„ქართული ოცნების

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

access_time2021-10-27 12:30:22

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობა, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული მომავალი, ვისაც უნდა, რომ იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებების უზენაესობა აღიარებულია, შემოგვიერთდით ჩვენი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც იქნება ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეკრება. დღეს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ უჩვენებს ყველას, რომ ღირებულებით არჩევანს სიკეთის, ჰუმანურობისა და პროგრესის სასარგებლოდ აკეთებს და ბოროტებას, ძალადობასა და რეგრესს მკაფიო უარს ეუბნება!

 

ამავდროულად, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ათობით ათას ადამიანს, რომელიც დღეს თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებას უერთდება და ღირებულებით არჩევანში საკუთარ მყარ პოზიციას აფიქსირებს. ასევე მადლობას ვუხდით ძალიან ბევრ ჩვენს მხარდამჭერს, რომლებსაც დიდი სურვილი ჰქონდა დღეს ჩვენს გვერდით ფიზიკურად ყოფილიყო, თუმცა, კონკრეტული მიზეზების გამო ისინი შეკრებაზე მოსვლას ვერ ახერხებენ, მაგრამ სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით თვალს გვადევნებენ და, რაც მთავარია, ჩვენი შეკრების სულისკვეთებას თავიდან ბოლომდე იზიარებენ.

 

კარგად გვესმის, რომ ხალხმრავალმა, ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა შეკრებამ, შესაძლოა, ჩვენი მოქალაქეებისთვის გადაადგილების პროცესში გარკვეული დისკომფორტი შექმნას, თუმცა, მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას, რომელმაც ზუსტად იცის, რომ, როდესაც საქმე ქვეყნის მომავალს ეხება, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს საკითხია.

 


რაც შეეხება უშუალოდ შეკრებას, მოსალოდნელია, რომ მთელი რიგი პარტიული აქტივისტებისა და სამწუხაროდ, მედიების მხრიდან ტრადიციულად იქნება მცირე პროვოკაციები, ეცდებიან შექმნან დაძაბულობის ფონი, თუმცა ყველა ჩვენს მხარდამჭერს გთხოვთ და მოგიწოდებთ, ნუ აყვებით ამ მდარე პროვოკაციას. დარწმუნებული ვარ, ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი შეკრებისთვის ჩრდილის მიყენებასა და მათთვის სასურველი სურათის შექმნას.

 

ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია წლების მანძილზე ბრძოლით მოპოვებული თავისუფლების დაცვა, განვითარება თუ სამართლიანობა, შემოგვიერთდით და ყველას ერთად ვუჩვენოთ სად, რომელი ღირებულებების მხარეს დგას ჩვენი ქვეყანა და ქართული საზოგადოება!

 


გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე!





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up