„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი: „კასპის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის კუთხით მართლაც დიდი პონტენციალია“

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი: „კასპის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის კუთხით მართლაც დიდი პონტენციალია“

access_time2020-09-03 17:11:09

„მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო კახი, ქალბატონებო და ბატონებო, მეგობრებო, ძვირფასო კასპელებო, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს ვიყო აქ, თქვენთან ერთად და მომავალში მქონდეს საშუალება წარმოვადგენდე პარლამენტში ამ უმნიშვნელოვანეს ქალაქს, რა თქმა უნდა გორთან ერთად. არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ ორი წლის წინ დაწყებული საქმიანობა მხარის გუბერნატორის პოზიციაზე ჩემთვის გამოჩეული იყო იმით, რომ მართლაც აღმოჩენა იყო კასპის მუნიციპალიტეტი. ნებისმიერ ცივილიზებული ერის ისტორიას დაამშვენებდა იმდენი ციხესიმაგრე, ისტორიულ-კულტურული ძეგლი, რომელიც მარტო კასპის მუნიციპალიტეტშია თავმოყრილი. ჩვენი ქვეყნის ძლიერებაზე, განათლებაზე, განვითარებაზე ყოველთვის ზრუნავდნენ აქაური თავისუფლებისმოყვარე, მშრომელი, გაუტეხელი და პატრიოტი ადამიანები. ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ გენერალი მაზნიაშვილი, ივანე ჯავახიშვილი, გიორგი სააკაძე, ყველასთვის, კასპელებისთვის ყველასთვის საამაყო ქართველი. თევდორე მღვდლის ისტორია, რომელიც კასპში განვითარდა, მთელი ქვეყნისთვის სამაგალითო იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების კვალზე გაიზრდებიან ნამდვილი სასიქადულო და წარმატებული ქართლელი, კასპელი ადამიანები და ახალგაზრდები – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა კასპში წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„მართლაც ძალიან ბევრი რამ კეთდება კასპის მუნიციპალიტეტში. ჩემთვის პატივი იყო, რომ ორი წელი ამ პროექტებს აქტიურად ვადევნებდი თვალყურს, ბევრი ინიციატივაც სწორედ ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ძალიან ბევრი პროექტია, რომელიც ბოლოდმე უნდა მივიყვანოთ. როდესაც ხვალინდელ წარმატებულ პროექტებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ აღვნიშნო ტექნოპარკი, პროფესიული კოლეჯი, ახალი სტადიონი. ეს ის პროექტებია, რომელიც ჩემი წინამორბედის და მოქმედი მაჟორიტარის, ირაკლი მეზურნიშვილის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. ჩვენ ერთად, გუნდური მუშაობით შევძელით ამ პროექტების რეალიზება და საამაყოც არის, როდესაც ჩვენ განათლების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სოფლის მეურნეობა უნდა იყოს მხარდაჭერილი.



კასპის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის კუთხით მართლაც დიდი პონტენციალია. საჭიროა პროფესიონალი ადამიანები და სწორედ ასეთ პროფესიონალ ადამიანებს გადაამზადებს პროფესიული კოლეჯი. გვერდით, იგივე სივრცეში იქნება ტექნოპარკი, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი და სხვადასხვა ინოვაციურ იდეებს დააფინანსებს.




რა თქმა უნდა უნდა შევეხოთ დევნილების საკითხს და ოკუპაციას, რომელიც მართლაც განსაკუთრებული სიმძაფრით იგრნძობა კასპსა და გორში. დავეთანხმები წინა გამომსვლელებს და გეტყვით, რომ ჩვენ ერთობით, ერთად დგომით შევძლებთ ქვეყნის დეოკუპაციას. რა თქმა უნდა, ამისთვის აუცილებელია შესაბამისი განათლება, კვალიფიკაციის მქონე ადამიანები და შრომა, რომელიც ჩვენ ნამდვილად არ გვეზარება და პირიქით ამისთვის ვართ მომართულები. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აქტიურად ვიქნები ჩართული იმ პროექტების რეალიზებაში, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს სხვადასხვა მიმართულებით მათ შორის ტურიზმი, ეკონომიკის გაძლიერება, სოფლის მეურნეობა და აუცილებლად ერთობლივად ბევრ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ.



არ დაგიმალავთ ასევე და გეტყვით, რომ კასპელი სპორტსმენები მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებული ადამიანები არიან, ვისაც ყოველთვის ვუცხადებდი მხარდაჭერას და შემდგომი წლების განმავლობაშიც ვაპირებ, რომ ასე გავაგრძელო. ალბათ ამის გამოხატულებაა, რომ დღეს ჩვენ კასპში გვაქვს თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელზეც ძალიან ბევრი ახალგზარდა აღიზრდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. დარწმუნებული ვარ, თქვენი გვერდზე დგომით ჩვენ ერთად ყველა გავიმარჯვებთ და ერთად ვიქნებით ყველა ფრონტზე, მათ შორის საქართველოს გამარჯვების ფრონტზე. დიდი მადლობა“ – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up