30 ოქტომბერს, 11.00 საათზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახა კახიშვილს წარადგენს. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„წარდგენას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან“ – ნათქვამია ინფორმაციაში.