29 ოქტომბერს, 11.00 საათზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ვოლსკის წარადგენს. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„წარდგენას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.
14.00 საათზე, მმართველი პარტია საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დავით სერგეენკოს წარადგენს;
17.00 საათზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ბექა ოდიშარიას წარადგენს;
20.00 საათზე, მმართველი პარტია ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ნოდარ ტურძელაძეს წარადგენს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.