18 ოქტომბერს, 11.00 საათზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხობში, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ხახუბიას წარადგენს. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.
12.00 საათზე, მმართველი გუნდი ირაკლი ხახუბიას ფოთში წარადგენს;
14.10 საათზე, ირაკლი ხახუბიას წარდგენა სენაკში გაიმართება.
15.00 საათზე, აბაშაში, „ქართული ოცნება“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ალექსანდრე მოწერელიას წარადგენს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.