განახლებული აბასთუმანი - საქართველოს ახალი სავიზიტო ბარათი გახდება- გეგმაზე მმართველი გუნდი აცხადებს.
პარტია "ქართული ოცნებაში" აღნიშნავენ, რომ ეს მეტად მასშტაბური და ამბიციური პროექტია და გულისხმობს აბასთუმნის სრულად რეაბილიტაციასა და განახლებას. პროექტი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.
კერძოდ, დაგეგმილია უმაღლესი კლასისა და საერთაშორისო სტანდარტების - Autograph Collection-ის 5 ვარსკვლავიანისასტუმროს მშენებლობა.
პარალელურად, მიმდინარეობს აბასთუმნის ისტორიული ობსერვატორიისა და საბაგირო გზის რეაბილიტაციაც, ასევე 18 ისტორიული შენობის განახლება, რასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
ამას გარდა, შენდება ახალი პოლიკლინიკა და სარეაბილიტაციო ცენტრი პაციენტებისთვის.
ამასთან, აბასთუმანი გახდება პირველი ქალაქი სამხრეთ კავკასიაში, სადაც მხოლოდ ეკოტრანსპორტი იმოძრავებს, რაც მიზნად ისახავს უნიკალური მიკროკლიმატის შენარჩუნებას და ურბანული სიმყუდროვის დაცვას.