“ქართული ოცნების“ დეპუტატებს  საქართველოში აშშ-ის ელჩის წარდგენასთან დაკავშირებით საუბარი არ სურთ

“ქართული ოცნების“ დეპუტატებს საქართველოში აშშ-ის ელჩის წარდგენასთან დაკავშირებით საუბარი არ სურთ

access_time2019-09-10 19:00:03

ორი დღის წინ საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით  მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ამის პარალელურად, წელიწადნახევრიანი ინტერვალის  შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე კელი დენიანის კანდიდატურა წარადგინა.



აშშ-ს მომავალ ელჩთან დაკავშირებით დღემდე ხელისუფლების მხრიდან კომენტარი არავის გაუკეთებია.  ის რაზეც არ საუბრობს მმართველი გუნდი საუბრობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე. დევიდ კრამერი აცხადებს, რომ საქართველოში აშშ–ის ელჩის ამ დრომდე არყოლაზე პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს მთავრობას ეკისრება.


ამ დრომდე  ელჩის არყოლაზე პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს მთავრობას ეკისრება, რადგან მან არ მისცა აგრიმანი კანდიდატს, რომელიც გასულ წელს განიხილებოდა“, – განუცხადა აქცენტს კრამერმა.


“კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის “ქართული ოცნების“ დეპუტატები კელი დენიანის კანდიდატურას, რა გავლენა მოახდინა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩის არყოლამ  საქართველოს განვითარებაზე და როგორია მმართველი გუნდის პოზიცია  დევიდ კრამერის განცხადებასთან დაკავშირებით.


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში “ქართული ოცნების“ რვა დეპუტატია (შოთა შალელაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატის მანდატი დატოვების განცხადებით დღეს მიმართა.) “კომერსანტი“ პარლამენტის რვავე დეპუტატს დაუკავშირდა, თუმცა მცირედი კომენტარის გაკეთება მხოლოდ ისკო დასენთან შეძლო.



„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ელჩის დანიშვნას, დარწმუნებული ვარ ეს იქნება ისეთი კადრი რომელიც დაუჭერს საქართველოს მხარს ყველა საკითხში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით,“ — ეს ის მცირე კომენტარია, რომლიც “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გააკეთა.




ვრცლად თემაზე სასაუბროდ კი ისკო დასენმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფიო ქაცარავასთან გადაგვამისამართა.



სოფიო ქაცარავამ სატელეფონო საუბრისას „კომერსანტს“ განუცხადა, რომ ცუდ დროს ვურეკავდით და გვთხოვა სასაუბრო თემა ესემესით მიგვეწერა. თუმცა პასუხი აღარ დაუბრუნებია. 



როგორც თავად გვითხრა, მთელი დღე დატვირთული ჰქონდა “ქართული ოცნების“ კიდევ ერთ დეპუტატს გიორგი ხატიძეს და, შესაბამისად, საქართველოში აშშ-ს ელჩთან დაკავშირებით საუბარი ვერ შეძლო.


დასენისგან, ქაცარავსგან და ხატიძისგან განსხვავებით სატელეფონო ზარს საერთოდ არ უპასუხეს გია ვოლსკმა, ნინო გოგუაძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა,  ცოტნე ზურაბიანმა და თამარ ხულორდავამ. ჩვენ მათ შეტყობინებებიც გავუგზავნეთ, თუმცა პასუხი არც ერთისგან მიგვიღია.


შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი   წარადგინა. ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი 2018 წლის აპრილიდან არ ჰყავს. ელჩ იან კელის სწორედ ამ დროს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა. წარდგენილი ელჩის კანდიდატურას სენატმა უნდა დაუჭიროს მხარი.


კელი დენიანი კარიერული დიპლომატია, რომელიც ამ დროისათვის აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის ხელმძღვანელობის პოლიტიკური მრჩეველია. ის ასევე იყო იტალიაში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე, კოსოვოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.


თეთრი სახლის ინფორმაციით, 25-წლიანი კარიერის განმავლობაში კელი დენიანი აშშ-ის წარმომადგენლობებში მუშაობდა, მათ შორის, ნატოში (ბელგია), ანკარაში (თურქეთი) და ა.შ.


 მას  მიღებული აქვს Northwestern University-ის ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში, ასევე, სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში.



ბაჩო ადამია







დღეს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება

დღეს,  საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა  და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება
access_time2019-11-14 11:55:40
დღეს, 16:00 საათზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ მეთოდოლოგია წარუდგენს. შეხვედრას დაესწრებიან ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული...

რამზან კადიროვი: „იმედია, საქართველოში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია“

რამზან კადიროვი: „იმედია, საქართველოში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია“
access_time2019-11-14 11:30:35
ჩეჩნეთის პრეზიდენტი ისევ საუბრობს პირდაპირ გზაზე საქართველოში.ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ისევ აყენებს საკითხს საქართველოში პირდაპირი საავტომობილო გზის აშენებაზე.ეს პროექტი  პირველი ჩეჩნური ომის დასრულების შემდეგ დაიგეგმა, კერძოდ, თუმცა, ქართულმა მხარემ  მისი რეალიზება არ ჩათვალა საჭიროდ . „სოფელ იტუმ-კალედან საქართველოში ჩახვალ სულ რაღაც 40-50 წუთში. ჩვენ იქ გვქონდა გზა. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მომგებიანია - საქართველოს გავლით ჩვენ უმოკლესი...

გიორგი გახარია - ბიზნესს მინდა დავპირდე, რომ ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიტანილი მიხეილ დაუშვილთან, რამდენიმე წუთში პრემიერის კაბინეტში იქნება

გიორგი გახარია - ბიზნესს მინდა დავპირდე, რომ ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიტანილი მიხეილ დაუშვილთან, რამდენიმე წუთში პრემიერის კაბინეტში იქნება
access_time2019-11-14 11:04:27
ბიზნესომბუდსმენის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიხეილ დაუშვილი წარადგინა. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერმა განაცხადა, ეს კადრი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა. „გუნდის კიდევ ერთი ახალი წევრი და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვენლოვანი და საამაყო გახლავთ მიხეილ დაუშვილი, ის დღეიდან დაინიშნება ბიზნესომბუდსმენად, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური...

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?
access_time2019-11-13 21:30:36
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.   მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი...


მსგავსი სიახლეები

up