„ქართული ოცნების“ მაკროეკონომიკური პოლიტიკის TOP 5 ნეგატიური შედეგი

„ქართული ოცნების“ მაკროეკონომიკური პოლიტიკის TOP 5 ნეგატიური შედეგი

access_time2021-12-01 10:00:31

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით, საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა და მთავრობა კოალიცია „ქართული ოცნების“ გუნდით დაკომპლექტდა. ახალი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად, რომელიც კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას გულისხმობდა, მათი მმართველობიდან 9 წლის შემდეგ მოსახლეობის სოციალური ფონი ისევ მძიმეა, საქართველოში ფასების საერთო დონე და ინფლაცია კი რეკორდულად იზრდება. 9 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული თითქმის ყველა სახის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ძირითად სექტორებში მაჩვენებლები გაუარესდა.



„კომერსანტმა“ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის ნეგატიური შედეგები, რომლებმაც ქვეყანის განვითარება შეაფერხა:



1. ეროვნული ვალუტის გაუფასურება


საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 1,43 ლარით გაუფასურდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს (1.10.2012) ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1.6593-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც 2021 წლის 30 ნოემბერს ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი 3.0867 ლარი გახდა. ლარის კურსმა მკვეთრი ვარდნა 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო და დაახლოებით 80%-ით გაუფასურდა, შემდეგი გაუფასურების პიკს 2021 წლის აპრილში მიაღწია, როდესაც თვის საშუალო კურსი 3.4367 იყო. 2012 წლიდან 2021-ის მიმდინარე პერიოდამდე ლარი აშშ დოლართან დაახლოებით 86%-ით გაუფასურდა.




2. სახელმწიფო საგარეო ვალის ზრდა


საქართველოს სახელმწიფო ვალი 2012 წლიდან 2021 წლამდე 283%-ით გაიზარდა. 2021 წლის 30 ოქტომბრისთვის საქართველოს სახელმწიფო ვალი 25.3 მლრდ ლარს შეადგენს, ეს მაშინ როდესაც 2012 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 6.6 მლრდ. ლარი იყო. გასულ წელს პანდემიის გამო ვალის მოცულობამ შეადგინა მშპ-ს 60%, რაც საგანგაშო მაჩვენებელია.







3. ინფლაციის ზრდა


2012 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე, ინფლაციამ 47.2% შეადგინა. სამომხმარებლო ფასების წლიურმა ინფლაციამ 2012 წელს საშუალოდ 2.5% შეადგინა, მაშინ როდესაც 2021 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 12.8% იყო, მსგავსი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა აგვისტოს თვეშიც, რაც ბოლო 10 წლის პერიოდში რეკორდული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ბოლო 9 წელიწადში აქამდე ყველაზე მაღალი წლიური ინფლაცია 7% 2019 წელს იყო.






4. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება



საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 234.2 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) შემოვიდა. 2012 წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი 1048.2 მლნ აშშ დოლარი იყო. ბოლო 3 წლის დინამიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყოველწლიურად კლებულობდა, ხოლო პანდემიის პირობებში კატასტროფულ მაჩვენებელს მიაღწია.






5.უმუშევრობის საგანგაშო დონე



შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაცემებით, საქართველო უმუშევრობის დონით მსოფლიოში მე-10 ადგილზეა. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 18.5% შეადგინა. 18.5%-ზე მაღალი უმუშევრობა მხოლოდ 9 ქვეყანაში და ტერიტორიულ ერთეულშია, ესენია: სამხრეთი აფრიკა – 28.7%, დასავლეთი სანაპირო და ღაზა – 27.4%, ლესოტო – 24.6%, ესვატინი – 23.4%, გაბონი – 20.5%, ნამიბია – 20.4%, სენტ-ვინსენტი და გრენადინები – 20.3%, სომხეთი – 20.2% და ლიბია – 19.4%.


უკანასკნელი სტატისტიკის მიხედვით კი 2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19.5 პროცენტი შეადგინა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up