კომპლექს „ვილა მოსავალში“ იმყოფებოდნენ

access_time2020-09-11 22:40:11

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესა და მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ შალვა კერესელიძესთან ერთად, სოფელ ახალუბანში სასტუმრო კომპლექს „ვილა მოსავალში" იმყოფებოდნენ, რომელიც „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მხარდაჭერით შეიქმნა. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„კომპანიამ ღვინის ქარხნის შესაქმნელად 13 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.

სასტუმრო კომპლექსის მფლობელობაშია მევენახეობა და ღვინის ქარხანა, რომელიც 18-მდე სახეობის ღვინოს აწარმოებს. როგორც კომპლექსის მფლობელმა მიხეილ შეყრილაძემ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან საუბრისას აღნიშნა, „ვილა მოსავალი“ წელიწადში 300 000 ბოთლ ღვინოს ასხამს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახორციელებს, თუმცა სამომავლოდ ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

კომპანიაში 70 ადამიანია დასაქმებული.


„ქართული ოცნების“ ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მევენახეობა-მეღვინეობის, ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია და მისასალმებელია, რომ ამ მიზნით შექმნილი პროგრამების კონკრეტული შედეგები ყველა რეგიონში ხელშესახებია“  – ნათქვამია ინფორმაციაში.





მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვებისთვის ემზადება

მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვებისთვის ემზადება
access_time2020-10-30 14:30:00
სექტემბრის ეკონომიკური ზრდა იყო მინუს 0,7%, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღებისა და აღდგენის იმ სერიოზულ პოტენციალზე, რომელიც დღეს უკვე ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ხელისუფლების, ეპიდემიოლოგების, ბიზნესისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. „სისტემური ლოკდაუნი...

„ბილაინი“ სომხეთის ბაზარს ტოვებს - გავა თუ არა VEON-ი საქართველოდან

„ბილაინი“ სომხეთის ბაზარს ტოვებს - გავა თუ არა VEON-ი საქართველოდან
access_time2020-10-30 16:00:45
სატელეკომუნიკაციო კომპანია VEON-ი სომხეთში საკუთარ ბიზნესს ყიდის. Veon Armenia-ს (სავაჭრო ნიშანი Beeline) ადგილობრივ კომპანია Team LLC ყიდულობს. გარიგების ღირებულება 51 მლნ დოლარს შეადგენს. VEON-ში ვარაუდობენ, რომ ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება.   VEON-ი სომხეთის ბაზრიდან გამოსვლას „კომპანიის სტრუქტურის გამარტივებით და მიმზიდველი პერსპექტივების მქონე ბაზრებზე ორიენტირების სურვილით“ ხსნის.   სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგის ვებსაიტის თანახმად,...

"რამდენი ქარხანაც არ უნდა ავაშენოთ, დრო გაივლის და ქვეყანაში მხოლოდ სახელი დარჩება, ვიბრძოლოთ სახელისთვის" - ცეზარ ჩოჩელი ბიზნესმენებს

access_time2020-10-30 12:30:38
„ენმ“ - ის ძალა ერთობაშიას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და „ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი პარტიის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და ბიზნესმენებს, მეწარმეებს და კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს თანადგომისკენ მოუწოდა.   „მე მინდა მოვუწოდო ყველა მეწარმეს, ყველა ბიზნესმენს და ყველა კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანს, თუ  ჩვენ გვინდა, რომ ხვალიდნელი დღე იყოს უკეთესი,  თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე იდგეს, არა...

2020 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდა

2020 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდა
access_time2020-10-30 12:00:43
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ სექტემბერში 0.7% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი -5%-ია. მათ შორის წლის პირველ კვარტალში ზრდა 2.2% იყო, მეორე კვარტალში - 12.3%-იანი ვარდნა, მესამე კვარტალში კი - 3.8%-იანი კლება დაფიქსირდა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2020 წლის სექტემბერში,...

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...


მსგავსი სიახლეები

up