„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი – „ძლიერი და განვითარებული რეგიონი არის საქართველოს ძლიერების საწინდარი“

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი – „ძლიერი და განვითარებული რეგიონი არის საქართველოს ძლიერების საწინდარი“

access_time2020-09-02 22:20:07

,,ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს წინაშე დგომა, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნდობას გავამართლებ. უნდა ითქვას, რომ გორი და შიდა ქართლი არის საქართველოს გული, ცენტრი და ლიტერატურულად „გულქართლსაც“ უწოდებენ. ეს არის მხარე, რომელსაც გაზრდილი ჰყავს ისეთი ადამიანები, ისეთი სასახელო შვილები, თუნდაც ამ ორი სახელის დასახელება , როგორიც არის იაკობ გოგებაშვილი და ივანე ჯავახიშვილი ცხადყოფს თუ როგორი კულტურის, განათლების და განსაკუთრებული ქართველობის კერა იყო, არის და იქნება მომავალშიც შიდა ქართლი“ - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.



„უნდა ითქვას, რომ ჩვენს რეგიონში და ამ ქალაქში მართლაც ბევრია გაკეთებული და დაწყებული საქმეები ბოლომდე ისევ ჩვენი მისაყვანია. ხვალინდელი დღე კიდევ უფრო წარმატებული რომ იყოს, ჩვენ უნდა შევძლოთ ყველა გამოწვევას თვალი უნდა გავუსწოროთ, ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ და ამისთვის ჩვენ მზად ვართ. რა თქმა უნდა ბევრი შრომაა საჭირო, მაგრამ შრომა არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის აუცილებელია.



ძლიერი და განვითარებული რეგიონი არის საქართველოს ძლიერების საწინდარი და საქართველოს ძლიერებაში თავისი წვლილი ამ რეგიონმაც, გორმა და კასპმა უნდა შეიტანოს. ამ მიმართულებით შეიძლება ორი ძირითადი საკითხი გამოვყოთ - ეს არის სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.



ჩვენი რეგიონისთვის სოფლის მეურნეობა მართლაც ერთერთი წამყვანი დარგია და ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ ასობით ახალ, თანამედროვე, ერთწლიან თუ მრავალწლიან კულტურის ბაღებს, თანამედროვე ტიპის სასაწყობე და სამეურნეო მეურნეობებს. ეს არის ის, რაც ქმნის დოვლათს და აისახება ხვალინდელ დღეზე, საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად და სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის აუცილებელი.



რაც შეეხება ტურიზმს, შემიძლია გითხრათ , რომ ჩემი საქმიანობის შემდგომი 4 წლის განმავლობაში აქტიურად ვაპირებ ტურიზმის მხარდაჭერას. ახალი ტურისტული მარშრუტები, ახალი ტურისტული ლოკაციების აღმოჩენა, ციხე-სიმაგრეების რეაბილიტაცია, რელიგიური ძეგლების აღდგენა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საკითხების, რომლებზეც ზრუნვას შემდგომ წლებში აქტიურად ვაპირებ.




ჩვენი ქვეყნისთვის უდიდეს პრობლემად და უმთავრეს გამოწვევად ოკუპაცია რჩება და ამ ოკუპაციასთან საბრძოლველად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელია მხოლოდ შრომით და მშვიდობიანი განვითარებით. მშვიდობას რა თქმა უნდა ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენს მოძმე ხალხთან, ჩვენს ოს და აფხაზ მეგობრებთან ერთად გავაგრძელოთ მშვიდობიანი თანაცხოვრება.



შიდა ქართლზე როცა ვსაუბრობ, ჩემი ბოლო ორი წლის საქმიანობიდან გამომდინარე, მინდა განსაკუთრებით შევეხო ხალგაზრდებთან და სპორტსმენებთან ურთიერთობას.



ახალგაზრდული ჟინი და ძალა, რომელიც ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებში იგრძნობა, ყოველთვის დამატებითი, დადებითი მუხტის მომცემი იყო ჩემთვის ამ ორი წლის განმავლობაში და არ დაგიმალავთ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში ალბათ განსაკუთრებული ყურადღებით მათზე ზრუნვით ვიქნები დაკავებული და ეს იმიტომ, რომ სწორედ ახალგაზრდა თაობაშია ჩვენი ქვეყნის მომავალი, სწორედ მათი მხარდაჭერა, განათლების უზრუნველყოფა არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს და საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება. სწორედ ამ თაობამ და ამ ახალგაზრდობამ უნდა მიიყვანოს ქვეყანა დეოკუპაციამდე, რომელიც ჩვენი, თითოეული ადამიანის ოცნებაა და რომელიც აუცილებლად ასრულდება.



რაც შეეხება სპორტსმენებს, შიდა ქართლთან და განსაკუთრებით ალბათ გორთან და კასპთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ნამდვილი ჩემპიონების სამჭედლოა. ამის დასტური, ჩვენს გვერდით მყოფი მეგობრები არიან, რომლებიც სხვადასხვა თაობის მსოფლიო, ოლიმპიური თუ ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები არიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ეპოქა და მათ გვერდით იზრდებიან ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს კიდევ ბევრ სიხარულს და გამაჯვებას მოუტანენ.



ეჭვი არ მეპარება და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით წარმატებამდე მივალთ. ბოლომდე გათვიცნობიერებული მაქვს ის პასუხისმგებლობები და ის ვალდებულებები, რაც ჩემს წინაშე აქამდე იყო და ამის შემდგომ იქნება. ამიტომ, თქვენი მხარდაჭერის იმედით, ერთად დგომით, ჩვენ შევძლებთ უფრო ძლიერ, უფრო ლამაზ, გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას და ისევ თქვენი მხარდაჭერით საშუალება მექნება შემდგომი წლების განმავლობაში ერთად ვიზრუნოთ გორისა და კასპის კეთილდღეობისთვის“ – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up