ქართული ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს

ქართული ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს

access_time2019-09-23 21:00:15

ქართული ოცნების დეპუტატი, რევაზ არველაძე ამბობს, რომ თუ დღის წესრიგში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩენტის საკითხი დადგება, ის მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სააგენტო 2020 ნიუსმა გაავრცელა, არველაძემ კი On.ge-სთან საუბარში იგივე გაიმეორა.

 

დეპუტატმა განმარტა, რომ პატიმრების შეწყალების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თუ დადგინა, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონი დაარღვია, ის ამ შემთხვევაში იმპიჩმენტის მომხრეა.

 

დღეს, 23 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ორი ნარკორეალიზატორი შეიწყალა.

 

18 სექტემბერს ევროპულ საქართველოში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ირმა ნადირაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საქმეები უშუალოდ საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შუამდგომლობით გვარდება. 20 სექტემბერს კი პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე ნადირაშვილი დაიბარა.

 

პატიმრების შეწყალება


პრეზიდენტის მიერ შეწყალების სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე კვირაში არაერთი კითხვა დაისვა. 17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მარიამობას მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი, ზურაბ ნადირაძე შეიწყალა. მის ექსტრადიციას საქართველოს მთავრობა 23 წლის განმავლობაში ითხოვდა.

 

მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ბეჟანიძე 2016 წლის მარტში დააკავეს და 11 წელი ჰქონდა მისჯილი.

 

ამასთანავე, პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც ბათუმში პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული. პოლიციელის მკვლელობისთვის რამაზ დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

 

რამდენიმე კვირის წინ თვითონ სალომე ზურაბიშვილმა მაშინ გადაწყვეტილების განმარტებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.

 

"ეს უცებ გახდა რაღაც სალაპარაკო პრობლემა იმ დროს, როცა აქ ამდენი არის პოზიტივზე სალაპარაკო. ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადება არის უფრო დეტალური გასაკეთებელი, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში", — თქვა მაშინ ზურაბიშვილმა.

 

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ამასთანავე, მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალება მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის. რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების უფლება დაიხვეწოს. 18 სექტემბერს მან შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

 

წყარო: on.ge





„შრომის კოდექსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არა კანონპროექტის ავტორის ემოციურ მდგომარეობასა და განწყობას, არამედ მაღალ დონეზე მომზადებულ აკადემიურ კვლევას უნდა ეფუძნებოდეს"

„შრომის კოდექსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არა კანონპროექტის ავტორის ემოციურ მდგომარეობასა და განწყობას, არამედ მაღალ დონეზე მომზადებულ აკადემიურ კვლევას უნდა ეფუძნებოდეს
access_time2020-08-12 12:00:17
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს პარლამენტში შრომის კოდექსის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვას კიდევ ერთხელ ეხმიანება, კერძოდ, ასოციაციაში აცხადებენ, რომ: „საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შრომის კოდექსთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით მხარდაჭერა სულ მცირე ალოგიკურად გამოიყურება იმ ფონზე, როცა კონონპოექტის ინიციატორმა არ გაიზიარა არც თავად წამყვანი კომიტეტის მიერ პირველი მოსმენის დროს...

ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგი - რომელ ადგილზე ვართ მსოფლიოში

ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგი - რომელ ადგილზე ვართ მსოფლიოში
access_time2020-08-12 13:00:59
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, „ვებომეტრიქსმა“ (http://www.webometrics.info/), რომელიც მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგებს წელიწადში ორჯერ იკვლევს, მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა მოიცავს 31 ათასამდე უმაღლეს სასწავლებელს 200-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. „ვებომექტრიქსი“ იკვლევს, უნივერსიტეტების სამეცნიერო წარმატებას და მათი ონლაინ-რესურსების გავლენიანობას. სამეცნიერო კრიტერიუმები...

საინტერესო საქართველოსთვისაც - მიდის თუ არა BP აზერბაიჯანიდან?

საინტერესო საქართველოსთვისაც - მიდის თუ არა BP აზერბაიჯანიდან?
access_time2020-08-12 12:05:42
აზერბაიჯანსა და საქართველოში მღელვარე ინტერესით შეხვდნენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ენერგეტიკულმა გიგანტმა, კომპანია BP-მ შესაძლოა დატოვოს აზერბაიჯანი. ეს საკითხი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება საქართველოსაც, რადგან ის BP-ის სამი მასშტაბური პროექტის მონაწილეა. ტოვებს თუ არა BP აზერბაიჯანს? რა ელის საქართველოზე გამავალ მილსადენებს? რას აპირებს აზერბაიჯანი? ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია BP აპირებს გაყიდოს თავისი აქტივების დიდი ნაწილი იმის...

გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე

გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე
access_time2020-08-12 10:00:12
ბოლო პერიოდში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასის კლება ფიქსირდება. ტურისტების გარეშე დარჩენილი უძრავი ქონების გამქირავებლები განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. Galt&Taggart-ის ბოლო კვლევის თანახმად, დეველოპერებმა და კერძო ინვესტორებმა დაიწყეს ფასების შემცირება, რათა მოერგონ ახალ რეალობას, განსაკუთრებით კი ბინის გამქირავებლებმა. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფასების ახალ ტენდენციასთან დაკავშირებით დეტალების...

Kohi.ge ქობულეთში 4,5 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას აშენებს

Kohi.ge ქობულეთში 4,5 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას აშენებს
access_time2020-08-12 11:10:51
კომპანია Kohi.ge ქობულეთთან ახლოს  თანამედროვე კომპიუტერიზებულ ქარხანას ააშენებს, ამის შესახებ „კომერსანტს“ kohi.ge -ს დამფუძნებელმა ირაკლი ლომიძემ განუცხადა. მისი განცხადებით, ქობულეთში მდებარე  ქარხანა სახლების გამოშვებას მაისის დასაწყისიდან შეძლებს. „ქობულეთთან ახლოს ვაშენებთ ახალ, დიდ, თანამედროვე კომპიუტერიზებულ და ავტომატიზირებულ ქარხანას რობოტებით, რომელშიც 4,5 მილიონ ევროს ვდებთ. ქობულეთთან  ახლოს ...


მსგავსი სიახლეები

up