„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წარუმატებელი პროექტი - ლარიზაცია

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წარუმატებელი პროექტი - ლარიზაცია

access_time2019-02-20 10:00:41

2017 წლის 17 იანვარი - თარიღი, როდესაც “ქართული ოცნების“ კიდევ ერთი პროექტის ლარიზაციის ათვლა დაიწყო, მაგრამ   ზუსტად ორ თვეში იმედგაცრუებით დასრულდა.


ლარის გაუფასურებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების ნაწილობრივ აღმოფხვრის საფუძვლით, ხელისუფლებამ ე.წ. გალარების ერთჯერადი პროგრამა დაამტკიცა, რომელიც 2017 წლის 17 იანვრიდან 24 მარტის ჩათვლით გაგრძელდა. აღნიშნული პროგრამა მოქალაქეებს საშუალებას აძლევდა დოლარში აღებული სესხის ლარში კონვერტაცია მოეხდინათ იმ დროისთვის არსებულ გაცვლით კურსზე 20 თეთრით დაბალ ფასად, ხოლო აღნიშნული სხვაობის დაფარვა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მოხდებოდა სუბსიდიის სახით. პროგრამა შეეხო მოქალაქეებს, რომელთაც სესხი დოლარში 2015 წლის 1 იანვრამდე უძრავი ქონების უზრუნველყოფით ჰქონდათ აღებული.


„საბოლოო ჯამში, ამ პროგრამის მიზანია ვალუტის რყევების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების შემცირება სესხების მომსახურების ნაწილში, რაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს იმას, რომ ჩვენს მოსახლეობას აღარ გაეზრდება და შეუმცირდება ყოველთვიური გადასახადი, რასაც ისინი, ვალუტის რყევის შემთხვევაში, სესხის ძირის და პროცენტის მომსახურებაში იხდიდნენ,“ - აცხადებდა იმჟამინდელი პირველი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც თავად იყო პროექტის ავტორი.


ყოფილი ფინანსთა მინისტრი დარწმუნებული იყო, რომ  ე.წ. გალარებით ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა შემცირდება, რადგან მსესხებლებს, რომლებსაც ყოველთვიურად უწევდათ ვალუტის შეძენა მათი შემოსავლების კვალდაკვალ სესხის დასაფარავად, ამის გაკეთება არ მოუწევთ. ეროვნული ბანკი პირდაპირ მიაწვდის გალარებისთვის საჭირო ვალუტას კომერციულ ბანკებს და ამისთვის საჭირო ლარის რესუსს.


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სტატისტიკურად ერთჯერადი გალარების სუბსიდია შესაძლებელი იყო დაახლოებით 33 ათას სესხს შეეხებოდა. 


პირველი ვიცე-პრემიერის იდეა მოსწონდა იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს:  „უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების „გალარება“ სწორი პროცესია, რომელიც დოლარზე მოსახლეობისა და საფინანსო სექტორის დამოკიდებულების თანდათანობით შემცირებას ისახავს მიზნად. ვფიქრობთ, ეს წარმატებული პროექტი იქნება.“




პროგრამის ამოქმედებიდან ორ თვეში დიმიტრი ქუმსიშვილმა მოსახლეობას მადლობა გადაუხადა: “ეს იყო ერთჯერადი მხარდაჭერის აქცია სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ძალიან მოვინდომეთ და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ამ პროგრამის შედეგად 60 მილიონი დოლარის პორტფელის გალარების შედეგი მივიღეთ. მინდა გამოვხატო მადლიერება ყველა იმ ოჯახის მიმართ, ვინც მიიღო ამ აქციაში მონაწილეობა. 4 500 ოჯახი, ამ პროგრამის შედეგად არის დაზღვეული შემდგომი სავალუტო კურსის რყევებისგან. გარდა ამისა, ცვლილებები, რომელიც შევიდა კანონმდებლობაში, დაეხმარება გალარების პროცესს. ეს არის ის ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს 100 000 ლარამდე სესხების ლარში გაცემას“.



