„ქართული ოცნება“  საკუთარი არაპროფესიონალიზმის გადაფარვას სტრუქტურული ცვლილებებით ცდილობს

„ქართული ოცნება“ საკუთარი არაპროფესიონალიზმის გადაფარვას სტრუქტურული ცვლილებებით ცდილობს

access_time2019-09-23 11:00:57

„ენერგეტიკა წინმსწრები ტემპით უნდა ვითარდებოდეს, რათა ეკონომიკის განვითარება დამამუხრუჭებელი არ გახდეს. დღეს იმდენად სერიოზული პრობლემებია ენერგეტიკაში რომ წინმსწრები ტემპებით კი არა, ელექტროენერგიის მოხმარების ტემპებსაც ვერ მიჰყვება ენერგიის წარმოების ტემპი“,- ასე აფასებს ენერგეტიკის სექტორში შექმნილ ვითარებას „ქართული ოცნების“ წევრი რევაზ არველაძე.


სწორედ არველაძემ მიმართა წერილით პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ მთავრობამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთა. მისი თქმით, ენერგეტიკაში მდგომარეობა არასახარბიელო იყო, ხოლო სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, კიდევ უფრო არასახარბიელო გახდა.


„ენერგეტიკა არის ის დარგი, რომელიც არის ქვეყნის ხერხემალი, რადგან ენერგეტიკული უზრუნველყოფის გარეშე ვერც ერთი დარგი ვერ იარსებებს, შესაბამისად, ამას სჭირდება ისეთი პატრონი, რომელიც სხვა საკითხებით არ იქნება დაკავებული. ეკონომიკის სამინისტროში შემავალი ყველა დარგი პრიორიტეტულია. იმის თქმა, რომ ენერგეტიკა განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება არასწორია, რადგან ტურიზმიც პრიორიტეტია, ტრანსპორტის რამდენიმე მიმართულებაც პრიორიტეტულია, მრეწველობაც პრიორიტეტია და ა.შ. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანება ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ  სათანადო ყურადღება მიექცეს ენერგეტიკის სექტორს. ნებისმიერ ქვეყანაში ენერგეტიკა პრიორიტეტად ითვლება, ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ენერგეტიკაში საქმე ისეა აწყობილი თითქოს უწყების არსებობა საჭირო არ არის სამინისტრო იქაც კი მოქმედებს“, - განმარტავს რევაზ არველაძე.


კომერსანტის კითხვაზე საქართველოს მთავრობას აქვთ თუ არა ხედვა ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიმართულებით, ქართული ოცნების“  გუნდის წევრი გვპასუხობს:


„მთავრობას არ შეიძლება ხედვა არ ჰქონდეს, მაგრამ რამდენად ქმედითი იქნება მთავრობა, ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ხედვა თუ არ აქვს მთავრობაში არც უნდა იყოს. მე არ ვამბობ, რომ ენერგეტიკის სამინსიტროს გამოყოფა რაღაც გადატრიალებას მოახდენს მაგრამ, როდესაც სამინისტრო არსებობდა, ამ პრობლემებს ასე თუ ისე აგვარებდა, მართალია გაჭირვებით მაგრამ აგვარებდა. ახლა ეს პრობლემები ვხედავ რომ ნაკლებად მოგვარებადი გახდა, აქედან გამომდინარე დავაყენე ეს საკითხი“, - განმარტავს არველაძე.

 

დეპუტატის მოსაზრებას იზიარებს ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე. ენერგეტიკის აკადემიის წევრი ამბობს, რომ ენერგეტიკის სამინისტროს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაერთიანება საქართველოს მთავრობის შეცდომა იყო. მისი თქმით, არასწორ გადაწყვეტილებას არავითარი შედეგი არ მოუტანია.

 

„ენერგეტიკის სამინისტროს შეერთება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ძალიან დიდი შეცდომა იყო. უწყება კარგად ასრულდება თუ არა თავის ფუნქციას ეს სხვა თემაა მაგრამ, მისი არსებობა აუცილებელი იყო. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ შეცდომა დაუშვა მაგრამ, მე მგონია მიზანმიმართული შეცდომა იქნა დაშვებული,რადგან მათ აღარ უნდოდათ სამინსიტროს არსებობა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და ენერგეტიკის სექტორში ძალიან ბევრი უარყოფითი რამ გაკეთდა. უწყებაში პროფესიონალიზმი საერთოდ აღარ იყო, დარგს ძირითადად სხვადასხვა დარგის სპეციალისტები განკარგავდნენ, თუმცა ეს არაპროფესიონალიზმი ყველგან შეინიშნება.“,- განაცხადა თემურ ჭიჭინაძემ.

