„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისში ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისში ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

access_time2019-02-22 20:37:42

„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისში ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. არსებული ინფორმაციით, სხდომა11:00 საათზეა დანიშნული და მას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

დღეს კი "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პარტიის სამდივნოს სხდომა ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ის დეპუტატები ესწრებოდნენ, რომლებმაც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სხდომაზე პარტიიდან რამდენიმე წევრის გარიცხვის საკითხი განიხილებოდა, თუმცა, შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „არავინ არავის გაურიცხავს და ეს საკითხი არ იყო განხილვის თემა“.


„არავინ არავის გაურიცხავს და ეს საკითხი არ იყო განხილვის თემა. იყო სხვა ძალიან მწვავე პრობლემები, რომელიც არის და ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი. პარტიის თავმჯდომარე აპირებს, რომ უმრავლესობის სხვა ჯგუფებსაც შეხვდეს. როგორც ქუხს ისე არ წვიმს, მოგეხსენებათ. ასეა ახლაც. იყო შეხვედრა პარტიის თავმჯდომარესთან გარკვეული ჯგუფის. იყო საქმიანი და გულწრფელი საუბარი. ბევრ რამეზე შევჯერდით“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარეც ესწრებოდა, სასამართლოზეც იყო საუბარი, უმრავლესობის მომავალზეც. „ბევრ რამეზე მოხდა ძირეული საუბარი, ყველა საკითხი მწვავეა“, - დასძინა ქანთარიამ.


წყარო : ipn






ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-04 14:40:36
პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს, ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას, მედიკამენტების გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს: „სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი...

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“
access_time2020-08-04 15:20:33
თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“ სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად, 3-5 წლიან პერიოდში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ. კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და რესტორანი „თევზის სახლი“. მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილი 90-დან 70%-მდე არის...


მსგავსი სიახლეები

up