24 ოქტომბერს, 14.00 საათზე, ქუთაისში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას გამართავს. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„რიგით მესამე პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამული მიმართულებები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.