21 სექტემბერს, 11.00 საათზე, მმართველი პარტია მოსახლეობას საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს პაატა კვიჟინაძეს და ხარაგაულის მერობის კანდიდატს კობა ლურსმანაშვილს წარუდგენს. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.
13.00 საათზე, „ქართული ოცნება“ პაატა კვიჟინაძეს ჭიათურაში წარადგენს.
14.30 საათზე, პაატა კვიჟინაძის წარდგენა საჩხერეში გაიმართება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.