 

ენერგეტიკის აკადემიის წევრი  განმარტავს, რომ ქართულ ოცნებას ენერგეტიკის მიმართულებით ხედვა და სტრატეგია  არ აქვს. ენერგეტიკოსის შეფასებით, სამინისტროს არსებობა სწორი იყო თუმცა, არასწორი პოლიტიკის გამო ენერგეტიკის სექტორმა ქვეყანას დიდი ზიანი მოუტანა.

 


„ქართული ოცნების„ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არანირი გაუმჯობესება არ ყოფილა. უბრალოდ, შენარჩუნდა ის მავანე ტრადიციები, რომელიც იყო დანერგილი ნაციონალური მოძრაობის პერიოდში. დინამიკაში თუ განვიხილავთ ვერც ერთი კომპონენტით წინსვლას ვერ ვხედავ. ფიქსრიდება მხოლოდ ტარიფების ზრდა“, - განმარტავს თემურ ჭიჭინაძე.

 

„ნაკლები ბიუროკრატია მეტი ეფექტურობა„ –ასე ახსნა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წელს სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობა, რომლის მიხედვითაც სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე შემცირდა. საქართველოს მთავრობა 2017 წელს გვარწმუნებდა, რომ ცვლილებები მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას შეუწყობდა ხელს.

 

მაშინ საქართველოს პარლამენტმა 103 ხმით 17-ის წინააღმდეგ მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. ერთსულოვანი იყო „ქართული ოცნების“ გუნდის განცხადებებიც.

 

„ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ძალიან ბევრი სამინისტრო გვქონდეს. მივესალმები ოპტიმიზაციას და ხარჯების შემცირებას„- ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ 2017 წლის ნოემბერში განაცხადა.

 

იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა. ის ამბობდა, რომ მთავრობის პრიორიტეტი ხარჯის მაქსიმალურად ოპტიმიზაცია და ეფექტურობის გაზრდა იყო.

 

რადიკალურად განსხვავებული იყო მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებები. მაშინ, საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნება“ სტრუქტურული ცვლილებებით ცდილობდა ქვეყანაში შექმნილი რეალობის გადაფარვას:

 

„ეს ცვლილებები იმის სიგნალია, რომ მართველმა გუნდა დაინახა რომ ამ არჩევნებზე მათ საზოგადოებაში არ აქვთ ის მხარდაჭერა, რომელიც ესაჭიროებათ ქვეყნის სამართავად“,- სალომე სამადაშვილი.

 

„ევროპულ საქართველოში“კი აცხადებდნენ, რომ სტრუქტურული რეფორმები დაგვიანებულია და თან - არასრული და გაუაზრებელი.

 

“მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია უნდა განხორციელდეს იმ მიზნით, რომ ბიუროკრატიული ხარჯი დაიზოგოს და ეს დანაზოგი, ერთი მხრივ, მოხმარდეს ასაკობრივი პენსიის, დევნილთა შემწეობისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ზრდას, მეორე მხრივ კი - გადასახადების დაწევას“,- აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

 

საპარლამენტო ოპოზიციის მოლოდინები გამართლდა- ქამრების შემოჭერის პოლიტიკამ რომ ვერ გაამართლა, ადასტურებს ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კვლევა. IDFI- ის ცნობით, საქართველოს მთავრობაში 2017 წლის დეკემბერში დაწყებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა, 2018 წლის საწყისი 5 თვის განმავლობაში, ვერ უზრუნველყო ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია.

 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ  2018 წლის 5 თვის მონაცემებით, იმ სამინისტროებში, რომლებსაც 2017 წლის დეკემბერში შეეხოთ სტრუქტურული ცვლილებები, შრომის ანაზღაურების საერთო ხარჯები წინა წლის ანალოგიური პერიოდის ნიშნულზე იქნა შენარჩუნებული, ხოლო საქონელი და მომსახურების ხარჯები დაახლოებით 15 მილიონი ლარით გაიზარდა.

