დღეს, 20.00 საათზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ლევან კობიაშვილს წარადგენს. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„წარდგენის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიის დახურვა და შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.