„ქართული ოცნების“ „კეთილშობილება“ სიყალბეა, 200 ლარიანი დახმარება სახელმწიფო ვალია და მომავალ თაობებს ტვირთად დააწვება- ლევან ბეჟაშვილი

„ქართული ოცნების“ „კეთილშობილება“ სიყალბეა, 200 ლარიანი დახმარება სახელმწიფო ვალია და მომავალ თაობებს ტვირთად დააწვება- ლევან ბეჟაშვილი

access_time2020-08-27 11:15:06

„ქართული ოცნების“ „კეთილშობილება“ სიყალბეა. 200 ლარიანი დახმარება სახელმწიფო ვალია და მომავალ თაობებს ტვირთად დააწვება“, – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟიაშვილი სახელმწიფოს მიერ გაცემულ 200 ლარიანი დახმარებების შესახებ განცხადებას აქვეყნებს.


როგორც „კომერსანტს“ ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული ფინანსური დახმარება სახელმწიფოს ვალდებულებაა და ამას „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის არ უნდა იყენებდეს.


„საარჩევნო კამპანია რეგიონებში უკვე მიმდინარეობს, „ქართული ოცნების“ აგიტატორები კი მოსახლეობასთან საუბრისას პარტიის „კეთილშობილებასა“ და „წყალობას“, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 ლარიანი დახმარებების გაცემას გულისხმობს, ხშირად აღნიშნავენ და სანაცვლოდ მხარდაჭერას ითხოვენ.



ჩვენი განცხადებაც სწორედ იმას უკავშირდება, რომ ეს დახმარება კეთილშობილების წარმოჩენა ნამდვილად არაა და პანდემიის მძიმე პირობებში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენა სახელმწიფოს ვალდებულებაა. სტაბილური ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის დახმარების უზრუნველსაყოფად კი საერთაშორისო საზოგადოებამ მათ მსხვილი დახმარებები და კრედიტები მისცა.


სანაცვლოდ ჩვენ მივიღეთ ის, რომ თითოეული დახმარების გაწევაში კორუფციული სქემებია ჩართული. რამდენჯერმე გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომ ჯერ კიდევ დასაქმებული პირებისთვის 300 ლარიანი დახმარების ჩარიცხვასთან დაკავშირებით დარეგისტრირებულია დაახლოებით 300 000-მდე ადამიანი, საიდანაც დაახლოებით 85 000 -ს ჯერ კიდევ არ მიუღია ეს დახმარება.


ასევე ეს 200 ლარიანი დახმარებები რომელიც გაცემულია არასრულწლოვან მოქალაქეებზე ბუნებრივია არის არა ქართული ოცნების და ხელისუფლების წყალობა, არამედ სახელმწიფო ვალდებულება, რომელიც ასევე მომავალი თაობების, საქართველოს მომავალი ხელისუფლების მიერ უნდა იყოს გასტუმრებული. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ გაცემული დახმარებები, რომლის სანაცვლოდაც ქართული ოცნება მხარდაჭერას ითხოვს,  არ არის ქართული ოცნების წყალობა და კეთილშობილება“, - განმარტავს ლევან ბეჟაშვილი.


შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მაისიდან, კორონავირუსის პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის სახელმწიფომ 200 ლარიანი კომპენსაციის გაცემის ბრძანება გასცა. აღნიშნული კომპენსაციებისთვის, რომელსაც უხელფასოდ დარჩენილი პირები 6 თვის განმავლობაში მიიღებენ, საერთო ჯამში 460 მლნ. ლარამდე გამოეყო.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up