თუმცა ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ე.წ. გალარების შედეგები მთავრობამ ზუსტად დაითვალა და აღმოჩნდა - ცვლილებების ძალაში შესვლის პერიოდისთვის (2017 წლის იანვარი) კომერციული ბანკების მიერ სესხის სახით 18.9 მლრდ ლარი იყო გაცემული, საიდანაც 6.5 მლრდ ლარი (35%) ლარში, 12.3 მლრდ (65%) კი უცხოურ ვალუტაში იყო დენომინირებული. 1-ლი აპრილის მონაცემებით, ანუ პროგრამის დასრულებისას, გაცემული სესხების მაჩვენებელმა 18.3 მლრდ ლარი შეადგინა, მათ შორის 7.1 მლრდ ლარი (39.1%) ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 11.2 მლრდ ლარი (60.9%) უცხოურ ვალუტაში. ამდენად, პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში, დოლარიზაციის მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა.


factcheck-ის ინფორმაციით, დოლარიზაციის კლება სრულად აღნიშნული პროგრამით გამოწვეული პროცესებით არ აიხსნება, თუმცა, ბუნებრივია, ხელოვნურმა ჩარევამ კონკრეტულად მოცემული პერიოდის მაჩვენებლების ცვლილებაზე გავლენა იქონია. ზოგადად, ფაქტობრივი მონაცემებიდან გამომდინარე, შესაძლოა პროექტს წარუმატებელი ეწოდოს. კერძოდ, სესხების კონვერსიის პროცესის სუბსიდირებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების (65 მლნ) მხოლოდ 24.2% (15.7 მლნ) იქნა ათვისებული. პროგრამით ისარგებლა 5 614-მა ბენეფიციარმა, მაშინ როცა ცვლილებები, მაშინდელი ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 33 ათას, ხოლო ეროვნული ბანკის პოზიციით, 27 ათას მსესხებელს უნდა შეხებოდა. ამდენად, სესხის გალარება მისაღებად მოვალეთა მხოლოდ 17-20%-მა მიიჩნია.

  

მოლოდინი გვქონდა მეტის. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს იყო დახმარების აქცია, რომელიც მთავრობამ თავისი ნებით გამოხატა და ამაზე ნებაყოფლობით უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება მსესხებლებს, ჩვენ ამ მიმართულებითაც ძალიან კმაყოფილები ვართ. 


დარწმუნებული ვართ, რომ ის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა, მათ შორის ის, რომ 100 ათას ლარამდე სესხები გაიცემა ლარებში, ამ მოცულობის მსესხებლებში მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უფროდაუფრო ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ვალუტის რყევებზე,- ასე შეაფასა პირველმა- ვიცე პრემიერმა ე.წ. გალარების საბოლოო შედეგი.



გალარება მომდევნო ერთი წელი და მეტიც აღარავის უხსენებია, იგი რამდენიმე დღის წინ ევროპული საქართველოს წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გაიხსენა, როგორც „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წარუმატებელი პროექტი:


„გალარების პროგრამამ, რომელსაც თითქოს სესხების პრობლემა უნდა მოეხსნა, ფაქტობრივად, ვერ იმუშავა... ისინი ლაპარაკობდნენ, რომ ბიუჯეტიდან 65 მლნ-ს დავხარჯავთ. სინამდვილეში, როცა ეს პროგრამა მორჩა, 15 მლნ დაიხარჯა“.



აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, სწორედ ე.წ გალარების პროგრამის ფარგლებში  2017 წლის იანვრიდან, ფიზიკურ პირებზე 100 000 ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემა აიკრძალა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, იმის გამო რომ ლარი დღემდე არ ითვლება „სანდო“ ვალუტად, სხვადასხვა სავაჭრო თუ ბიზნეს ოპერაციების დროს, ფიზიკურ პირებს სესხად აღებული ლარის დოლარში კონვერტაცია უწევთ, რის გამოც თანხის მნიშვნელოვან პროცენტს კარგავენ.


სალომე ლემონჯავა





29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up