ქართული ოცნების 2012-2016 წლის საქმიანობა გაცილებით ეფექტური იყო, ვიდრე ბოლო 4 წელიწადში

ქართული ოცნების 2012-2016 წლის საქმიანობა გაცილებით ეფექტური იყო, ვიდრე ბოლო 4 წელიწადში

access_time2020-10-05 10:00:36

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ოთხი წლის წინ, 2016 წელს წინასაპარლამენტო არჩევნების დროს, ფრაქციამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას სოციალური კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას დაპირდა. თუმცა, მმართველობიდან ოთხი წლის შემდეგ მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა,  ფასების საერთო დონე კი რეკორდულად იზრდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების - „კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების“ შესასრულებლად, რის გამოც ოთხი წლის წინ ამომრჩევლებს ხმას სთხოვდნენ. როგორ აფასებენ საკუთარ სიტყვას და საქმეს დეპუტატების სავარძლებიდან და რას ეუბნებიან ამომრჩევლებს.


„კომერსანტი“ აგრძელებს სტატიების ციკლს, სახელწოდებით — რა წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაში თითოეულმა დეპუტატმა ამ ოთხი წლის განმავლობაში. „კომერსანტი“ საქართველოს პარლამენტის წევრს, კობსერვატიული პარტიის თავმჯდომარეს ზვიად ძიძიგურს ესაუბრა:

 

 „ქართული ოცნების 2012-2016 წლის საქმიანობა გაცილებით უფრო ეფექტური იყო, ვიდრე 2016-2020 წლები. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. 2012-2016 წლების განმავლობაში ხელისუფლებამ ისეთი მნიშვნელოვან რეფორმები განახორციელა, როგორიც იყო ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამები,რომლის დროსაც სერიოზული დახმარება გამოიყო ბიუჯეტიდან,“- ამის შესახებ „კომერსანტთან“ პარლამენტის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ისაუბრა.


საქართველოს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ბოლო ოთხი წლის მთავარი კრახი, როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება იყო, როდესაც საჯაროდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობა არ შესრულდა.


„ჩემი გადასახედიდან 2012-2016 წლების მთავრობაც და პარლამენტიც უფრო ეფექტური იყო, ვიდრე 2016-2020-ის. ამ დროს,  პარლამენტის საქმიანობაში  ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება, რასაც მან მიაღწია უკავშირდება ახალი კონსტიტუციის რედაქციას, რომელშიც იყო სერიოზული შეცდომებიც და შეფერხებებიც, აქ შემიძლია დავასახელო საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაც, როცა მთელი მსოფლიოსთვის გასაგებად იყო ნათქვამი,რომ ქვეყანა გადადიოდა პროპორციულ არჩევნებზე.


რაც შეეხება, 2016-2020 წლების პერიოდს, ეს იყო პერიოდი, რომელიც საკმაოდ კარგად დაიწყო, 2016-17-18 წლებში განვითარება იყო 4-5.5%-იანი მატებებით და შემდეგი შეფერხებები ეკონომიკაში ბევრმა სხვა ფაქტორმა გამოიწვია. მათ შორის იყო სავალუტო თანაფარდობის ცვლილება, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები,“ - ამბობს პარლამენტარი.


პარლამენტარს არ აქვს ოპტიმისტური მოლოდინები იმისა,რომ პანდემიის შედეგები მალე აღმოიფხვრება.


„სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა ნამდვილად გულწრფელი დაპირება იყო. მაშინდელი პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ყველა  ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით ანგარიშობდა იმაზე, თუ რამდენი სამუშაო ადგილი შეიძლება მოეტანა თითოეული პროექტის განხორციელებას.  თუმცა, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა არ გვაქვს მრავალი ობიექტური, თუ სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე.


ობიექტური ფაქტორი არის პანდემია, მსოფლიო დონეზე ეკონომიკური ემბარგოები, ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილებები სავაჭრო პარტნიორებთან. სუბიექტური მიზეზი არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ვერანაირი კონკრეტული ახალი პროგრამა და ენერგეტიკა ვერ შესთავაზა ხალხს და ამომრჩეველს.


რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, პანდემიის პირობებში, საქართველოში საეროდ შეჩერებულია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ბიზნეს-სესხები, ასეთ ვითარებაში,რომელი ინვესტორი ადგება და და საქართველოში ჩადებს ინვესტიციას ? გაცილებით უფრო ეფექტური იყო ეს პროცესი 20120-16 წლებში, ვიდრე 2016-20 წლების განმავლობაში.

