,, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება

,, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება

access_time2020-11-21 20:23:46

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცესი.

როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის ანალოგიურად, სამწუხაროდ, ოპოზიციამ ამჯერადაც უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე. თუმცა, მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, ნახევარ მილიონზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დღეს გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე.

ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები. როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები.

შესაბამისად, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება 90  დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

ოპოზიციურ პარტიებსა და ბლოკებს შორის კი, მანდატები შემდეგი სახით განაწილდება: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 36 მანდატი, ევროპული საქართველო - 5 მანდატი, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, პატრიოტთა ალიანსი და გირჩი - 4-4 მანდატი, მოქალაქეები - 2 მანდატი, ლეიბორისტული პარტია - 1 მანდატი.

შედეგად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია 9 პოლიტიკური სუბიექტი და სადაც მმართველი პარტია არ ფლობს ჭარბ უმრავლესობას.


ეს არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე.

დარწმუნებული ვართ, ახალი, მრავალპარტიული პარლამენტი გახდება საუკეთესო პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. მომავალი პარლამენტი უნდა გახდეს უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტრუმენტი იმ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გლობალურმა პანდემიამ შექმნა.

თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მივულოცო საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება.

რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს მხარდამჭერებს გამოცხადებული ნდობისთვის. ამ ნდობის გასამართლებლად „ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს.

 





აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები - ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები - ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ
access_time2020-12-04 18:54:11
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, მზად არიან, რომ ავტორიზაციის შემდეგ, კოვიდ 19-ის ვაქცინა საჯაროდ, კამერების წინ გაიკეთონ და ასე მოსახლეობას დაუმტკიცონ, რომ ის უსაფრთხოა.   ამერიკის ბოლო სამი პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მათი ეს ნაბიჯი იქნება მყარი გზავნილი ამერიკელი ხალხისთვის, რომ ვაქცინა მართლაც უსაფრთხო და ეფექტურია. სწორედ ამაში ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას სფეროს ექსპერტები და ვაქცინაზე...

„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის - საქართველოს ბიზნესასოციაცია

„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის - საქართველოს ბიზნესასოციაცია
access_time2020-12-04 17:55:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია Trace International-ის და ტრანსეროვნული ორგანიზაცია SolAbility-ის კვლევებს ეხმიანება და რეიტინგებს პოტენციური ინვესტორებისთვის პოზიტიურ გზავნილად აფასებს. Trace International-ის წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში მე-19 ადგილზეა, ხოლო SolAbility-ის გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 180 ქვეყნიდან, 37-ე ადგილზეა.   ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-04 21:30:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. ლარის გაცვლითი კურსის მორიგი შოკის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალის ნიშნული შესაძლოა მშპ-ის 72%-მდე გაიზარდოს ლარის გაცვლითი კურსის მორიგი შოკის შემთხვევაში, მაღალია ალბათობა სახელმწიფო ვალის ნიშნული მოულოდნელად მშპ-ის 72%-მდე გაიზარდოს. ასეთია აუდიტის სამსახურის ანგარიშის დასკვნა,...

„ადამიანის მისწრაფებას მოგზაურობისადმი ვერაფერი მოსპობს“ - როგორ გადაურჩა პანდემიას Airbnb?

 „ადამიანის მისწრაფებას მოგზაურობისადმი ვერაფერი მოსპობს“ - როგორ გადაურჩა პანდემიას Airbnb?
access_time2020-12-04 20:30:24
დეკემბრის შუა რიცხვებში საცხოვრებელი ფართების დაჯავშნის სერვისი Airbnb-ი თავისი აქციების გასაყიდად გამოტანის პროცედურას დაასრულებს. პირველ ეტაპზე საუბარი იყო 30 მლრდ. დოლარის ფასიან ქაღალდებზე, დღეს კი - 35 მლრდ-ის.   წერილში, რომელიც კომპანიის პრეზიდენტმა ბრაინ ჩესკიმ ბირჟების და ფასიანი ქაღალდების კომისიას გაუგზავნა, ნათქვამია, რომ აქციების განთავსება ჯერ კიდევ მარტში იგეგმებოდა, თუმცა ეს გეგმების პანდემიამ...

OPEC Plus-ი ნავთობმოპოვების ზრდაზე შეთანხმდა

OPEC Plus-ი ნავთობმოპოვების ზრდაზე შეთანხმდა
access_time2020-12-04 19:30:45
OPEC plus-ში შემავალი ქვეყნები 2021 წლის იანვრიდან დღე-ღამეში ნავთობმოპოვების 500 000 ბარელით ზრდაზე შეთანხმდნენ.   შემდგომში გარიგების პირობების ყოველთვიურად გადაიხედება, და მოპოვების მოცულობები მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.   ბაზარმა შეთანხმებაზე რეაგირება უკვე მოახდინა - 3 დეკემბერს, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ,  Brent-ის ტიპის ნავთობი 1,2%-ით, 48,8 ბარელამდე გაძვირდა. წყაროების ინფორმაციით, შეხვედრის დროს...


მსგავსი სიახლეები

up