ქართული ოცნება ეცდება სამართლიანი არჩევნების მიერ დაშვებული შეცდომა სამოქალაქო საზოგადოების დისკრეტიდაციისთვის გამოიყენოს''.- თენგო თევზაძე

ქართული ოცნება ეცდება სამართლიანი არჩევნების მიერ დაშვებული შეცდომა სამოქალაქო საზოგადოების დისკრეტიდაციისთვის გამოიყენოს''.- თენგო თევზაძე

access_time2020-12-13 12:15:30

„პარალელური დათვლის შედეგების კორექტირებამ „სამართლიანი არჩევნების“ რეპუტაცია დააზიანა. „ქართული ოცნება“ ეცდება ეს ფაქტი გამოიყენოს სამოქალაქო სექტორის დისკრეტიდაციისთვის და მათ მიმართ უნდობლობის განწყობის შექმნისთვის“, - ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორა 20/20“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია „სამართლიანმა არჩევნებმა“ პასუხი გასცეს საზოგადოებაში მის მიმართ გაჩენილ კითხვებს. კერძოდ, ISFED-ი ადრეც, სხვა არჩევნების პირობებშიც ატარებდა თუ არამეთოდოლოგიის აუდიტს და თუ ატარდებდა, რაპერიოდულობით; რამდენად არისმეთოდოლოგიასთან დაკავშირებული ინფორმაციაკონფიდენციალური და ხელმისაწვდომი მესამეპირთათვის და თუ იყენებს რაიმე სტანდარტს. ხომ არ ყოფილა მესამე პირების ჩართულობა ამ პროცესში ? ასევე, როდის გახდა საეჭვო და შემდეგ უკვე ცნობილი, რომ შეცდომა იქნა დაშვებული 
 
„ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ ჩვენ გვეცოდინება ზოგადი სურათი.  ზოგადად,პარალელური დათვლა არ არის იმის ზუსტი დამდგენი, რამდენად იყო არჩევნები გაყალბებული. PVT ასახავს საარჩევნო უბანზეარჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმებისმონაცემებს და სპეციალური მეთოდოლოგიისშედეგად ითვლის, მსგავს შედეგებზე დაფუძნებითქვეყნის დაახლოებით ჯამურ მონაცემს. PVT ვერავლენს ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაშინებას, კარუსელს, ოქმების შემდეგ გადაკეთებასა და ათასმავნებლობას, რამაც ბოლო არჩევნები ყველაზეცუდ არჩევნებად აქცია ქართული ოცნებისმმართველობის პერიოდში“- განაცხადა თევზაძემ. 

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ და მისი მხარდამჭერები აქტიურად ცდილობენ, აღნიშნული შეცდომა გამოიყენონ იმ დარღვევების საპასუხოდ, რომელიც, მათ შორის,  
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა დააფიქსირა. 

„ხმების პარალელური დათვლა არის და უნდა იყოს სტატისტიკურად უტყუარი, საიმედო მეთოდი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებელი ოფიციალური შედეგების (უბნის შედეგების ოქმების შესაბამისად) გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა. PVT ასახავს საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემებს. სამწუხაროა,როცა აღნიშნულ მეთოდოლოგიაში გაიპარაშეცდომა,“- განაცხადა თევძაზემ. 

ISFED-ის განცხადებით ’საარჩევნო სუბიექტებისმიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნაბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორებისშედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერმიღებული ხმების პროცენტული რაოდენობაუმნიშვნელოდ შეიცვალა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up