 

საქართველოს მთავრობაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ენერგეტიკაში პროცესების გაუარესებას ადასტურებს ენერგეტიკის სექტორში ჩადებული ინვესტიციების კლება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები შემდეგია:

  • 2007 - $ 331 მილიონი
  • 2008 - $ 294 მილიონი
  • 2009 - $ -2 მილიონი
  • 2010 - $ 26 მილიონი
  • 2011 - $ 212 მილიონი
  • 2012 - $ 179 მილიონი
  • 2013 - $ 246 მილიონი
  • 2014 - $ 190 მილიონი
  • 2015 - $ 123 მილიონი
  • 2016 - $ 145 მილიონი
  • 2017 - $ 280 მილიონი
  • 2018 - $ 120 მილიონი

 

ახლად დანიშნულმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ ქართული ოცნების დეპუტატს პასუხი სამ კვირის ვადაში უნდა დაუბრუნოს. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი  გამოეყოფა თუ არა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო.

 

 ბაჩო ადამია




Georgian Airways: „აღფრთოვანებული არვართ, მაგრამ მგზავრთა უსაფრთხოებისთვის გაზრდილ ტარიფს გადავიხდით“

Georgian Airways: „აღფრთოვანებული არვართ, მაგრამ მგზავრთა უსაფრთხოებისთვის გაზრდილ ტარიფს გადავიხდით“
access_time2020-01-21 18:30:44
„მგზავრთა უსაფრთხოებაზე ტარიფის ზრდა ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, ამაზე ინფორმაცია წინასწარ გაჟღერდა. დამატებითი ხარჯია და აღფრთოვანებული არ ვართ ამ ფაქტით, მაგრამ  ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მგზავრთა უსაფრთხოებაა.“ - ასე აფასებს Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში საჰაერო ხომალდების და მგზავრების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღირებულების...

BAG-ის წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა

BAG-ის  წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა
access_time2020-01-21 16:00:52
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა. „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 2005 წლიდან მსოფლიო საავტომობილო ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ბაზარს უზრუნველყოფს როგორც ავტომობილების სრული სპექტრით, მათ შორის კომერციული ავტომობილებითა და მძიმე ტექნიკით, ასევე უახლესი აპარატურით აღჭურვილი...

ექიმი დალიკა პაციენტებს ესთეტიკურ ცენტრ Dr. Dalika-ში უმასპინძლებს

 ექიმი დალიკა პაციენტებს ესთეტიკურ ცენტრ Dr. Dalika-ში უმასპინძლებს
access_time2020-01-21 16:50:54
„აქედან გამოსულ მანდილოსანს ნუ გაეარშიყებით, ის შეიძლება ბებიათქვენი აღმოჩნდეს“ - ეს სიტყვები, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი წამყვანი ესთეტიკური ცენტრის სლოგანს წამოადგენდა, პირველად გადაჭარბებულად მომეჩვენა. მაშინ ამ სფეროს ექიმებთან არ მიხდებოდა ურთიერთობა და თვითონ სფეროზეც ნაკლებად მომეხსენებოდა. გავიდა დრო, ჯერ სურვილი გაჩნდა ესთეტიკურ ცენტრში მისვლის, შემდეგ-საჭიროება......

გენპროკურორობის კანდიდატის ძველი ამბები

გენპროკურორობის კანდიდატის ძველი ამბები
access_time2020-01-21 17:30:18
ირაკლი შოთაძე მონაწილეობდა წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების გაფორმების პროცესებში, - ჰყვებიან დაზარალებულები, უფლებადამცველები და იურისტები.სავარაუდოდ წართმეული ქონების საქმეების ძირითადი ნაწილი არ არის გამოძიებული პროკურატურის მიერ და არც ქონებაა დაბრუნებული.გაჭიანურების ერთ-ერთ სავარაუდო ფაქტორად სახელდება სწორედ ირაკლი შოთაძის მუშაობა გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელ...

„სოფლის მეურნეობას მასშტაბური ცვლილებები და რეფორმები სჭირდებოდა, რომელიც საქართველოში ვერ განხორციელდა“

„სოფლის მეურნეობას მასშტაბური ცვლილებები და რეფორმები სჭირდებოდა, რომელიც საქართველოში ვერ განხორციელდა“
access_time2020-01-21 16:30:49
სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო პროგრამებითა თუ საერთაშორისო დონორების დაფინანსებით მილიონობით ლარი დაიხარჯა. სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა და ახლა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ 2016 წელს „კომერსანტს “განუცხადა, რომ 2018-2020 წელი იქნება კრიტიკული ზღვარი, როდესაც თვალსაჩინოდ დავინახავთ სოფლის მეურნეობის პროექტების...


მსგავსი სიახლეები

up