„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის გამოსვლა წალკაში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის წარდგენაზე

access_time2020-08-18 17:39:56

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის გამოსვლა წალკაში  ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის წარდგენაზე

 

მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას . ყველას მადლობას მოგახსენებთ დღეს აქ შეკრებისთვის და მობრძანებისთვის.

 

2012 წელს, „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში თქვენთან ერთად, ერთგულ თანამებრძოლებთან ერთად მოვიდა და მოძალადე ხელისუფლებას ჩვენი ქვეყანა ხელიდან გამოვტაცეთ. ჩვენ ერთად შევძელით და დავამკვიდრეთ მშვიდობა და სტაბილურობა.

 

ჩვენმა გუნდმა მოქალაქეზე და მის საჭიროებებზე მორგებული რეფორმების განხორციელება დაიწყო. ჯანდაცვა საყოველთაო გახდა და ადამიანებს ვალების აღება, სახლების გაყიდვა გადაუდებელი დახმარებისთვის აღარ სჭირდებათ. ჩვენ დავიწყეთ მედიკამენტებით უზრუნველყოფის და სხვა უამრავი სოციალური პროგრამების განხორციელება  იმ ადამიანებისთვისა და ჯგუფებისთვის, ვისაც სახელმწიფოს გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.


 

წალკა ეთნიკურად მრავალფეროვანი მუნიციპალიტეტია,  აქ მეგობრულად თანაცხოვრობენ სხვადასხვა წარმომავლობის ჩვენი თანამოქალაქეები და ყველას აერთიანებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, წალკელები საოცრად მშრომელი ხალხი ხართ, ამას ზუსტად ეს დამუშავებული, ნაყოფიერი ველები და მაღალგანვითარებული მესაქონლეობის კულტურა მოწმობს.

 

ამ მკაცრ კლიმატურ პირობებში შრომას კი სახელმწიფოს და ხელისუფლების თანადგომა, მუნიციპალიტეტისა და თითოეული ოჯახის წინაშე მდგარი გამოწვევების კარგად ცოდნა სჭირდება.

 

სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც იქნება თქვენი ინტერესების დამცველი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში . ადამიანი, რომელიც გაატარებს და დაიცავს თქვენი, მუნიციპალიტეტის,  აქ მცხოვრები ადამიანების ინტერესებს. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ განხორციელებულ პროექტებზე , პროგრამებზე, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების მიმართულებით, თუმცა  ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ასევე ბევრია გამოწვევები, არსებობს  პრობლემები, რომლებსაც სჭირდება მოგვარება.  ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვეშინია ამ პრობლემების, იმიტომ რომ კარგად ვიცით, კარგად  გვაქვს გააზრებული თუ რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო წლების განმავლობაში, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები და აქაც მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ერთიანობა და ერთად დგომა, როგორც ეს მოხდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და გრძელდებოდა ყველა არჩევნებზე, რომელიც ამ წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად დგომით, ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას და ეს არ იქნება მხოლოდ წალკის, ეს არ იქნება მხოლოდ თქვენი მაჟორიტარის გამარჯვება. ეს იქნება სრულიად ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და წარმატება.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up