„„ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ტოვებს უმუშევრად და უარს ამბობს ალტერნატიულ შეთავაზებებზე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას გაჭირვებიდან გამოიყვანს“ - მამუკა ხაზარაძე

„„ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ტოვებს უმუშევრად და უარს ამბობს ალტერნატიულ შეთავაზებებზე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას გაჭირვებიდან გამოიყვანს“ - მამუკა ხაზარაძე

access_time2020-10-05 12:46:06

„ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგი გამართა და ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრა. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



როგორც ხაზარაძე განმარტავს, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია და ეს არა პანდემიის, არამედ უუნარო მმართველი გუნდის დამსახურებით ხდება.




მისი თქმით, ყველა რეალური სტატისტიკა მოწმობს, რომ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა პანდემიამდე გამწვავდა, რადგან მოსახლეობა მასობრივად უმუშევარი რჩებოდა, პანდემიამ კი ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.





„უმუშევრობამ ქართული ოცნების უუნარო, ახლა უკვე 9 წლიანი მმართველობის პერიოდში, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დღეს ასობით ათასი ადამიანი უსამსახუროდ არის დარჩენილი და ეს პანდემიის გამო არ ხდება. პრობლემა პანდემიამდეც მწვავედ იდგა. ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე დღეს უცხოეთში, ურთულეს პირობებში მუშაობს, რომ აქ მყოფი ოჯახი სიღატაკისა და შიმშილისაგან იხსნას. ოფიციალური სტატისტიკით, დღეს საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 18.5%-ია, თუმცა, ვიცით, რომ რეალური ციფრი 27 პროცენტს აჭარბებს,“ - აცხადებს ხაზარაძე.




„ლელოს“ დამფუძნებელი გარემო პირობების გაუარესების გამო თვლის, რომ დღესაც, პანდემიის მართვისას, არათანმიმდევრული მოქმედებებით, „ქართული ოცნების“ მთავრობა ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ტოვებს უმუშევარს. მმართველი გუნდი კი ყოველ ჯერზე უარს ამბობს ალტერნატიულ შეთავაზებებზე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას გაჭირვებიდან გამოიყვანს.



„500 000 ადამიანი, ეს კატასტროფული ციფრია და ქართულ ოცნებას გეგმაც კი არ აქვს, თუ როგორ დაძლიოს ეს პრობლემა, არათუ შეეძლოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ჩვენ თუ ახლავე არ დავიწყეთ სწორი და რადიკალური რეფორმების გატარება, სიტუაცია უფრო და უფრო დამძიმდება. სწორი რეფორმა ერთადერთ გამოსავალია, რომ ქვეყანა სირთულიდან გამოვიყვანოთ და ამ ახალი რეფორმების ტალღა ოქტომბრიდან დაიწყება. ლელოს გუნდმა არაერთხელ შესთავაზა ამ არაპროფესიონალ მთავრობას გამოსავალი და სწორი ნაბიჯები, რათა ქვეყანაში არსებული უმუშევრობის პრობლემები დაგვემარცხებინა. მარშალის გეგმით, რომელიც ლელომ წარმოადგინა, ჩვენ შეგვიძლია ყოველ წელს შევქმნათ 50.000 ახალი სამუშაო ადგილი, რაც მომდევნო 4 წელიწადში 200.000-ით ნაკლებ უმუშევარს ნიშნავს. ქართულმა ოცნებამ არ იცის, როგორ მართოს კრიზისი და გააჩინოს შესაძლებლობა. ეს არის რუსეთს დაქვემდებარებული ძალა, რომელიც არ ზრუნავს თავის ქვეყანაზე და ხალხზე. ქვეყანას სჭირდება ალტერნატივა, ძლიერი და სწორი რეფორმა და „ლელომ ეს იცის, ჩვენს გუნდს ეს შეუძლია! ჩვენ ვიცით, როგორ ვაკეთოთ საქმე!“- აცხადებს ხაზარაძე.



NS







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up