19 სექტემბერს, 13.00 საათზე, მმართველი პარტია ვანის მოსახლეობას სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გივი ჭიჭინაძეს წარუდგენს. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობითვე, წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.
„14.25 საათზე „ქართული ოცნება“ გივი ჭიჭინაძეს სამტრედიის მოსახლეობას წარადგენს.
15.15 საათზე გივი ჭიჭინაძის წარდგენა გაიმართება ხონში.
16.30 საათზე მმართველი გუნდი გივი ჭიჭინაძეს წყალტუბოში წარადგენს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.