10 ოქტომბერს, 14. 00 საათზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მესტიაში ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გოჩა ენუქიძეს წარადგენს. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან“ – ნათქვამია ინფორმაციაში.