18 სექტემბერს, 20.00 საათზე, ქუთაისში, მმართველი პარტია მოსახლეობას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზაზა ლომინაძეს და ქუთაისის მერობის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს წარუდგენს. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობითვე, წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.