რასაც სთავაზობს საქართველოს მოსახლეობას ქართული ოცნება? - ბოლო პრეზენტაციის შემდეგ, ვფიქრობ, თვისობრივად ახალი და კონკრეტული არაფერი არ არის, თუ არ ჩავთვლით პენსიების მატებას. თუ გავითვალისწინებთ ინფლაციის მაღალ დონეს, ესეც უფერულ შეთავაზებად გამოიყურება.


ვფიქრობ,რომ ისეთი სუსტი ეკონომიკის ქვეყანა, როგორიც საქართველოა, პანდემიის შედეგად უფრო მეტად დაზარალდა, ვიდრე მსოფლიოს ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩვენი პროგრამამ მინიმუმ მოსახლეობის დაცულობის მიმართულებით გვქონდეს შესრულები და ეკონომიკას გადარჩენის შანსი მივცეთ,“ - განმარტავს ზვიად ძიძიგური.

 

პარლამენტარი დიმიტრი ცქიტიშვილი კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ქვეყანას კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება ბოლო ორი მოწვევის პარლამენტის საქმიანობისას, გვპასუხობს, რომ ამ დაპირების შესრულებამდე ძალიან შორი და რთული გზაა გასავლელი. პანდემიამ კი გააშიშვლა ქვეყანაში არსებული პრობლემები ეკონომიკაში.


კეთილდღეობა არ არის, უმუშევრობის დონე დიდად არ შეცვლილა, ბევრი პრობლემა ისეთივე სიმწვავით გვაქვს, ზოგ შემთხვევაში, უფრო მწვავედაც კი, ამას პანდემიას თუ დავურთავთ, უფრო გართულებულია სიტუაცია.


არ არის ეფექტური ნაბიჯები გადადგმული - ჯანდაცვის სისტემა უფრო უნდა გაჯანსაღებულიყო, ბოლოს, ახალი მინისტრის მოსვლიდან, რამდენიმე ნაბიჯი კი გადაიდგა და დახვეწისკენ წარიმართა, მაგრამ მე არ მომწონს,რომ ჯანდაცვა უფრო უნივერსალუიდან მიზნობრივზე გადავიდა და შეიკვეცა საყოველთაობის პრინციპი.  ეკონომიკურ პოლიტიკაშიც მეტი ინლკუზიურობა იყო საჭირო, სხვადასხვა ფენებზე მორგებული ეკონომიკური მოდელის წარმოება. პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია, თუმცა ეს შედეგები პანდემიის გამო არ გვაქვს, პანდემიამ უფრო მეტად გააშიშვლა პროცესი, ვიდრე ახალი პრობლემები დაამატა. ის,რომ ქვეყანას არ აქვს ძლიერი სოციალური უზრუნველყოფის მოდელი, პრობლემატურია და ამ კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმა ვერ განხორციელდა.


პარლამენტარის აზრით, ბოლო პერიოდში, სიღარიბე და უმუშევრობა არათუ დაძლეულ, არამედ უფრო მწვავე პრობლემად იქცა.


ის,რომ სოციალური პოლიტიკა უფრო დახმარებაზეა ორიენტირებული და რაც გვაქვს იმ რესურსის განაწილებაზე, წინა მთავრობიდან მოდის და რეალურად ამ მიმართულებით ცვლილებები არ მომხდარა.ჩვენ არასწორი ციფრებიდან გამომდინარე ვაკეთებთ დასკვნებს, სიღარიბის დაძლევა გვგონია,რომ რახან 200 ლარზე ზევით ადამიანს შემოსავალი გაუჩნდა, - სტატისტიკურად ითვლება,რომ ამ ადამიანმა სიღარიბე დაძლია. სინამდვილეში არ დაძლია, იმიტომ,რომ 200 ლარი არ არის სიღარიბის დაძლევის რეალური მაჩვენებელი.


ასეთი ციფრებით ჩვენ რეალური სურათი არ ვიცით, რეალურად უმუშევრობა რამდენია? ჩვენ კი გვაქვს 12%-იანი უმუშევრობის მაჩვენებელი, მაგრამ მოსახლეობის 60% ამბობს,რომ დაუსაქმებელია. ისინი არიან დასაქმებულები უმეტესად არაფორმალურ სექტორში, არასტაბილურად, არასაკმარისი ანაზღაურებით. ამ კუთხით მნიშვნელოვანი ტარგეტირება იყო საჭირო და პროეაქტიული დასაქმების პოლიტიკის განხორციელება. არამხოლოდ ბიზნესზე ორიენტირება.


ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგა და ეს ცალსახად უნდა აღინიშნოს,რომ შეიქმნა დასაქმების სერვისების ხელშემწყობი სააგენტო, კანონი იქნა მიღებული და სამართლებრივი და ორგანიზაციული კუთხით გვქონდა ცვლილებები. მაგრამ თუ მთლიან 4 წელზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ბევრად მეტი იყო გასაკეთებელი. ბოლო 1 წელი ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო,მ ათ შორის ჩემ მიერ ინიციტირებული შრომის კოდექსის კანონი, შრომის უსაფრთხოები კანონი,  შრომის ინსპექციის შექმნა, დასაქმების ხელშეწყობის სერვისის შექმნა, რომლის ძირითადი წამყვანი სოფო კილაძე იყო, მაგრამ  თანაავტორიც ვარ. ამ კუთხით ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ცოტა ბოლოსკენ. რეალურად, კეთილდღეობა,რომ დაძლიო, ამას სჭირდება სისტემის შექმნა,რომელიც მიბმული იქნება გადასახადების სისტემაზე და ინკლუზიურობაზე. მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით სისტემური გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. მათ შორის კაპიტალის ბაზრი განვითარება, ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. საპენსიო რეფორმაც შეიძლება უფრო ინკლუზიური და სხვანაირი ყოფილიყო, უფრო შედეგიანი,რომ რეალური ეფექტები ჰქონოდა უახლოესი წლების განმავლობაში,  აღნიშნავს დიმიტრი ცქიტიშვილი.

ამ ყველაფრის მიზეზი პარლამენტარებისა და მთავრობის არასწორი პოლიტიკა და უცოდინრობაა თუ უბრალოდ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის სურვილის არქონა? - დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ ზოგდად პოლიტიკოსების არასწორი მიდგომები და მსოფლმხედველობები ერთერთი მთავარი სუბიექტური მიზეზია იმისა, რომ ქვეყანაში კეთილდღეობისა და სწრაფი განვითარების ნიშანწყალიც კი არ ჩანს.

ქვეყანაში კვალიფიციური კადრის ნაკლებობა ზოგადად არის, თუმცა პოლიტიკების არასწორი დაგეგმვა, არასწორი მსოფლმხედველობრივი დამოკიდებულებები და მიდგომებირეალური მიზეზი. თეორიულად არის შესაძლებელი,რომ მინიმალური სახელმწიფო ჩარევით მოხდეს და თავისით მოგვარდეს ყველაფერი, მაგრამ მსოფლიო ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა,რომ რეალურად ასე არ ხდება და საჭიროა სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა იმისთვის,რომ პრობლემები რეალურად გადაილახოს. აქ ზოგადად, კვალიფიციური კადრების ნაკლებობაც არის, მაგრამ უფრო არასწორ მიდგომებშია პრობლემა.


მე მგონია,რომ არასწორია გადასახადების გაუქმება, პირიქით, გადასახადები სადაც დაბალია, არსებული პრობლემები საერთოდ ვერ გვარდება და სადაც მეტნაკლებად პროგრესული ან სხვადასხვა ფორმის გადასახადებარსებობს, უფრო მეტი შედეგებია. ეს არის ევროპული ქვეყნების გამოცდილება, სადაც გადასახადების მეშვეობით ქვეყანას მართავენ და შესაბამისად, ახორციელებენ აქტიურ დასაქმებისა და სოციალურ პოლიტიკას, სოციალურ გადასახადებს მათ შორის. მე ვფიქრობ რომ იმთავითვე ნეოლიბერალურ ტრენდში გადასვლა და ამ მოდელზე აგებული სტრატეგიები შედეგებს ვერ მოიტანდა. ამაზე გვქონდა ხოლმე საუბარი უმრავლესობის შიგნითაც და გარეთაც, ქართული ოცნების მემარცხენე ფლანგიც საუბრობდა ამაზე, მაგრამ მივედით საბოლოოდ იქამდე, სადაც მივედით, რომ ეს მოდელი შედეგებს მარტივად არ იძლევა, შეიძლება იყოს წლების შემედეგ, მაგრამ ესეც სათუოა. მე არ მჯერა,რომ პასიური სამთავრობო პილიტიკით შესაძლებელია  გარღვევები სოციალურ პოლიტიკაში,“ - განმარტავს დიმიტრი ცქიტიშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up